1 |
გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი,
იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური!
|
1 |
აღდეგ, აღდეგ, სიონ! შეიმოსე ძალი შენი, სიონ! და შენ შეიმოსე დიდებაჲ შენი,
იერუსალიმ, ქალაქმან წმიდამან! არღა მერმე შესძინოს განვლად შენ შორის დაუცუეთელმან
და არაწმიდამან.
|
2 |
ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ, ტყვე იერუსალიმო! გაიხსენი შენი ქედის საკვრელები,
დატყვევებულო სიონის ასულო! |
2 |
განიყარე მტუერი და აღდეგ და დაჯედ, იერუსალიმ! განიძარცუე საკრველი ქედისა შენისა,
ტყუემან ასულმან სიონისამან. |
3 |
რადგან ასე ამბობს უფალი: მუქთად იყავით გაყიდულნი და
უსასყიდლოდ გამოისყიდებით. |
3 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მედად განისყიდენით და არა
ვეცხლისა მიერ გამოიჴსნნეთ. |
4 |
რადგან ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ეგვიპტეში იყო ჩასული
ჩემი ერი ოდესღაც საცხოვრებლად და აშური თრგუნაედა მას არაფრისთვის. |
4 |
ესრეთ იტყჳს უფალი: ეგჳპტედ შთავიდა ერი ჩემი პირველად
მსხემობად მუნ და ასსურასტანელთადმი იძულებით მიყვანებულ იქმნეს. |
5 |
რა მინდა აქ ახლა, ამბობს უფალი, როცა ჩემი ხალხი მუქთად
არის წაყვანილი. მისი მთავარნი ქვითინებენ, ამბობს უფალი, და გამუდმებით,
დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი. |
5 |
და აწ რად აქა ხართ? - ამათ იტყჳს უფალი: რამეთუ ერი ჩემი
წარიტყუენა მედად, გიკჳრსყე და ჰვალალაებთ, - ამათ იტყჳს უფალი: თქუენ მიერ
მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის. |
6 |
ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ
დღეს, შეიცნობს, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს: აჰა, მე ვარ! |
6 |
ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა,
ვითარმედ მე ვარ თავადი, მეტყუელი: აქა ვარ. |
7 |
რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის
გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც
ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი! |
7 |
ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი
მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა,
რამეთუ სასმენელ-ვყო მაცხოვარებსა შენი, მეტყუელმან სიონისამან - იმეფოს
ღმერთმან შენმან, |
8 |
აჰა, გაისმა ხმა შენი დარაჯების! ერთად აუწიეს სმას და
ყიჟინებენ, რადგან თვალდათვალ ხედავენ, რომ ბრუნდება სიონზე უფალი. |
8 |
რამეთუ ჴმაჲ მცველთა შენთაჲ ამაღლდა და ჴმითა ერთბამად
იხარებდენ, რამეთუ თვალნი თუალთა მიმართ ხედვიდენ, ოდესცა შეიწყალოს
უფალმან სიონი. |
9 |
იყიჟინეთ ერთად, იერუსალიმის ნაოხარნო, რადგან ანუგეშა
უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი. |
9 |
ჴმა-ეცით სიხარული ერთბამად ოჴერთა იერუსალიმისათა,
რამეთუ შეიწყალა უფალმან იგი და გამოიჴსნა იგი. |
10 |
გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის
წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა. |
10 |
და გამოაცხადოს უფალმან მკლავი თჳსი წმიდაჲ წინაშე
ყოველთა წარმართთასა. |
11 |
წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ
მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო! |
11 |
და იხილონ ყოველთა მწუერვალთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ
ღმრთისა ჩუენისამიერი. განეშორენით, განეშორენით, გამოვედით მიერ,
არაწმიდასა ნუ შეეხებით. გამოვედით საშუალ მისსა, განესაზღურენით
მომღებელნი ჭურჭელთა უფლისათა, |
12 |
რადგან ფაცაფუცით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით,
რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან. |
12 |
რამეთუ არა შფოთებით გამოხჳდეთ, არცა სივლტოლით ხჳდოდით,
რამეთუ წინავიდოდის უპირველეს თქუენსა უფალი და რომელმან შეგკრიბნა თქუენ,
ღმერთი ისრაჱლისა. |
13 |
აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი, გაიმართება, აღზევდება
და დიდად ამაღლდება. |
13 |
აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს
და განიცხროს ფრიად, |
14 |
რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო
მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!), |
14 |
ვითარსახედ განკჳრდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ
უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაჲ შენი ძეთაგან კაცთასა. |
15 |
იმზომ გაიხარებს შენზე ბევრი ხალხი, პირს მოკუმავენ
მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ. |
15 |
ესრეთ უკჳრდეს წარმართთა მრავლად მის ზედა და შეიყონ
მეფეთა პირი მათი, რამეთუ რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ და, რომელთა
არა ესმა, გულისხმა-ყონ. |