1 |
ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?
|
1 |
უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?
|
2 |
ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება
ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. |
2 |
მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაჲ და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა
არს სახე მისი, არცა დიდებაჲ, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა
სიკეთე, |
3 |
საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და
სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად
ვაგდებდით. |
3 |
არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა
კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა,
გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა. |
4 |
ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი
სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. |
4 |
ესე გუემულებათა ჩუენთა იტჳრთავს და ჩუენ ძლით ლმობილ
არს, და ჩუენ შეჰვრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყლულებასა შინა
ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა. |
5 |
მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი
უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი
წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. |
5 |
ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათჳს და გუემულ არს
უსჯულოებათა ჩვენთათჳს, წურთა მშჳდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა
მისითა ჩუენ განვიკურნენით. |
6 |
ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ
გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. |
6 |
ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შევსცეთით. კაცი გზასა შესცთა
და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩვენთათჳს. |
7 |
ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით
დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ
დაუძრავს ბაგე. |
7 |
და იგი განბოროტებისათჳს არა აღაღებს პირსა თჳსსა,
ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე
მრისველისა თჳსისა უჴმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. |
8 |
საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ
იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის
ცოდვებისთვის დაისაჯა. |
8 |
სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი
მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი,
უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ. |
9 |
მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად
თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ
ყოფილა. |
9 |
და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი
სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაჲ
პირსა შინა მისსა. |
10 |
უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა
გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის
ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება. |
10 |
და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებისაგან, უკუეთუ
მისცნეთ ცოდვათა ძლითნი. სულმან თქვენმან იხილოს თესლი გრძელსაწუთოჲ და
ჰნებავს უფალსა ჴელითა მისითა მოსპობაჲ ტკივილისაგან სულისა მისისა, |
11 |
თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი
სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს
იტვირთავს. |
11 |
ჩუენებად მისსა ნათელი და აღზელად გულისხმის-ყოფითა,
განმართლებად მართალი კეთილმმონებელი მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან
აღიხუნეს. |
12 |
ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად
გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის
შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა. |
12 |
ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი და ძლიერთა
განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა
თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათჳს
მიეცა. |