1 |
ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და
ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!
|
1 |
წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რავდენთა არა გაქუს ვეცხლი, მოარულთა
იყიდეთ, და ჭამეთ და ვიდოდეთ და იყიდეთ თჳნიერ ვეცხლისა და ფასისა,
|
2 |
რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ ბურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე
მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს. |
2 |
ღჳნოჲ და ცმელი. რაჲსათჳს პატივს-სცემთ ვეცხლსა? შრომა თქუენი არა პურთათჳს არს და
რუდენებაჲ თქუენი არა სიმაძღრედ? ისმინეთ ჩემი და ჭამენით კეთილნი და განიშუას
კეთილთა შინა სულმან თქუენმან. |
3 |
ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს
თქვენი სული. დაგიდებთ საუკუნო აღთქმას დავითის მტკიცე სიქველეთა გამო. |
3 |
ეკრძალენით ყურითა თქუენითა და შეუდეგით გზათა ჩემთა.
შეისმინეთ ჩემი და ცხონდეს კეთილთა შინა სული თქუენი და აღგითქუა თქუენ
აღთქმაჲ საუკუნო, ღირსნი დავითისნი სარწმუნონი. |
4 |
აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და
მბრძანებლად. |
4 |
აჰა, საწამებელად წარმართთა შორის მივეც იგი მთავრად და
მბრძანებელად წარმართთა. |
5 |
აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობ, მოუწოდებ, და ხალხი,
რომელიც არ გიცნობს, შენსკენ გამოეშურება უფლის, შენი ღმერთის გამო და
ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ. |
5 |
აჰა, წარმართნი, რომელთა არა გიცოდეს შენ, გიწოდდენ შენ
და ერნი, რომელნი არა გიცნობდეს შენ, შენდამი მოივლტოდიან, უფლისათჳს
ღმრთისა შენისა და წმიდისა ისრაჱლისა, რამეთუ გადიდა შენ. |
6 |
ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას,
როცა ახლოს არის იგი. |
6 |
იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რაჲ მოხადეთ, ხოლო რაჟამს
მოგეახლოს თქვენ, |
7 |
მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა -
თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი
ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია. |
7 |
დაუტევენ უთნოომან გზანი მისნი და კაცმან უშჯულომან
განზრახვანი მისნი, და მოიქეცინ უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს,
რამეთუ ფრიად მიგიტევნეს ცოდვანი თქუენნი. |
8 |
რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი
გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. |
8 |
რამეთუ არა არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი
თქუენნი, არცა ვითარცა გზანი თქუენნი, გზანი ჩუენნი, - იტყჳს უფალი, |
9 |
რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი
გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე. |
9 |
არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ
განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი
გაგონებისაგან ჩემისა. |
10 |
რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ
ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ
მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, |
10 |
რამეთუ ვითარ-იგი უკუეთუ გარდამოვიდეს წჳმაჲ ანუ თოვლი
ცისაგან, და არა მიიქცეს, ვიდრემდის არა დაათროს ქვეყანა და გამოშვას და
გამომორჩოს, და მოსცეს თესლი მთესველსა და პური ჭამად. |
11 |
ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან.
ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას,
რისთვისაც მივავლინე. |
11 |
ეგრეთ იყოს სიტყუა ჩემი, რომელი უკუეთუ გამოვიდეს
პირისაგან ჩემისა, არა მოიქცეს ჩემდამო ცალიერი, ვიდრემდის არა აღესრულოს
ყოველნი, რაოდენნი ვინებენ. და წარვჰმართნე გზანი შენნი და ბრძანებანი
ჩემნი დაიცვნე, |
12 |
რადგან სიხარულით გახვალთ და მშვიდობით იქნებით ნატარები;
მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და მინდვრის
ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს. |
12 |
რამეთუ შუებისა მიერ გამოხვიდეთ და სიხარულისა მიერ
განისწავლნეთ, რამეთუ მთანი და ბორცუნი ვლდებოდიან, შემწყნარებელნი
თქუენნი, სიხარულსა შინა, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა. |
13 |
ეკლის ადგილზე ალვისხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი
ამოვა; და იქნება უფლისათვის სახელად და საუკუნო ნიშნად, რომელიც არ
წაიშლება. |
13 |
და ტჳვისა წილ აღმოსცენდეს კჳპაროზი და ღჳვისა წილ მურტი.
და იყოს უფალი სახელად და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს. |