1 |
აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური,
რომ ვერ ისმინოს.
|
1 |
ნუ ვერშემძლე არსა ჴელი უფლისაჲ ცხოვნებად შენდა? ანუ დაამძიმა ყური თჳსი
არსმენად.
|
2 |
მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა
ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას, |
2 |
არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა, და ცოდვათა
თქუენთათჳს მიიქცია პირი თჳსი თქუენგან არშეწყალებად, |
3 |
რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები
თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა
სიბილწეს ლაპარაკობს. |
3 |
რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა და თითნი
თქუენნი ცოდვათა შინა, ხოლო ბაგეთა თქუენთა თქუეს უსჯულოებაჲ და ენაჲ
თქუენი სიცრუესა იწურთიდა. |
4 |
არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის
ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი საესავი და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს
ბადებენ. |
4 |
არც ერთი იტყჳს სიმართლეთა, არცა არს სასჯელი ჭეშმარიტი.
მოსავ იქმნეს ამაოთა მიმართ და ზრახვენ ცუდთა, რამეთუ მიუდგებიან ტკივილსა
და შობენ უსჯულებასა. |
5 |
ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ;
მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება. |
5 |
კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა
ქსოენ, და მგულებელმან კუერცხთა მათთა ჭამისამან შე-რა-მუსრნა, ღრიაკალი
პოვა და მას შინა ვასილისკოსი. |
6 |
მათი აბლაბუდა სამოსელისთვის არ ვარგა და თავიანთ
ნაკეთებს ვერ ჩაიცვამენ; მათი ნაკეთები უკეთური ნაკეთებია და ძალადობაა მათ
ხელებში. |
6 |
ქსელი მათი არ იყოს შესამოსლად, არცაღა გარემოისხან
საქმეთაგან მათთა, რამეთუ საქმენი მათნი საქმე უსჯულოებისა, |
7 |
ფეხები სიავისკენ გაურბით და უბრალო სისხლის დასაღვრელად
მიიჩქარიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ
გზებზე. |
7 |
ხოლო ფერჴნი მათნი უკეთურებასა შინა რბიან, მალენი
დათხევად სისხლსა უმიზეზოსა, და გულისსიტყუანი მათნი გულისსიტყუანი
უცნობოთანი, შემუსრვაჲ და საარსებულება გზათა შორის მათთა. |
8 |
მშვიდობის გზები მათ არ უწყიან და მათ ბილიკებზე არ არის
სამართალი; თავადვე გაიმრუდეს გზა-სავალი და მასზე მავალმა არავინ იცის
მშვიდობა. |
8 |
და გზაჲ მშჳდობისა არა უწყიან და არა არს მსჯავრი გზათა
შინა მათთა, რამეთუ ალაგნი მათნი გულარძნილ არიან, რომელთა მოგზაურობენ და
არა უწყიან მშჳდობაჲ. |
9 |
ამიტომაც განგვშორდა სამართალი და ვერ გვწვდება სიმართლე.
მოველით ნათელს და, აჰა, წყვდიადია! გაბრწყინებას - და ბნელში დავდივართ! |
9 |
ამისთჳს განეყენა სამართალი მათგან და არა ეწიოს მათ
სიმართლე. მორა-ელოდეს იგინი ნათელსა, იქმნა მათდა ბნელი. მომლოდენი
ცისკრისანი უჟამოსა შინა ვიდოდეს. |
10 |
ბრმებივით ვეპოტინებით კედლებს და ხელებს ვაცეცებთ,
თითქოს თვალები არ გვქონდეს; ვფორხილობთ შუადღისას როგორც ბინდში, როგორც
მკვდრები უკუნეთში. |
10 |
ეძიებენ, ვითარცა ბრმაჲ, კედელსა და, ვითარცა
არმქონებელნი თუალთანი. ეძიებენ. დაეცნენ შუასამხრის, ვითარცა შუაღამე,
ვითარცა მოსიკუდიდნი, სულთითქუმენ, |
11 |
დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით;
მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან. |
11 |
ვითარცა დათჳ და ვითარცა ტრედი, ერთბამად ვიდოდიან.
ვჰგებდით მსჯავრსა და არა არს მაცხოვარება, შორად განდგა ჩუენგან, |
12 |
რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაულები შენს წინაშე და ჩვენი ცოდვები ჩვენს წინააღმდეგ
მოწმობენ; რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაულები და ჩვენი შეცოდებანი ჩვენვე ვუწყით: |
12 |
რამეთუ მრავალ არს უსჯულოება ჩუენი წინაშე შენსა, და ცოდვანი ჩუენნი აღმიდგეს
ჩუენ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ შორის და სიცრუენი ჩუენნი ვცნენით.
|
13 |
უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება,
ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა. |
13 |
ვიუთნოეთ, ვეცრუენით უფალსა, განუდეგით წინაშედგომისაგან
ღმრთისა ჩუენისა. ვზრახენით ცრუნი და ვიურწმუნოეთ, მიუდეგით და ვიწუართენით
გულისაგან ჩუენისა სიტყუანი ცრუნი. |
14 |
უკუიქცა სამართალი და სიმართლე შორს გადგა, რადგან
წაფორხილდა ქუჩაში ჭეშმარიტება და სიწრფელე ვეღარ შემოდის. |
14 |
და განვდეგით უკანაგან მსჯავრისა, და სიმართლე შორად
განგუწუართა, რამეთუ განკფდა გზათა შორის მათთა ჭეშმარიტებაჲ და
უგულარძნილოსა მიერ ვერ ეძლო განვლად. |
15 |
გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია;
უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი. |
15 |
და ჭეშმარიტებაჲ მოეღო და გარდააქციეს გაგონება მათი
გულისხმისყოფისაგან, და იხილა უფალმან და არა სთნდა მას, რამეთუ არა იყო
მსჯავრი. |
16 |
ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა
ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას. |
16 |
და იხილა და არა იყო მამაკაცი, და განიცადა და არა იყო
შემწე, და მიაგო მათ მკლავითა თჳსითა და მოწყალება დაამტკიცა. |
17 |
ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა
თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური. |
17 |
და შეიმოსა სიმართლე; ვითარცა ჭაჯუ-ჭური, და გარემოიდვა
თავის გარემო, ჩაფხუტი მაცხოვარებისა თავსა ზედა მისსა, და მოიბლარდნა
შესამოსელი შურისძიებისა და გარემოსასხმელი, ვითარცა შურის-გებაჲ, |
18 |
საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს - რისხვას, მოძულეთ -
საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს. |
18 |
და ყუედრება წინააღმდგომთა, და ჭალაკთა შური იძიონ
შურის-გებითა. |
19 |
შეუშინდებიან დასავლეთში უფლის სახელს და მზის
აღმოსავლეთში - მის დიდებას, რადგან ნიაღვარივით მოვა მტერი, უფლის ქარი
გამორეკავს მათ. |
19 |
და ეშიშვოდიან დასავალითნი სახელსა უფლისასა და
მზისაღმოსავალითნი სახელსა დიდებულისასა, რამეთუ მოვიდეს, ვითარცა მდინარე
მაიძულებელი, რისხვაჲ უფლისა მიმართ, მოვიდეს გულისწყრომისა თანა. |
20 |
მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას
განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი. |
20 |
და მოვიდეს სიონისათჳს მჴსნელი და გარეწარაქციოს უთნოობაჲ
იაკობისაგან, - იტყჳს უფალი. |
21 |
აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი
სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში,
არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის
ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე. |
21 |
და ესე არს ჩემ მიერ აღთქმა მათდა, - თქვა უფალმან, -
სული ჩემი, რომელი არს შენ ზედა და სიტყუანი, რომელნი მივსცენ პირსა შენსა,
არა მოაკლდენ პირისაგან შენისა და პირისაგან თესლისა შენისა, - თქუა
უფალმან, - ამიერითგან და საუკუნოდმდე. |