1 |
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და
მისი კალთები ავსებდა ტაძარს.
|
1 |
და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა
მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა.
|
2 |
თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა
თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ. |
2 |
და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა,
და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა
დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს. |
3 |
ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა!
წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება! |
3 |
და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა
არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა
დიდებითა მისითა! |
4 |
შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით
აივსო სახლი. |
4 |
და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და
სახლი აღივსო კუამლითა. |
5 |
ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ
და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ
უფალი იხილეს. |
5 |
და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ
კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა
ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა
ჩემითა. |
6 |
მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში
სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით. |
6 |
და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ჴელსა შინა
აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან. |
7 |
ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და
მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა. |
7 |
და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: აჰა, შევახე ესე ბაგეთა
შენთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი. და ცოდვანი შენნი განწმიდნეს. |
8 |
მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და
ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე. |
8 |
და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ
წარვიდეს ერისა ამის მიმართ? და ვთქუ: აჰა, წარმავლინე მე. |
9 |
თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ
ვერ გაიგებთ; ხილვით თხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. |
9 |
და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და
არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ, |
10 |
უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და
სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ
ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს. |
10 |
რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ
ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა
ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი. |
11 |
ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ
არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. |
11 |
და ვთქუ: ვიდრემდის, უფალო? და თქვა: ვიდრემდისცა
მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებითა და სახლნი არყოფითა კაცთათა. და ქვეყანაჲ
დატევებულ იქმნეს ოჴრად. |
12 |
გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება
დასადგურდება ქვეყანაში. |
12 |
და ამისთვის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და
განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა. |
13 |
კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება.
მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა
იქნება მათი ძირი. |
13 |
და მერმეცა მას ზედა არს ათეული. და კუალად იყოს
წარსატყუენველ, ვითარცა ბელეკუნი, და, ვითარცა რკოჲ, ოდეს გამოვარდეს
ბუდისაგან მისისა, ტომ წმიდა იქმნეს, რომელნი დაადგინნეს მას შინა. |