1 |
აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.
|
1 |
განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ
შენ ზედა აღმობრწყინდა.
|
2 |
რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი
ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. |
2 |
აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს
უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს. |
3 |
ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე. |
3 |
და ვიდოდიან მეფნი ნათელსა შენსა და წარმართნი
ბრწყინვალებასა შენსა. |
4 |
ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და
შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით
მოიყვანენ. |
4 |
აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, და იხილენ
შეკრებულნი შვილნი შენნი. მოვიდნენ ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი
მჴართა ზედა აღებულ იქმნენ. |
5 |
მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და
გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი
შენთან მოვა. |
5 |
მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა, რამეთუ
გარდამოცვალოს შენდამი სიმდიდრე ზღჳსა, და წარმართთა და ერთა. |
6 |
უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას
კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის
სადიდებლებს გააცხადებენ. |
6 |
და მოვიდეს შენდა კოლტები აქლემთა, და დაგფარონ შენ
აქლემთა მადიამისათა და გეფარისათა, ყოველნი საბაჲთ მოვიდენ, მომღებელნი
ოქროჲსა, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა და ქვასა პატიოსანსა და
მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ. |
7 |
კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის
ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი
დიდების სახლს განვადიდებ. |
7 |
და ყოველნი ცხოვარნი კედარისანი შემოკრბენ შენდა, და
ვერძნი ნაბეოთისნი მოვიდენ შენდა, და შეიწირნენ შეწყნარებულნი
მსხუერპლისაცავსა ზედა ჩემსა, და სახლი სალოცველისა ჩემისა იდიდოს. |
8 |
ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი
სამტრედისკენ? |
8 |
ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი, ფრინვენ და,
ვითარცა ტრედნი, მართუეთა თანა ჩემდა მომართ არს სიონ. |
9 |
რადგან მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები
სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და
ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის,
რადგან მან განგადიდა შენ. |
9 |
მე ჭალაკნი მელოდეს, და ნავნი თარშისანი პირველთა შორის
მოყვანებად შვილთა შენთა შორით, და ოქროსა და ვეცხლსა მათსა მათ თანა
სახელისათჳს უფლისა წმიდისათჳს ისრაილისა დიდებულ-ყოფად, |
10 |
ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი
დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით
შეგიბრალებ. |
10 |
და აღაშენნენ უცხოტომთა ზღუდენი შენნი, და მეფენი მათნი
წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც, და წყალობითა ჩემითა
შეგიყუარენ შენ. |
11 |
მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და
ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ. |
11 |
და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა
დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა, |
12 |
რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები
განადგურდებიან.
|
12 |
რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და
ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.
|
13 |
ლიბანის დიდება შენთან შოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა -
ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი
განვადიდო. |
13 |
და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და
ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა
ჩემთა ვადიდო. |
14 |
ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების
შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ
საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა. |
14 |
და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და
განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა
შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ,
წმიდისა ისრაილისა, |
15 |
ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც
არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში. |
15 |
ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო
შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა, |
16 |
ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით
გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და
გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. |
16 |
და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა
შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და
გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა. |
17 |
სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად
მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას.
შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად - სიმართლეს. |
17 |
და რვალისა წილ მოგართვან შენ ოქროჲ, ხოლო რკინისა წილ
მოგართუან ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართვან რვალი, ხოლო ქვისა წილ რკინაჲ
და მივსცნე მთავარნი შენნი მშჳდობით და ზედამხედველნი შენნი სიმართლით. |
18 |
აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა
- შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებეღას - შენს
კარიბჭეებს. |
18 |
და არა ისმეს ქუეყანასა შინა შენსა უსამართლოებაჲ, არცა
შემუსრვაჲ, არცა საარებაჲ საზღუართა შორის შენთა, არამედ ეწოდოს
მაცხოვარება ზღუდეთა შენთა და ბჭეთა შენთა წახნაგებულ. |
19 |
დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის
ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი
- შენს დიდებად. |
19 |
და არა იყოს შენდა მზე ნათლად დღისა, არცა აღმოსავალი
მთოვარისაჲ განგინათლებდეს შენ ღამესა, არამედ იყოს შენდა უფალი-ნათელ
საუკუნე და ღმერთი - დიდება შენდა, |
20 |
აღარ ჩაესვენება შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაცხრება,
რადგან უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი გლოვის დღეები დასრულდება. |
20 |
რამეთუ არა დაჰჴდეს მზე შენი, და მთოვარე შენი არა
მოაკლდეს; რამეთუ იყოს შენდა უფალი ნათელ საუკუნე, და აღესრულნენ დღენი
გლოისა შენისანი. |
21 |
შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ
დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა
იდიდოს. |
21 |
და ერი შენი ყოველი მართალ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ
საუკუნოდ, და მცველი ნერგსა საქმესა ჴელთა მისთასა სადიდებელად. |
22 |
მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი - ძლიერ ხალხად.
მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას. |
22 |
შემცირებული იყოს ათასეულად და კნინი ნათესავად დიდად.
მე, უფალმან, ჟამად-ჟამად შევკრიბნე იგინი. |