1 |
სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის
სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების
გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.
|
1 |
სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა
მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა
ახილვასა,
|
2 |
გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა,
სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა; |
2 |
წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა,
ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა, |
3 |
დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი
ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი -
მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო
ნერგი, რომ იდიდონ. |
3 |
მიცემად მგლოვარეთა სიონი დიდებად, ნაცრისა წილ საცხებელი
შუებისაჲ მგლოვარეთა, სამკაული დიდებისაჲ სულისა წილ მოწყინებისა, და
იწოდნენ: ნათესავებ სიმართლისა, დანერგულ უფლისა სადიდებელად. |
4 |
ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ
უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში
უკაცრიელთ. |
4 |
და აღაშენენ ოჴერნი საუკუნითგანნი, მოოჴრებულნი პირველად.
აღადგენდენ და განაახლებდენ ქალაქთა ოჴერთა, მოოჴრებულთა ნათესავითგან
ნათესავადმდე. |
5 |
დადგებიან უცხონი და დამწყესავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა
შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. |
5 |
და მოვიდენ უცხონათესავნი, მმწყსელნი ცხოვართა შენთანი,
და უცხოტომნი მჴნველნი და ვენაჴისმოქმედნი. |
6 |
თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი
ღვთის მსახურნი დაგერქმეგათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა
თქვენზე. |
6 |
ხოლო თქუენ მღდელ უფლისა გეწოდოს, და მელიტანიე ღმრთისა
ჩუენისა გეწოდოს თქუენ, ძალსა წარმართთასა შჭამდეთ, და სიმდიდრესა მათსა
ზედა საკჳრველ იყვნეთ. |
7 |
სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების
ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს
დაიმკვიდრებვნ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ. |
7 |
ნაცვლად სირცხჳლისა თქუენისა მრჩობლი სიხარული და ნაცვლად
პატივისა თქუენისა მხიარულებაჲ, ესრეთ მეორედ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და
სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, |
8 |
რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა
და უკეთურება, სიყვარულით მივაგებ მათ საზღაურს და საუკუნო აღთქმას
დავუდებ. |
8 |
რამეთუ მე ვარ უფალი, მოყუარე სიმართლისაჲ და მოძულე
ნატაცებთა სიცრუისაგანთაჲ, და მივსცე შრომაჲ მათი მართალთა, და აღთქმაჲ
საუკუნოჲ აღუთქუა მათ. |
9 |
განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს
შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული
თესლია. |
9 |
და საცნაურ იყოს წარმართთა შორის თესლი მათი და
ნაშვისნაშობნი მათნი საშუალ ერთა, ყოველნი მხილველნი მათნი იცნობდეს მათ,
ვითარმედ ესე არიან თვსლნი კურთხეულნი ღმრთისა მიერ და შუებით იშუებდენ
უფლისა მიმართ. |
10 |
ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში,
რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე
იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით. |
10 |
იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე
სამოსელი საცხოვარებისაჲ და კუართი მხიარულებისაჲ, ვითარცა სიძესა,
გარემომდვა მიტრაჲ და, ვითარცა სძალი, შემამკო მე სამკაულითა. |
11 |
რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი
ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და
სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე. |
11 |
და ვითარცა ქვეყანა, აღმაორძინებელი ყუავილსა მისსა, და
ვითარცა მტილი განამორჩებნ რაჲ თესლთა მისთა, ეგრეთ აღმოაცენებს უფალი
სიმართლესა და სიხარულსა წინაშე ყოველთა წარმართთასა. |