1 |
ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის
თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ,
სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!
|
1 |
ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო?
ესე შუენიერ სამოსლის თანა მისისა, მაიძულებელ ძალისა მიერ; მე სიტყჳს-ვმგებლობ
სიმართლესა და მსჯავრსა მაცხოვარებისასა.
|
2 |
რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით? |
2 |
რაჲსათჳს შენნი მეწამულ შესამოსელნი და საბლარდნელნი შენნი, ვითარცა წნეხისაგან
საწნეხლისა, სავსედ დათრგუნვილისა, |
3 |
მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო
ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და
მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი. |
3 |
საწნეხელი დავთრგუნე მარტომან, და ნათესავთაგანი არა არს
მამაკაცი ჩემ თანა და დავთრგუნენ იგინი გულისწყრომისა მიერ, და დავფქვენ
იგინი, ვითარცა ქუეყანა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ და
შეისვარა სამოსელი ჩემი, |
4 |
რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა
წელიწადი დამდგარია. |
4 |
რამეთუ დღე მისაგებელისა მოიწია მათ ზედა, და წელიწადი
გამოჴსნისა წარმოდგა. |
5 |
მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო
მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე. |
5 |
და მე ვიხილე, და არა იყო შემწე, და განვიცადე და არა ვინ
თანაიღუწიდა, და გამოიჴსნნა იგინი მკლავმან ჩემმან, და გულისწყრომა ჩემი
ეწია. |
6 |
დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი
რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი. |
6 |
და დავთრგუნენ იგინი რისხვითა ჩემითა, და შთავიყვანე
სისხლი მათი ქუეყანად მიმართ. |
7 |
მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა
წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის,
ისრაელის სახლისადმი რომ მოიმოქმედა თავისი სიბრალულით და დიდი სიყვარულით. |
7 |
წყალობა უფლისაჲ მოვიჴსენე, სათნოებანი უფლისანი ყოველთა
შინა, რომელ მომაგებს ჩუენ. უფალი, მსაჯულ სახიერ სახლისა ისრაილისა,
მოაწევს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა და სიმრავლისაებრ სიმართლისა
მისისა. |
8 |
თქვა: ჩემი ხალხია ისინი, შვილებია, არ ცრუობენ, და
მოევლინა მათ მხსნელად. |
8 |
და თქუა: არა ერი ჩემი არსა შვილებ? არა უარ იქმნენ, და
ექმნა მათ მაცხოვარება |
9 |
ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის
ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში
აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან. |
9 |
ყოვლისაგან ჭირისა მათისა; არცა მოციქულმან, არცა
ანგელოზმან, არამედ თჳთ უფალმან აცხოვნნა იგინი სიყუარულისათჳს მათისა და
რიდებისა მათისა, თჳთ მან იჴსნნა იგინი და აღიხუნა იგინი და აღამაღლნა
იგინი ყოველთა დღეთა საუკუნოჲსათა. |
10 |
მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც
მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა. |
10 |
ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს და განაძჳნეს სული წმიდაჲ მისი,
და გარდაექცა მათ უფალი მტერად და იგი ებრძოლა მათ. |
11 |
მაშინ გაიხსენა მოსეს ძველი დღეები მისმა ხალხმა: სად არის მათი ამომყვანი ზღვიდან
თავისი ფარის მწყემსთან ერთად? სად არის თავისი წმიდა სულის ჩამდგმელი მათ წიაღში,
|
11 |
და მოიჴსენა დღეთა საუკუნეთა. სადა არს მოსე და ერი მისი? სადა არს, რომელმან
აღმოიყვანა ქუეყანისაგან მწყემსი ცხოვართა თჳსთა? სადა არს, რომელმან დადვა მათ
შორის სული წმიდაჲ?
|
12 |
წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით?
გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად? |
12 |
რომელმან აღმოიყვანა მარჯუენითა მოსე, მკლავმან დიდებისა
მისისამან, ესრეთ მოიყვანე ერი შენი. განძლიერდა წყალი პირისპირ მისსა,
ქმნად თავისა თჳსისა სახელსა საუკუნესა. |
13 |
მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს
ცხენებივით? |
13 |
განიყვანნა იგინი უგზოჲსა მიერ, ვითარცა ცხენი
უდაბნოსაგან, და არა დაშურეს. |
14 |
ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე
მიუძღვებოდი შენს ხალხს შენი დიდებული სახელის შესაქმნელად. |
14 |
და ვითარცა საცხოვარი ველისაგან, შთამოვიდა სული უფლისა
მიერ და გზა-უყო მათ. ესრეთ განიყვანე ერი შენი, ყოფად იგი სახელად
დიდებისა. |
15 |
გადმოიხედე ციდან და იხილე შენი წმიდა და დიდებული
სამყოფელიდან: სად არის შენი შური და ძლიერება? შენი გულისწუხილი და
სიბრალული შემწყდარია ჩემს მიმართ. |
15 |
მოიქეც ცით გამო, და იხილე სახლით გამო წმიდით შენით და
დიდებით. სადა არს შური შენი და ძალი შენი, სადა არს სიმრავლე წყალობისა
შენისა და შემწყნარებელობათა შენთა, რამეთუ თავს-მისხენ ჩვენ? |
16 |
შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი
თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ; შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. ჩვენი
გამომსყიდველია შენი სახელი უკუნითიდან. |
16 |
რამეთუ შენ ხარ მამა ჩუენი, რამეთუ აბრაჰამმან არა მიცნა
ჩუენ, და არცა ისრაილ შემისწავლნა ჩუენ, არამედ შენ, უფალო მამაო ჩუენო,
მიჴსნენ ჩუენ, დასაბამითგან სახელი შენი ჩვენ ზედა არს. |
17 |
რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის
გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი
სამკვიდროს შტოთა გულისათვის! |
17 |
რაჲსა შემაცთუნენ ჩუენ, უფალო, გზისაგან შენისა,
განაფიცხენ გულნი ჩუენნი არშეშინებად შენგან, მოიქეც მონათა შენთათჳს და
ნათესავისათჳს სამკჳდრებელისა შენისა. |
18 |
მცირეხანს ეპყრა შენს წმიდა ხალხს, ჩვენმა მტრებმა
გათელეს შენი საწმიდათი. |
18 |
რომელთა მცირედ დავიმკჳდროთ მთისა წმიდისა შენისა.
წინააღმდგომთა ჩუენთა შეგუაიწრეს ჩუენ და დათრგუნეს სიწმიდე შენი. |
19 |
ისე ვართ, თითქოს არ გეხელმწიფოს ჩვენზე უკუნითიდან,
თითქოს ზედ არ გვეწეროს შენი სახელი! |
19 |
ვიქმნენით ვითარცა დასაბამსა, ოდეს არა გუმთავრობდ ჩუენ,
არცა იწოდა სახელი შენი ჩვენ ზედა. |