1 |
იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ყუზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე
და ფეკახ რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს.
|
1 |
და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა,
აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა,
იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.
|
2 |
ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ
შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში
ქარისაგან. |
2 |
და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა:
შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა
მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ. |
3 |
უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი
შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა
მინდვრის გზაზე, |
3 |
და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად
აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა
აგარაკისა მმურკნველისასა. |
4 |
და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ
შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და
რემალიას ძის სიბრაზე. |
4 |
და არქუ მას: დაიცევ დაწყნარებულად და ნუ გეშინინ, ნუცა
მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა, რამეთუ
ოდეს რისხვა გულისწყრომისა ჩემისა იქმნეს, კუალად განეკურნო და ძემან
არამისმან და ძემან რომაელისმან. |
5 |
რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და
რემალიას ძე და თქვეს: |
5 |
განიზრახეს განზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, მეტყუელთა: |
6 |
გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ
ტაბეალის ძე. |
6 |
აღვიდეთ იუდეად და შეზრახებულთა მათთა მოვაქცინეთ იგინი
ჩუენდამო და მეფე მათდა ვყოთ ძე ტაბავეელისი. |
7 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება! |
7 |
ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს განზრახვაჲ ესე,
არცა იყოს; |
8 |
რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი.
კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი. |
8 |
არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა -
რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი
ერისაგან. |
9 |
ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიას ძე.
თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ. |
9 |
და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე
რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ. |
10 |
კვლავ უთხრა უფალმა ახაზს: |
10 |
და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან: |
11 |
მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა
ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან. |
11 |
ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა
შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ. |
12 |
უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს. |
12 |
და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი. |
13 |
უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის,
რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? |
13 |
და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ
მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა? |
14 |
ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და
უწოდებს საბელად ემანუელს.
|
14 |
ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს
ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.
|
15 |
ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას
და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. |
15 |
ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ
წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი; |
16 |
მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და
სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო
განუდექი. |
16 |
რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა
ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი და დაშთომილ იქმნეს
ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა. |
17 |
ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი
მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან -
მოგივლენს აშურის მეფეს. |
17 |
არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და
სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან,
რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა. |
18 |
იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის
ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან. |
18 |
და იყოს მას დდესა შინა: მოუწოდს უფალი მწერთა, რომელნი
უფლებენ კვრძოსა ზედა მდინარისა ეგჳპტისასა, და ფუტკარსა, რომელ არს
სოფელსა ასსურასტანელთასა. |
19 |
მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა
ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს. |
19 |
და შევიდენ და განისუენონ ყოველთა ჴევნებთა შინა
სოფლისათა და ნაპრალებსა შორის კლდეთასა და ქუაბთა შინა და ყოველთა
დანახეთქთა და ქუეშე ყოველსა ხესა. |
20 |
იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან
ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც
მოკვეცავს. |
20 |
მას დღესა შინა აყჳნვიოს უფალმან საყჳნველთა დიდთა და
განმწმედელთა წიაღ კერძო მდინარესა მეფისა ასურასტანელთასა, თავი და თმანი
ფერჴთანი და წუერი მოუღოს. |
21 |
იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს. |
21 |
და იყოს მას დღესა შინა: განზარდოს კაცმან დიაკეული
ზროხათა და ორნი ცხოვარნი. |
22 |
რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი
და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი. |
22 |
და იყოს სავსედ ქმნისაგან სძისა, ერბოსა და თაფლსა ჭამდეს
ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა. |
23 |
იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი
ათასი ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, ჯაგნარად და ეკალ-ნარად გადაიქცევა. |
23 |
და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადაცა, უკეთუ
იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასთა სიკილათანი, კორდად იყვნენ და ეკლად. |
24 |
მშვილდ-ისრებით შემოვლენ იქ, რადგან მთელი ქვეყანა
ჯაგნარად და ეკალ-ნარად იქნება გადაქცეული. |
24 |
ისრებისა თანა და მშჳლდისა შევიდენ მუნ, რამეთუ კორდ და
ეკლებ იყოს ყოველი ქუეყანა: |
25 |
ვერცერთ მთაზე, რომელიც თოხით ითოხნებოდა, ვერ მიხვალ
ჯაგნარისა და ეკალ-ნარის შიშით; ხარების გასარეკი და ცხვრების გასათელი
გახდება იგი. |
25 |
და ყოველი მთა მოჴნვით მოიჴნას, და არა ზედა მივიდეს მუნ
შიში, რამეთუ იყოს სიკორდისაგან და ეკლისა საძოვარ ცხოვრისა და
დასათრგუნველ ზროხისა. |