1 |
მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე
საძარცვად.
|
1 |
და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და
დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ
მოწევნულ არს.
|
2 |
ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია
ბარაქიას ძე. |
2 |
და მოწამე მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი: ურია მღდელი და
ზაქარია, ძე ბარაქიასი. |
3 |
დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი.
მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ,
ისწრაფე საძარცვავად). |
3 |
და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო
და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად
წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ |
4 |
რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და
დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ. |
4 |
მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ
დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა
ასსურასტანელთასა. |
5 |
კიდევ მელაპარაკა უფალი და ასე მითხრა: |
5 |
და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა: |
6 |
რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის
რეცინს და რემალიას ძეს, |
6 |
არნდომისათჳს ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ,
არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ
ზედა. |
7 |
ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ
წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და
გადაიღვრება ნაპირებზე. |
7 |
ამისთჳს, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა
მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა. |
8 |
შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე
ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ! |
8 |
და მოსპოს იუდეაჲსაგან კაცი, რომელი შემძლებელ იყოს
აღებად თავისა, ანუ ძალ-ედვას სრულ-ყოფად რაჲმე; და იყოს ბანაკი მისი ვიდრე
აღვსებამდე სივრცესა სოფლისა შენისასა. |
9 |
დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი
ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! |
9 |
ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ,
ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით,
რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით. |
10 |
ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება,
რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი) |
10 |
და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და
სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი
ღმერთი არს. |
11 |
რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და
გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით. |
11 |
ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა
ამის მეტყუელისაჲ. |
12 |
ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი
შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ. |
12 |
ნუ სადა თქუნენ ფიცხელნი, რამეთუ ყოველი, რომელიცა თქუას
ერმან ამან, ფიცხელ არს, ხოლო შიში მათი არ შეიშინოთ, არცა არ შეშფოთნეთ. |
13 |
მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.
|
13 |
ხოლო უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ
მისდამი მოსავ იყო,
|
14 |
ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და
წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის
მკვიდრისათვის. |
14 |
იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა
შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო
სახლნი იაკობისნი - მახეთა
შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა. |
15 |
ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან,
გაებმებიან და გაიხლართებიან. |
15 |
ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და
შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა. |
16 |
შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში. |
16 |
მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად. |
17 |
მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან,
და ვესავ მას. |
17 |
და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი
თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი. |
18 |
აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და
სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული. |
18 |
აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ
სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა,
რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა. |
19 |
თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ
ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა
მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო? |
19 |
და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და
ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა
ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა? |
20 |
მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის
მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი. |
20 |
რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა
ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს. |
21 |
ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა,
გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს. |
21 |
და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა
მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ
ზეცად მიმართ ზე. |
22 |
მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს
- წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება. |
22 |
და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება
იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს
იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე. |
23 |
მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც
წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე
უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა
გალილეას. |
|
|