ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
და ესთერცა დედოფალი შეევედრა უფალსა ღვაწლითა სიკუდილისათა შეძრწუნებული. |
||
2 | და განიძარცვა სამოსელი დიდებისა მისისა თავისაგან მისისა და ყოველი სამკაული წარჩინებულებისა თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იწროებისა და გლოვისა, და დიდად წარჩინებულთა სუნელთა წილ ნაცარი და სკორე გარდაისხა თავსა თჳსსა, და ჴორცნი თჳსნი დაიმდაბლა ფრიად და ყოველი ადგილი სიხარულისა მისისა აღავსო თხზულითა მით თმითა მისისათა | ||
3 | და ევედრებოდა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ისრაჱლისასა და იტყოდა: უფალო ღმერთო ჩუენო და მეუფეო ჩუენო, შენ ხარ ღმერთი მხოლო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. შემეწიე მე, მდაბალსა ამას მარტოსა, რომელსა არავინ მაქუს შემწე შენსა გარეშე, | ||
4 | რამეთუ ჭირი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს. | ||
5 | მე მასმიეს, უფალო, ნათესავისაგან მამათა ჩემთასა მამულთაგან წიგნთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან იჴსენ სხვათაგან თესლთა, რომელნი განიყოფდენ მათ სამკჳდრებელად, და ყავ მათ თანა, რაოდენსაცა იტყოდე. და აწ ვსცოდეთ წინაშე შენსა და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა ჩუენთასა | ||
6 | |||
7 | ამისთჳს, რამეთუ ვადიდენით კერპნი მათნი. მართალ ხარ შენ, უფალო! | ||
8 | და აწ ვერა სარგებელ გუეყუნეს ჟამსა განმწარებულად კირთებისა ჩუენისასა, არამედ დაასხნეს ჴელნი მათნი ჴელთა მტერთა მათთასა, | ||
9 | რათა აღიღონ ბრძანებული პირისა შენისა. და გარყვნენ სამკჳდრებელი შენი და დაუყონ პირი მაქებელთა შენთა. და დაშრიტონ დიდებაჲ სახელისა შენისა და საკურთხევლისა შენისა. | ||
10 | და აღაღონ პირი წარმართთა სათნო-ყოფად ამაოთა და საკჳრველყოფად მეფე ჴორციელსა სწორად საუკუნოჲსა მის. | ||
11 |
და ნუ მისცემ, უფალო, სამკჳდრებელსა შენსა, რომელნი-იგი არა არიან ღმერთ. და ნუცა მეცინიედ ჩუენ დაცემასა ჩუენსა, არამედ მიაქციე ზრახვანი მათნი მათთავე და რომელმან ესე ყო ჩუენ ზედა, განაოტე. |
||
12 | მოიჴსენე წყალობა შენი, უფალო, და გამოგჳჩნდი და გამოგჳცხადე ჩუენ ჟამსა ჭირისა ჩუენისასა. და ნუმცა მოვისრვით ჩუენ და მე კადნიერ მქმენ, მეუფეო ღმერთთაო და ყოვლისა მთავრობისა მპყრობელო, | ||
13 | მოეც სიტყუაჲ მარჯუჱ პირსა ჩემსა და მოეც მადლი სიტყუათა ჩემთა წინაშე ლომისა ამის და გარდააქციე გული მისი სიძულილად მბრძოლისა ამის ჩუენისა აღსასრულად მის თანა შეთქმულთა მისთა. | ||
14 | ხოლო ჩუენ მიჴსნენ ჴელითა შენითა მტკიცითა და შემეწიე მე, მარტოსა, რომელსა არა მაქუს შემწე, არამედ შენ მხოლო, უფალო! | ||
15 | უფალო, შენ ყოველნი იცნი და უწყი, რამეთუ მძაგს საწოლი წინადაუცვეთელისა და მძულს დიდებაჲ უსჯულოჲსა. | ||
16 | შენ იცი უნებელი ჩემი, რამეთუ მძაგს სახე ამპარტავანებისა. და აწ, უფალო, შენ ხარ ძლიერი ყოველთა ზედა, შეისმინე ჴმაჲ განწირულთა ღა მიჴსენ მე ჴელთაგან ბოროტისა! | ||
17 | რომელმან არა ვჭამე ამანისა თანა და მეფისა სუმასა ზედა არა განვიხარე. და არცა ვსვი ღჳნო ნაზორევისაგან... | ||
18 | და მჴევალი შენი მარადის არა განვსცხრებოდი მათ თანა, არამედ მხოლოდ შენ ღმერთსა ჩემსა ზედა ვიხარებდი... | ||
19 | ღმერთო, ყოველთა ზედა ძლიერო. ვისმინე ჴმისა მათისა, რომელთა არა აქუს სასოება სხვა. ჩვენ გვიჴსენ ჴელთაგან ბოროტთასა. და მე შიშისა ჩემისაგან გამომიჴსენ.. |