ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
და ჰრქუა მას: ამცენ და ეტყოდე, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს მას ერისა ჩუენისათჳს. |
||
2 | მოიჴსენენ დღენი იგი სიმდაბლისა შენისანი, რომელთა შინა აღიზარდე ჴელითა ჩემითა, რამეთუ ამან, რომელი შემდგომობს მეფისა, ეტყოდა მეფესა ჩუენთჳს მოსიკუდიდ ჩუენდა. | ||
3 | აწ ევედრე უფალსა და ეტყოდე ჩუენთჳს მეფესა, მიჴსნენ ჩუენ სიკუდილისაგან. | ||
4 | დღესა მესამესა დასცხრა იგი ლოცვისაგან და განიძარცვა სამოსელი სიმდაბლისა და შეიმოსა სამოსელი დიდებისა. და იქმნა იგი განშვენებულ ფრიად. | ||
5 | და ხადა სახელსა ყოველთა მცნობელთასა, ღმერთსა მაცხოვარსა, და წარიყვანა მის თანა ორნი შიმუნვარნი. | ||
6 | ერთსა მას მისდევდა და ჴელი დაეყრდნა, | ||
7 | და მეორე იგი აღუმცირებდა სამოსელსა მისსა, ხოლო იგი მეწამულ იყო შვენიერებითა სიკეთისა მისისათა და პირი მისი მხიარულ იყო, | ||
8 | ხოლო გული მისი შეძრწუნებულ იყო. | ||
9 | და განვლნა ყოველნი კარნი სამეფოსანი და დადგა წინაშე ასვირეოსის მეფისა; ხოლო იგი ჯდა საყდარსა ზედა სამეუფოსა მისსა და ყოველი სამოსელი წარჩინებული ემოსა ოქროჲთა ქსოვილი და ანთრაკი პატიოსანი. | ||
10 | და აღიპყრა პირი მისი განჴურვებული დიდებითა და მიჰხედნა გულისწყრომითა მისითა; და შეეშინა დედოფალსა და ექცა ფერი პირისა მისისა. და დაიჴსნეს ძარღუნი, დაიფარა პირი თჳსი მჴევლისა ზურგითა. | ||
11 |
ხოლო ღმერთმან და უფალმან ყოვლისა დამბადებელმან რისხვა იგი მეფისა წყალობად გარდააქცია და ცვალა გულისწყრომა მისი მშჳდობად. და ნუგეშინის-სცემდა მას სიტყჳთა მშჳდობისათა და ეტყოდა მას: |
||
12 | რაჲ არს, ესთერ დედოფალო? მე ვარ ძმა შენი, ნუ გეშინინ. | ||
13 | არა მოჰკვდე, რამეთუ ზოგადთა არს ბრძანება ჩუენი და არა შენდა მიმართ, აჰა ესერა, კვერთხი ჴელთა შენთა. | ||
14 | და აღიღო კვერთხი იგი ოქროჲსა და დასდვა ქედსა მისსა და ამბორსუყოფდა მას. | ||
15 | და ჰრქუა: მეტყოდე მე, დედოფალო. | ||
16 | და ჰრქუა მას ესთერ: გიხილე შენ, უფალო ჩემო, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ და შემიძრწუნდა გული ჩემი შიშითა დიდებისა გულისწყრომისა შენისათა, | ||
17 | რამეთუ პირი შენი მადლითა სავსე არს. | ||
18 | და ამას რაჲ იტყოდა იგი, ფერი პირისა მისისა გარდაეცვალა ყვითლად. და ესე იყო ღვაწლისაგან შიშისა მისისა და აღივსო პირი მისი ოფლითა, რაჟამს ეტყოდა იგი ამას, დაჴსნდა და მოაკლდა. | ||
19 | და მეფე ასჳრეოს შეძრწუნებულ იყო ფრიად და ყოველნი მსახურნი მისნი. |