ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეწვივნენ მეფე და ჰამანი სანადიმოდ ესთერ დედოფალს. |
1 |
წარვიდა და ინაჴ-იდგა ჟამსა მეფისა და ესთერს თანა, ვითარცა მოვიდოდა. და იყო სუმა. |
2 | უთხრა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინის სმის დროს: რა გაქვს სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცმა. რა გაქვს სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება. | 2 | და ჰრქუა მეფემან ესთერს მეორესაცა დღესა მის სუმისასა: რაჲ არს, ესთერ დედოფალო, ურვა შენი? ანუ რაჲ არს თხოვა შენი? ანუ რასათჳს არს ვედრება შენი? და გეყოს შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა. ხოლო ესთერ ღვაწლსა შინა იყო და ვერ იკადრებდა თხრობად, რამეთუ მოსაჯული მისი წინაშე თუალთა მისთა იყო. და ღმერთმან მისცა მას კადნიერება ვედრებით, რომელი-იგი ხადოდა მას |
3 | თქვა პასუხად ესთერ დედოფალმა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, მეფევ, და თუ ინებებს მეფე, მომეცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში. | 3 | მიუგო და ჰრქუა მეფესა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა. და უკუეთუ ჯერ-უჩნდეს, კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, მოემადლენ სული ჩემი სისხლთა, და სიტყუაჲ ჩემი ვედრებასა, და ერი ჩემი თხოვასა ჩემსა, და ნათესავი ჩემი ცხორებასა ჩემსა, |
4 | რადგან გაყიდული ვართ მე და ჩემი ერი დასაღუპად, ამოსაწყვეტად და მოსასპობად. მონებად და მხევლებად რომ გავყიდულიყავით, დავიდუმებდი, მაგრამ მტერი ვერ აანაზღაურებს მეფის ზარალს. | 4 | რამეთუ განვიფრდენით მე და ერი ჩემი წარწყმედულად. და ჩჩჳლნი მათნი აღსაჭრელად და ჭაბუკნი მათნი მონებად და ცოლნი მათნი მჴევლებად. და ვერ ვიკადრე თხრობად, რათა არა შევაწუხო უფალი ჩემი მეფე და არა ვისმინე, რამეთუ იქმნა განვრდომილ ბოროტისმყოფელი ჩემი, რამეთუ არა ღირს არს მსმენელი ეზოსა მეფისასა |
5 | თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა ესთერ დედოფალს: ვინ არის იგი და სად არის, ვინც გაბედა ეს საქმე? | 5 | და განრისხნა მეფე და თქუა: ვინ არს, რომელმან იკადრა საქმე ეგე ყოფად და აღდგა დამდაბლებად, ვითარმცა თანაწარჴდა შიშსა შენსა? |
6 | თქვა ესთერმა: ორგული კაცია ეს ბოროტი ჰამანი. შედრკა ჰამანი მეფისა და დედოფლის წინაშე. | 6 | და თქუა ესთერ: კაცმან მტერმან ამან, მეგობარმან შენმან, მტყუარმან და უკეთურმან მაგან. ხოლო ამან შეძრწუნებულ იყო სიტყუათა მათ ზედა მეფისა და დედოფლისათა. და გული განუწყრა მეფესა. |
7 | ადგა მეფე ნადიმიდან განრისხებული და გავიდა სასახლის ბაღში. ხოლო ჰამანი დარჩა, რათა პატიება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისგან, რადგან ხედავდა, რომ ავი ხვედრი ელოდა მეფისგან. | 7 | და ზე ახლდნა სმისაგან, განვიდა მტილად. ხოლო ამანს შეეშინა და შეუვრდა ფერჴთა დედოფლისათა. და დავარდა ცხედარსა მისსა ზედა. და ევედრებთდა დედოფალსა, რამეთუ ჰხედვიდა თავსა თჳსსა ბოროტსა შინა. |
8 | როცა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში დაბრუნდა მეფე, დამხობილი დახვდა ჰამანი საწოლზე, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: დედოფალზეც რომ ძალადობს ჩემთან სახლში! სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და დაუფარეს სახე ჰამანს. | 8 | ხოლო მეფემან მოაქცია მიერ მტილით სასმურადვე და იხილა ამან ცხედარსა ზედა დავრდომილი და ევედრებოდა დედოფალსა. ჰრქუა მეფემან: ვერ კმა-გეყოა შენ შეცოდება მეფისა, არამედ ცოლსაცა ჩემსა ჰმძლავრებ ჩემ წინაშე სახლსა შინა ჩემსა? ამანს რაჲ ესმა ესე; ჰრცხვენა პირსა წინაშე |
9 | თქვა ხარბონამ, საჭურისთაგანმა, მეფის კარისკაცმა: აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მარდოქაის, მეფეზე კარგის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთაა სიმაღლით. თქვა მეფემ: მასზე ჩამოაღრჩვეთ. | 9 | და თქუა ბუგათან, ერთმან მონათგანმან მისმან, საჭურისმან: აჰა, ძელი ეზოსა შინა მისსა, რომელი მომზადა ამან ერგასის წყრთა, რამეთუ მოეკვეთა იგი, რათა აღაგოს მარდოქე, რომელი იტყოდა მეფისათჳს კეთილსა. და თქუა მეფემან: დამოჰკიდეთ იგი მას! |
10 | ჩამოაღრჩვეს ჰამანი იმ ძელზე, მარდოქაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული, და დაცხრა მეფის რისხვა. | 10 | და მოაბეს ამან მასვე ძელსა, რომელიცა მზა-ეყო მარდოქესთჳს. და მიაქცია ღმერთმან ზრახვა მისი მისავე და სახლსა ზედა მისსა. და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელისაგან მისისა და დაბეჭდეს ყოველსა საცხორებელსა ამანისასა. და მაშინ დასცხრა მეფე გულისწყრომისა მისისაგან. |