1 |
ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი
მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.
|
1 |
და იქმნა ოცდამეათესა წელსა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, და მე ვიყავ
საშუალ ტყუეობისა მდინარესა ზედა ქობარისასა; და განეხუნეს ცანი, და ვიხილე ხილვაჲ
ღმრთისაჲ;
|
2 |
თვის მეხუთე დღეს - ეს იყო მეხუთე წელი მეფე იოაქინის
ტყვეობისა - |
2 |
ხუთსა თთჳსასა; ესე წელიწადი მეხუთე ტყუეობისა იოაკიმ
მეფისაჲ |
3 |
გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს,
ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი. |
3 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ეზეკიელის მიმართ, და ძისა ვუზისსა, მღდელისა, ქუეყანასა
შინა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა, და იქმნა მუნ ჩემ ზედა ჴელი
უფლისაჲ. |
4 |
და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი
ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც
კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი. |
4 |
და ვიხილე, და, აჰა, სული აღმღებელი მოვიდოდა ჩრდილოთ და
ღრუბელი დიდი მას ზედა და ნათელი გარემოჲს მისსა, და ცეცხლი ელვარე; და
საშუალ მისსა, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, საშუალ ცეცხლისა, და ნათელი მის
შორის. |
5 |
მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე
ჰქონდათ; |
5 |
და საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ, და ესე
ხილვაჲ მათი: მსგავსებაჲ კაცისა მათ ზედა; |
6 |
თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა; |
6 |
და ოთხნი პირნი ერთსა, და ოთხნი ფრთენი - ერთსა. |
7 |
ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით,
და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით, |
7 |
და წჳვნი მათნი მართლებ და ფრთოვნებ ფერჴნი მათნი და
ნაბერწყალნი, ვითარცა აელვებული რვალი, და სუბუქებ ფრთენი მათნი, |
8 |
ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს;
ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა. |
8 |
და ჴელი კაცისაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა, ოთხთა ზედა
კერძოთა მათთა, და პირნი მათნი |
9 |
მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ
ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა. |
9 |
და ფრთენი მათნი ოთხთანივე მახლობელად სხვაჲ სხვისად; და
პირნი მათნი არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, თითოეული მათგანი პირისპირ
პირისა თჳსისა ვიდოდა. |
10 |
მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა
მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს. |
10 |
და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ
მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ
ოთხთაჲვე ესრეთ არს-პირნი არიან ქმნულებისა მათისანი. |
11 |
მათი პირისახე და ფრთები ზემოთკენ იყო გაშლილი; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ
გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანი ჰქონდათ დაფარული.
|
11 |
და ფრთენი მათნი განპყრობილ ზენაჲთ ოთხთასა, თითოეულად ორნი შეუღლვილებ
ურთიერთას მიმართ და ორთა ზედდაჰბურვიდეს ზედა კერძო სხეულსა მათსა.
|
12 |
თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა; საითაც მიჰყავდა სულს, იქით
მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას. |
12 |
და თითოეული წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდა; სადაცა იყო სული მავალი, ვიდოდეს და არა
შეიქცეოდეს. |
13 |
ეს ცხოველები შესახედაობით გავარვარებულ მუგუზლებს ჰგვანდნენ; რაღაც ალივით
მიმოდიოდა ცხოველებს შორის, ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა
ცეცხლიდან. |
13 |
და საშუალ ცხოველთასა ხილვაჲ, ვითარცა ნაკუერცხალთა ცეცხლისათა მგზებარეთაჲ,
ვითარცა შესახედავი ლამპართა მმიმოობთაჲ საშუალ ცხოველთასა, და ნათელი ცეცხლისაჲ და
ცეცხლისაგან გამოვიდოდა ელვაჲ. |
14 |
ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან. |
14 |
და ცხოველნი რბიოდეს და მოიქცეოდეს მსწრაფლ, ვითარცა სახე ბეზეკისაჲ. |
15 |
ვუყურებ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე
ცხოველთა გვერდით, ოთხსავე მხარეს. |
15 |
და ვიხილე და, აჰა, ურმისთუალი ვრთი ქუეყანასა ზედა, მახლობელად ცხოველთა ოთხთა. და
სახე ურმისთუალთაჲ და ქმნილება მათი, ვითარცა სახე თარშისაჲ. |
16 |
იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები
და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში
ყოფილიყო ჩასმული. |
16 |
და მსგავსება ოთხთა შორის და ხედვაჲ მათი და საქმე მათი იყო, ვითარ-იგი იყვის
ურმისთუალი ურმისთუალსა შინა. |
17 |
მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ
ტრიალდებოდნენ. |
17 |
ოთხთა მიმართ კერძოთა მათთა ვიდოდეს, არ შეიქცეოდეს სლვასა შინა მათსა არცა ზურგნი
მათნი. |
18 |
ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო
ირგვლივ თვალებით იყო სავსე. |
18 |
და სიმაღლე იყო მათდა და საშინელ იყუნეს; და ვიხილენ იგინი და ზურგნი მათნი სავსე
თვალებითა მრგულივ ოთხთასავე. |
19 |
ცხოველთა მოძრაობისას ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ გვერდით;
როცა ცხოველები მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწევდნენ. |
19 |
და სლვასა მას ცხოველთასა ვიდოდეს ურმისთუალნიცა, მახლობელნი მათნი, და ამაღლებასა
ცხოველთასა ქუეყანით ამაღლდებოდეს ურმისთუალნიცა. |
20 |
საითკენაც სული გასწევდა, იქით მიდიოდნენ; სული გასწევდა
და ბორბლებიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული ედგა ბორბლებს. |
20 |
სადაცა იყვის ღრუბელი, მუნ მიიმართის სულმან სლვად; და ვიდოდეს ცხოველნი და
ურმისთუალნიცა ამაღლდებოდეს მათ თანა მით, რამეთუ სული ცხოველობისა იყო ურმისთუალთა
შორის. |
21 |
მათი მოძრაობისას ესენიც მოძრაობდნენ, მათი გაჩერებისას ესენიც ჩერდებოდნენ;
მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ სისწორეზე, რადგან ცხოველი სული ედგა
ბორბლებს.
|
21 |
და სლვასა მას ურმისთუალნიცა იგი ვლენან, და დადგომასა მას ცხოველთასა
ურმისთუალნიცა დადგიან, და ქუეყანით ამაღლებასა მათსა მათ თანავე ამაღლდიან, რამეთუ
სული ცხოველი იყო ურმისთუალთა თანა.
|
22 |
ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო,
გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე. |
22 |
მსგავსებაჲ ზეშთა თავისა მათ ცხოველთასა, ვითარცა სამყაროჲ, ვითარცა ხილვაჲ
ბრძოლისა საშინელისა, განმარტებულისაჲ ზეშთა თავისა მათისა ზედა კერძო. |
23 |
ცამყარს ქვემოთ მათი ფრთები უსწორდებოდნენ ერთმანეთს;
თითოეულს ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომელიც უფარავდა მათ სხეულს ერთ მხარეს და
მეორე მხარეს. |
23 |
და ქუეშე კერძო სამყაროსა ფრთენი მათნი განმარტებულებ, შეფრთეებულებ სხუაჲ სხჳსა;
და თითოეული ორნი შეუღლვილებ, ზედდამბურველნი სხეულთა მათთა. |
24 |
როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი
ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა
საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც. |
24 |
და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა შინა მათსა, ვითარცა ჴმაჲ წყლისა მრავლისაჲ,
ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისაჲ, სლვასა შინა მათსა ჴმაჲ სიტყჳსა, ვითარცა ჴმაჲ
ბანაკისაჲ, და დგომასა მათსა შინა დასცხრიან ფრთენი მათნი. |
25 |
გამოდიოდა ხმა ცამყარიდან, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული;
როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც. |
25 |
და, აჰა, ჴმაჲ ზეშთა ზენაკერძო სამყაროჲსა, რომელი იყო ზეშთა თავისა მათისა;
დგომასა შინა მათსა განიმარტებდეს ფრთენი მათნი; |
26 |
ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც
ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ
ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა. |
26 |
და ზეშთა ზენა სამყაროჲსა, ზეშთა თავისა მათისა, ვითარცა ხილვაჲ ქვისა საპფირისანი.
მსგავსებაჲ საყდრისა მის ზედა; და მსგავსებასა ზედა საყდრისასა მსგავსებაჲ, ვითარცა
სახესა კაცისასა მის ზედა ზენა. |
27 |
ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო
მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ
დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ. |
27 |
და ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ შინაგან მისსა,
მრგულივ, ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ზემდე და ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ქუემდე;
ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მრგულივ მისსა, |
28 |
როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე
ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და
პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა. |
28 |
ვითარცა ხილვა მშჳლდისაჲ, ოდეს იყოს ღრუბელსა შორის დღესა შინა წჳმისასა,
ეგრეთ ხილვაჲ ნათლისაჲ მრგულივ; |