1 |
ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც
საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ.
|
1 |
და ვიხილე და, აჰა, ზედაჲთ სამყაროსა, ზეშთა თავისა ქეროვიმთასა, ვითარცა ქვისა
საპფირონისა, მსგავსებაჲ სახესა საყდრისასა მათ ზედა.
|
2 |
უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, უთხრა: შემოდი ბორბლებს
შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის
მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ. |
2 |
და თქუა კაცისა მიმართ, მოსილისა სამოსლითა: შევედ საშუალ
ეტლისთუალთა, ქუეშე კერძოთა ქეროვიმთასა, და აღივსენ მჭელნი შენნი
ნაკუერცხლებითა ცეცხლისაჲთა საშუალისაგან ქეროვიმთასა და განაბნიე ქალაქსა
ზედა. და შევიდა წინაშე ჩემსა. |
3 |
ქერუბიმები სახლის მარჯვენა მხარეს იდგნენ, როცა შევიდა
კაცი და ღრუბელმა აავსო შიდა ეზო. |
3 |
და ქეროვიმნი დგეს მარჯუენით კერძო სახლისა, შე-რა-ვიდოდა კაცი იგი და ღრუბელი
აღავსებდა შინაგანსა ეზოსა. |
4 |
ასცილდა უფლის დიდება ქერუბიმებს და გაემართა სახლის
ზღურბლისკენ, და აივსო სახლი ღრუბლით, ეზო კი სავსე იყო უფლის დიდების
ნათებით. |
4 |
და ამაღლდა დიდება უფლისა ქეროვიმთაგან ურთავად მიმართ
სახლისა, და აღავსო ღრუბელმან სახლი, და ეზოჲ აღივსო ნათლითა დიდებისა
უფლისათა. |
5 |
ხმა ქერუბიმთა ფრთებისა გარეთა ეზომდე აღწევდა, როგორც
ხმა ყოვლადძლიერისა, როცა ლაპარაკობს იგი. |
5 |
და ჴმაჲ ფრთეებისა ქეროვიმთაჲსაჲ ისმოდა ვიდრე ეზოჲსა
გარეშისამდე, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისა, მეტყუელისაჲ. |
6 |
როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: აიღე ცეცხლი
ბორბლებს შორის, ქერუბიმთა შორისო, და ისიც შევიდა და ბორბალთან დადგა, |
6 |
და იყო, ამცნებდა რაჲ იგი კაცსა მას, მოსილსა სამოსლითა
წმიდითა, მეტყუელი: მიიღე ცეცხლი საშუალისაგან ეტლისთუალთაჲსა, შორისისაგან
ქეროვიმთაჲსა; და შევიდა და დადგა მახლობელად ეტლისთუალთასა. |
7 |
მაშინ, გაიწოდა ხელი ერთმა ქერუბიმმა ქერუბიმთაგან
ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმთა შორის იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით
შემოსილს. მანაც აიღო და გავიდა. |
7 |
და გამოყო ქეროვიმმან ჴელი თჳსი საშუალისაგან ქეროვიმთასა
საშუალ ცეცხლისა, რომელი იყო შორის ქეროვიმთაჲსა, და მოიღო და მისცა ჴელთა
შემოსილისათა სამოსლითა წმიდითა, და მიიღო და გამოვიდა. |
8 |
ადამიანის ხელისმაგვარი რამ უჩანდათ ქერუბიმებს
ფრთებქვეშ. |
8 |
და ვიხილენ ქეროვიმნი და მსგავსებაჲ ჴელთა კაცთასაჲ ქუეშე
კერძო ფრთეთა მათთასა. |
9 |
ვიხილე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბიმთა გვერდით: ერთი
ბორბალი ერთი ქერუბიმის გვერდით; თარშიშის ქვის მსგავსია ბორბლები. |
9 |
და ვიხილე და, აჰა, ოთხნი ეტლისთუალნი დგეს, მახლობელნი
ქეროვიმთანი; ეტლისთუალი ერთი, მოახლე ქეროვიმისა ერთისაჲ და შესახედავი
ეტლისთუალთაჲ, ვითარცა შესახედავი ქვისა ანთრაკისაჲ. |
10 |
შესახედაობით ერთმანეთის მსგავსია ოთხივე ბორბალი, თითქოს ბორბალი ბორბალში იყოს
ჩასმული. |
10 |
და შესახედავი მათი მსგავსებ ოთხთა შორის, ვითარსახედ
იყვის ეტლისთუალი საშუალ ეტლისთუალისა. |
11 |
სვლისას ოთხივე მხარეს მიდიოდნენ; სვლისას არ ტრიალებდნენ, რადგან იმ მიმართულებით
მიდიოდნენ, საითკენაც თავები ჰქონდათ მიქცეული. სვლისას არ ტრიალდებოდნენ. |
11 |
სლვასა შინა მათსა ოთხთა კერძოთა მიმართ ვიდოდეს იგინი,
არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, რამეთუ რომლისაცა მიმართ ადგილისა
მიიხილის დასაბამმან ერთმან, უკანა მისსა ვიდოდეს და არა მიიქცეოდეს სლვასა
შინა მათსა. |
12 |
მთელი მათი ტანი, მთელი მათი ზურგი, ყველა მათი ფრთა და ბორბლები ირგვლივ სავსე იყო
თვალებით, ბორბლები ოთხივე მათგანისა.
|
12 |
და ყოველი ჴორცი მათი და ზურგნი მათნი და ჴელნი მათნი და ფრთენი მათნი და
ეტლისთუალნი სავსე თუალებითა გარემოჲს ოთხთა ეტლისთუალთა მათთა.
|
13 |
როგორც ჩამესმა, ქუხილი ერქვათ ამ ბორბლებს. |
13 |
ხოლო ეტლისთუალთა ამათ ეწოდა გელგელ, მესმოდა რაჲ მე. |
14 |
თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთის სახე ქერუბინის სახე იყო, მეორის სახე ადამიანის
სახე იყო, მესამის სახე ლომის სახე იყო, მეოთხის სახე არწივის სახე იყო. |
14 |
და ოთხნი პირნი აქუნდეს თითოეულსა ცხოველთაგანსა. პირი
ერთი - პირი ქეროვიმისაჲ, და პირი მეორე - პირი კაცისაჲ, და მესამე - პირი
ლომისაჲ, და მეოთხე - პირი არწივისაჲ. |
15 |
აღიმართნენ ქერუბიმები; ესენი ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც მდინარე ქებარის
პირას ვიხილე. |
15 |
და აღიმაღლეს ქეროვიმთა ესე ცხოველი, რომელი ვიხილე
მდინარესა ზედა ქობარისასა. |
16 |
როცა დაიძრებოდნენ ქერუბიმები, ბორბლები მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ფრთებს
გაშლიდნენ ქერუბიმები მიწიდან ასაწევად, არ ტრიალდებოდნენ ბორბლები მათი გვერდიდან. |
16 |
და სლვასა თანა ქეროვიმთასა ვიდოდეს ეტლისთუალნი ესე,
მახლობელნი მათნი. და განმარტებასა თანა ქეროვიმთაგან ფრთეთა მათთასა
ამაღლებისათჳს ქუეყანით, არა მოიქცეოდეს ეტლისთუალნი მათნი, დაღათუ იგინი
მოახლეთაგან მათთა. |
17 |
დადგომისას ისინიც იდგნენ, აწევისას ისინიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი
სული იყო მათში. |
17 |
დგომასა შინა მათსა დგიან და აღმაღლებასა შინა მათსა
აღიმაღლებდეს მათ თანა მით, რამეთუ სული სიცოცხლისა იყო მათ თანა. |
18 |
გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს. |
18 |
და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და
აღვიდა ქეროვიმთა ზედა. |
19 |
გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან
ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან
და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ. |
19 |
და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და აღიმაღლეს
ქუეყანით წინაშე ჩემსა აღსლვასა თანა მათსა და ეტლისთუალთაცა მახლობელთა
მათთა და დადგეს წინა კართა ზედა ბჭისა სახლისა უფლისა პირისპირისასა; და
დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზენა, ზენაკერძო; |
20 |
ეს ის ცოცხალი არსებანი იყვნენ, რომლებიც ვიხილე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე
ქებარის პირას, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ. |
20 |
ესე ცხოველი არს, რომელი ვიხილე ქუეშე კერძო ღმრთისა
ისრაჱლისაჲსა მდინარესა ზედა ქობარისასა, და ვცან, ვითარმედ ქეროვიმისა
არს. |
21 |
თითოეულს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა და ოთხ-ოთხი ფრთა თითოეულს, და ადამიანის
ხელისმაგვარი რამ ფრთებქვეშ. |
21 |
ოთხნი პირნი ერთისა და ოთხნი ფრთენი ერთისა და მსგავსებაჲ
ჴელთა კაცისათაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა. |
22 |
მათი სახეები იმათი სახეების მსგავსი იყო, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას,
მათი შესახედაობაც და თავად ისინიც. თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით
მიდიოდა. |
22 |
ესე პირნი არიან, რომელნი ვიხილენ ქუეშე კერძო დიდებისა
ღმრთისა ისრაჱლისაჲსა, მდინარესა ზედა ქობარისასა. ხილვაჲ მათი და ესენი,
თითოეული მათი პირისპირ თჳსსა ვიდოდა. |