1 |
ამიტაცა სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც
აღმოსავლეთისკენ იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცია და
დავინახე მათ შორის იაზანია ყაზურის ძე და ფელატიაჰუ ბენაიაჰუს ძე - ხალხის
მთავრები.
|
1 |
და აღმიღო მე სულმან და მიმიყვანა მე ბჭესა ზედა სახლისა უფლისაჲსა, პირისპირსა,
მხედველსა აღმოსავალთაჲთ, და, აჰა, წინაკართა ზედა ბჭისათა, ვითარცა ოთხნი და ხუთნი
კაცნი; და ვიხილე საშუალ მათსა იეზონია იეზერისი და ფალტია ბანეესი, წინამძღვარნი
ერისანი.
|
2 |
მითხრა: ადამის ძევ! ეს კაცები ავის მზრახველები არიან და
ბოროტ რჩევას იძლევიან ამ ქალაქში. |
2 |
და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, ესე კაცნი -
გულისმსიტყუავნი ამაოთანი და განმზრახნი განზრახვასა ბოროტსა ქალაქისა ამის
შორის, |
3 |
ამბობენ: არ დამდგარა დრო სახლების შენებისა; ქვაბია ეს
ქალაქი, ჩვენ კი ხორცი ვართო. |
3 |
მეტყუელნი: არა ახლად აღეშენებიან სახლნი; ესე არს სიავი, ხოლო ჩუენ - ჴორცნი. |
4 |
ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, უწინასწარმეტყველე, ადამის
ძევ! |
4 |
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, წინაწარმეტყუელებდ,
ძეო კაცისაო. |
5 |
დამეცა უფლის სული და მითხრა: თქვი, ასე ამბობს-თქო
უფალი: ასე და ასე ლაპარაკობთ, ისრაელის სახლო, და რაც ფიქრად მოგდით, ვიცი
მე. |
5 |
და დავარდა ჩემ ზედა სული უფლისაჲ. და თქუა ჩემდამო: თქუ,
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ესრეთ არქუ სახლსა ისრაჱლისასა: და განზრახვათაცა
სულისა თქუენისათა მეცნიერ ვარ მე. |
6 |
ბევრი გყავთ დახოცილი ამ ქალაქში და ქუჩები ავსებული
გაქვთ დახოცილებით. |
6 |
განამრავლენით მკუდარნი თქუენნი ქალაქსა ამას შინა და
აღავსენით გზანი მისნი წყლულებითა. |
7 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენი დახოცილები,
რომლებიც იქ დაგიყრიათ, ხორცია, ქალაქი კი - ქვაბი; თქვენ კი გაგიყვანთ
იქიდან. |
7 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მკუდარნი თქუენნი,
რომელნი დაჰსრენით საშუალ მისსა, იგინი არიან ჴორცნი, ხოლო თჳთ იგი - სიავი
და თქუენცა გამო-ვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა. |
8 |
მახვილის გეშინიათ და მახვილს მოგივლენთ! ამბობს ღმერთი. |
8 |
მახჳლისაგან გეშინისყე და მახჳლი მოვაწიო თქუენ ზედა, -
იტყჳს ადონაი უფალი. |
9 |
გაგიყვანთ იქიდან და უცხოთესლის ხელში ჩაგაგდებთ; და
განვსჯი თქვენს სამართალს. |
9 |
და თქუენცა გამო-რაჲვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა, და
მიგცნე თქუენ ჴელებსა უცხოთასა და ვყუნე შორის თქუენსა მშჯავრნი. |
10 |
მახვილით დაეცემით, ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ უფალი
ვარ. |
10 |
და მახჳლითა დაეცნეთ მთათა ზედა ისრაჱლისჲთა, და გსაჯნე
თქუენ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
11 |
ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენც არ იქნებით მასში ხორცად; ისრაელის
საზღვარზე განგსჯით თქვენ, |
11 |
ეგე არა იყოს თქუენდა სიავად და თქუენ არა იქმნეთ მისსა
ჴორც; შორის მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ. |
12 |
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, ვის წესებზეც არ გივლიათ და ვის რჯულზეც არ
მოქცეულხართ; იმ ხალხების რჯულზე იქცეოდით, თქვენს გარშემო რომ არიან! |
12 |
და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, რამეთუ მშჯავრთა
ჩემთაებრ თქუენ არა ხჳდოდეთ და სამართალნი ჩემნი თქუენ არა დაიმარხენით,
არამედ მიწესთა მათამდე წარმართთასა, რომელნი იყუნეს გარემო თქუენსა, მათ
თანავე ხჳდოდეთ. |
13 |
როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე,
შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო
ისრაელის ნატამალს? |
13 |
და იყო წინაწარმეტყუელებასავე შინა ჩემსა და ფალტია
ბანეაჲსი მოკუდა; და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა
და ვთქუ: ჵ მე, ჵ მე, ადონაი უფალი, მოსასრულებელად ჰყოფ შენ დაშთომილთა
ისრაჱლისათა! |
14 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
14 |
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
|
15 |
ადამის ძევ! თქვენი ძმები, ძმები არიან ისინი, თქვენი სისხლით ნათესავნი და მთელი
ისრაელის სახლი მთლიანად, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მკვიდრნი: უფლისგან არიან
განმდგარნი ეს ქვეყანა ჩვენ მოგვეცა სამკვიდროდო! |
15 |
ძეო კაცისაო, ძმანი შენნი და კაცნი ტყუჱობისა შენისანი და
ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ მოსრულდეს, რომელთა ჰრქუეს მათ მკჳდრთა
იერუსალჱმისათა: შორად განდგომილ ხართ უფლისაგან; თქუენდა მოცემულ არს
ქვეყანაჲ სამკჳდრებელად. |
16 |
ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა გადავკარგე ისინი ხალხთა შორის
და თუმცა მიმოვფანტე ქვეყნებში, მაინც ვიქნები მათთვის საწმიდარი, თუნდაც მცირე, იმ
ქვეყნებში, სადაც წავიდნენ. |
16 |
ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, ვითარმედ
განვიშორნე იგინი წარმართთა შორის და განვაბნინე იგინი ყოველსა ზედა
ქუეყანასა და ვეყო მე მათ სიწმიდე მცირე სოფლებთა შორის, სადაცა შევიდენ
მუნ. |
17 |
ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და
შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, და თქვენ მოგცემთ ისრაელის
მიწას. |
17 |
ამისთჳს არქუყე: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევიწყნარე
იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან, სადა განვსთესენ იგინი
მათ შორის; და მივსცე მათ ქუეყანაჲ ისრაჱლისაჲ. |
18 |
მივლენ იქ და წარხოცავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს. |
18 |
და შევიდენ მუნ და აღსპნენ ყოველნი საძაგელებანი მათნი და
ყოველნი უშჯულოვებანი მისნი მისგან. |
19 |
მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს
სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ, |
19 |
და მივსცე მათ გული სხუაჲ და სული ახალი მივსცე მათ შორის
და გამოვჰფხურა გული მათი ქვისაჲ და მივსცე მათ გული ჴორცისაჲ ჴორცისაგან
მათისა. |
20 |
რათა ჩემს წესებზე იარონ, ჩემი რჯული დაიცვან და შეასრულონ. მაშინ ჩემი ხალხი
იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები. |
20 |
რათა ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და სამართალთა ჩემთა
იმარხვიდენ და ჰყოფდენ მათ; და იყუნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა
ღმერთად. |
21 |
ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე
საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი. |
21 |
და გულთაებრ საძაგელებათა მათთაჲსა და უსჯულოებათა
მათთაჲსა, რომელნი ქმნნეს, ვითარცა გული მათი, ვიდოდა, გზანი მათნი თავთა
მათთათა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი. |
22 |
გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც მათ გაუსწორდა, და ისრაელის ღმერთის
დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ. |
22 |
და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი
მათნი, მახლობელნი მათნი, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მათ ზედა, ზეშთა
ზედაჲთ მათსა. |
23 |
აიმართა უფლის დიდება ქალაქიდან და დაადგა მთას ქალაქის აღმოსავლეთით რომ არის. |
23 |
და აღვიდა დიდებაჲ უფლისაჲ საშუალისაგან ქალაქისა და
დადგა მთათა ზედა, რომელი იყო პირისპირ ქალაქისა. |
24 |
სულმა ამიტაცა და ხილვაში, ღვთის სულით, მიმიყვანა ქალდეაში გადასახლებულებთან. და
გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე. |
24 |
და სულმან აღმიღო მე და მიმიყვანა ქუეყანად ქალდეველთა,
ნატყუენავისა მიმართ სულითა ხილვისა ღმრთისაჲთა; და აღვედ ხილვისაგან,
რომელი ვიხილე. |
25 |
მერე ვუამბე გადასახლებულებს ყველაფერი, რაც უფალმა მახილვინა მე. |
25 |
და ვიტყოდე ტყუეობისა მიმართ ყოველთა სიტყუათა უფლისათა,
რომელნი მიჩუენნა მე. |