1 |
იყო ჩემს მომართ უფლის სიტყვა ნათქვამი:
|
1 |
და იქმნა სიტუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
|
2 |
ადამის ძევ, ურჩთა სახლის შუაგულში ცხოვრობ შენ. თვალები
აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ სასმენად და არ ესმით, რადგან ურჩთა
სახლია ისინი. |
2 |
ძეო კაცისაო, საშუალ უსამართლობათა მათთა დამკჳდრებულ ხარ
შენ, რომელთა ჰქონან თუალნი ხედვად, და ვერ ჰხედვენ, და ყურნი ასხენ
სმენად, და არა ესმისყე მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს. |
3 |
ამიტომ, ადამის ძევ, ყარიბივით გამოეწყვე და გადი
საყარიბოდ დღისით, მათ თვალწინ; იყარიბე შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ
თვალწინ, ვინძლო დაინახონ, რომ ურჩთა სახლი არიან. |
3 |
და შენ, ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭელნი ტყუეობისანი და ტყუე იქმენ
წინაშე მათსა. და ტყუე იქმენ ადგილისაგან შენისა ადგილისა მიმართ სხჳსა, წინაშე
მათსა, რაჲთა იხილონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს. |
4 |
გამოიტანე შენი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით მათ
თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ საყარიბოდ გამსვლელთა მსგავსად. |
4 |
და განიღო ჭურჭლები შენი, ვითარცა ჭურჭლები დღისა
ტყუეობისაჲ, |
5 |
მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და ხვრელში გაიტანე. |
5 |
წინაშე თუალთა მათთა და შენ გამოხჳდე მიმწუხრი წინაშე
მათსა, ვითარცა განვალნ ტყუე, დასთხარო თავისა შენისად ზღუდისა შორის და
განხჳდე მის მიერ. |
6 |
მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში
გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად
დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის. |
6 |
წინაშე მათსა ვიდოდე მღუნვარედ და დაფარულად განხჳდე,
პირი შენი დაიბურო ფიჩჳთა და არა იხილო ქუეყანაჲ მით, რამეთუ ნიშად მიგეც
შენ სახლსა ისრაჱლისასა. |
7 |
ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა: გამოვიტანე ჩემი ბარგი
ყარიბის ბარგივით დღისით, საღამოთი კი ჩემი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელში
გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ. |
7 |
და ვყავ ეგრეთ ყოველთაებრ, რაოდენნი მამცნო მე უფალმან:
და მოვიხუჱნ ჭურჭელნი, ვითარცა ჭურჭელნი დღისა ტყუეობისანი, და მიმწუხრი
დაუთხარე თავსა ჩემსა ზღუდე ჴელითა, და დაფარულად ფიჩვითა გამოვედ
მღუნვარედ მათ წინაშე. |
8 |
იყო უფლის სიტყვა დილით ჩემს მომართ ნათქვამი: |
8 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი განთიად: |
9 |
ადამის ძევ! ხომ არ უკითხავს შენთვის ისრაელის სახლს,
ურჩთა სახლს, ამას რას აკეთებო? |
9 |
ძეო კაცისაო, არა ვთქუა შენდამი, სახლი ისრაჱლისაჲ სახლი
განმამწარებელი არს? გრქუან, თუ რასა ჰყოფ შენ? |
10 |
უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს განაჩენი ეხება მთავარს იერუსალიმში
და მთელს ისრაელის სახლს, ვინც იქ არის. |
10 |
თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მთავარსა და წინამძღუარსა
იერუსალიმსშინასა და ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა, რომელნი არიან შორის მათსა, |
11 |
უთხარი, ნიშნად ვარ-თქო თქვენთვის; როგორც მე ვიქცევი, ისე დაემართებათ მათ:
ყარიბობაში, ტყვეობაში წავლენ-თქო.
|
11 |
თქუ მათდა მიმართ, ვითარმედ: მე ნიშებსა ვჰყოფ,
ვითარსახედ ვყავ, ესრეთ ყონ მათ, გარდასახლებად და ტყუეობად განვიდენ. |
12 |
მთავარი, რომელიც მათ შორის არის, ტვირთს აიკიდებს ზურგზე ბნელში და გავა; კედელს
გაანგრევენ, რომ გაიყვანონ; სახეს დაიფარავს, რომ ვეღარ იხილოს მისმა თვალმა ეს
ქვეყანა. |
12 |
და მთავარნი მათნი შორის მათსა მღუნვარედ ვიდოდიან და
დაფარულად ფიჩვითა განვიდენ ზღუდით; და განთხაროს, გამოსლვასა მისსა მიერ
პირი მისი დაიბუროს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა
იხილოს. |
13 |
მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში,
ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება. |
13 |
და განვფინო ბადე ჩემი მის ზედა და შეპყრობილ იქმნეს
გარემოცვითა ჩემითა. და მოვიყვანო იგი ბაბილონად, ქუეყანად ქალდეველთა, და
იგი არა იხილოს და მუნ აღესრულოს. |
14 |
ყველას, მის გარშემო მყოფს, მის შემწეს და მთელს ლაშქარს გავფანტავ ყველა ქარის
მიმართულებით და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე. |
14 |
და ყოველნი გარემოჲსნი მისნი შემწენი მისნი და ყოველნი
მეშუელნი მისნი განვსთესნე ყოვლისა მიმართ ქარისა და მახჳლი განვჰფინო
უკანა მათსა. |
15 |
მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა გავაბნევ ხალხებში მათ და ქვეყნებში მიმოვფანტავ. |
15 |
და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი, განვაბნინე რაჲმე იგინი
წარმართთა შორის და განვსთესნე სოფლებსა შორის. |
16 |
მაგრამ გადავარჩენ მათგან მცირე რიცხვს მახვილისგან, შიმშილისგან და ჭირისგან, რათა
იამბონ თავიანთი სისაძაგლეები იმ ხალხში, ვისთანაც მივლენ. მიხვდებიან, რომ უფალი
ვარ. |
16 |
და მოვიხუნე მათგან კაცნი რიცხუეულნი მახჳლისაგან და
სიყმილისაგან და სიკუდილისა, რაჲთა მიუთხრობდენ ყოველთა უსჯულოებათა მათთა
წარმართთა შორის, სადა მივიდენ, მუნ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
17 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
17 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
18 |
ადამის ძევ! კანკალით ჭამე შენი პური და შიშით და ძრწოლით სვი შენი წყალი! |
18 |
ძეო კაცისაო, პური შენი ნაკლულევანებითა შენითა შჭამო და
წყალი შენი ტანჯვით და ჭირით ჰსუა. |
19 |
უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი იერუსალიმის მკვიდრთა გამო
ისრაელის მიწაზე: ძრწოლით შეჭამენ თავიანთ პურს და სასოწარკვეთაში შესვამენ წყალს,
რადგან მისი მიწა დაცარიელდება თავისი სისავსისგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო. |
19 |
და სთქუა ერისა მიმართ ქუეყანისაჲსა: ამათ იტყჳს ადონაი
უფალი დამკჳდრებულთა იერუსალჱმს და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა: პურსა
მათსა ნაკლულევანებით ჭამდენ და წყალსა მათსა უჩინოქმნულებით სუმიდენ,
რაჲთა უჩინო იქმნეს ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით უთნოობითა ყოველთა
დამკჳდრებულთაჲთა მის ზედა. |
20 |
აოხრდება დასახლებული ქალაქები და გაუდაბურდება ქვეყანა; მაშინ მიხვდებით, რომ
უფალი ვარ. |
20 |
და ქალაქნი მათნი მკჳდროანნი მოოჴრდენ. და ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად იყოს. და
სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.
|
21 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
21 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
22 |
ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე, ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა
გაქარწყლდებაო? |
22 |
ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე თქუენდა, ქუეყანასა ზედა
ისრაჱლისასა მეტყუელთაჲ: შორს არიან დღენი, წარწყმდა ყოველი ხილვაჲ? |
23 |
ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ
იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო; |
23 |
ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოვაქციო
იგავი ესე. და არღა იტყოდიან იგავსა მაგას სახლი ისრაჱლისაჲ; რამეთუ თქუას
მათდამი მეტყუელმან: მოეახლნეს დღენი და სიტყუაჲ ყოვლისა ხილვისაჲ |
24 |
რადგან არცერთი ხილვა ფუჭად არ ჩაივლის და არც მაცთუნებელი მისნობა ისრაელის
სახლში; |
24 |
მით, რამეთუ არა იყოს მერმე ყოველი ხილვაჲ ტყუილ და
მმისნობი მოსამაღლებელად შორის ძეთა ისრაჱლისათასა. |
25 |
რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან
თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი
ღმერთი. |
25 |
მით, რამეთუ მე, უფალი, ვიტყოდი სიტყუათა ჩემთა, ვიტყოდი
და ვქმნა და არა განვაგრძო მერე მით, რამეთუ დღეთა შინა თქუენთანა სახლი
ისრაჱლისა განმამწარებელი არს, ვთქუა სიტყუაჲ და ვქმნა, - იტყჳს ადონაი.
უფალი. |
26 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
26 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
27 |
ადამის ძევ! აჰა, ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელიც მან იხილა, მალე არ
ახდებაო; შორეული დროისთვის წინასწარმეტყველებსო. |
27 |
ძეო კაცისაო, აჰა, სახლი ისრაჱლისაჲ, განმამწარებელი
ჩემი, მეტყუელნი იტყჳან: ხილვა ესე, რომელსა იხილავს დღეთა მიმართ მრავალთა
და ჟამთა მიმართ გრძელთა, წინაწარმეტყუელებს ესე; |
28 |
ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: არცერთი ჩემი სიტყვა მეტად აღარ
გადაიდება; რა სიტყვაც არ უნდა ვთქვა, ახდება, ამბობს უფალი ღმერთი. |
28 |
ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა
განგრძნენ მერმე ყოველნი სიტყუაჲნი ჩემნი, რომელთაცა ვიტყოდი, რამეთუ ვთქუა
სიტყუაჲ და ვყო იგი, - იტყჳს ადონაი უფალი. |