1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:
|
2 |
ადამის ძევ! რითა სჯობს ვაზი რტოებიან ხეს, რომელიც ტყის
ხეთა შორის იპოვება? |
2 |
და შენ, ძეო კაცისაო, რაჲმცა ეყო ხესა ვენაჴისასა
ყოველთაგან ნერგთა მყოფთა ხესა შორის მაღნარისათა? |
3 |
თუ გამოდგება ეს ხე რაიმე ნივთის გასაკეთებლად? ან თუ
გამოვა მისგან კაუჭი რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდებლად? |
3 |
უკუეთუ მოიღონ მისგან ძელი შესაქმედ საქმარისა, მოიღონ მისგან მანაჲ დაკიდებად
ყოველი ჭურჭელი მის ზედა? |
4 |
აჰა, ცეცხლს მისცემ დასაწველად; მის ორთავე ბოლოს
დასწვავს ცეცხლი და შუაშიც დაიწვება. განა გამოდგება რამეში? |
4 |
თჳნიერ ცეცხლისა მიეცეს განსალეველად, წლითიწლადსა
განწმენდასა მისსა განჰლევს ცეცხლი და მოაკლებს სრულიად; ნუ საჴმარ იყოს
საქმრად? |
5 |
აჰა, მთელი იყო და არაფრად ვარგოდა; ცეცხლმა რომ დასწვა
და გადაბუგა, რაღაში გამოდგება? |
5 |
და არცა მერმე ყოფასაღა მისსა ყოვლად სრულიად არა იყოს
საქმრად, რამეთუ ცეცხლმან ღათუ განლიოს იგი სრულიად, უკეთუ შეიქმნას
საქმრად მერმე? |
6 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: როგორც ვაზი მივეცი
ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მივეცი იერუსალიმის მკვიდრნიც. |
6 |
ამისთჳს ვთქუა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარსახედ
ხე ვენაჴისაჲ ხეთა შორის მაღნარისათა, რომელი მივეც ცეცხლსა განსალევნელად
იგი, ეგრეთ მივსცნე მკჳდრნი იერუსალჱმს შინა. |
7 |
მათ წინააღმდეგ მივაქცევ ჩემს პირს; ცეცხლიდან გამოვლენ
და მაინც ცეცხლი შეჭამთ; მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა პირს მივაქცევ
მათ წინააღმდეგ. |
7 |
და მივსცე პირი ჩემი მათ ზედა; ცეცხლისაგან გამოვიდენ და
ცეცხლმან შეჭამნეს იგინი; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი განმტკიცებასა
შინა პირისა ჩემისასა მათ ზედა. |
8 |
გავაუკაცურებ ქვეყანას, რადგან გამდგარნი არიან, ამბობს
უფალი ღმერთი. |
8 |
და მივსცე ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად მათ წილ, რომლითა
დაეკუეთნეს შეცოდებითა, - იტყჳს ადონაი უფალი. |