1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
|
2 |
ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა
ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? |
2 |
ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის
ისრაჱლისათა, მეტყუელთა: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი
მობრყჳლდეს? |
3 |
ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან
ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! |
3 |
ცხოველ ვარ მე! - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ იქმნას მერმე თქმული ეგე იგავი
ისრაჱლსა შორის. |
4 |
აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის
სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს. |
4 |
რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული
მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული
მცოდველი იგი მოკუდეს. |
5 |
თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა, |
5 |
ხოლო კაცი, რომელი იყოს მართალ, რომელმან ყოს მსჯავრი და
სიმართლე, |
6 |
არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ
აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და თავის მირეულ ცოლს არ ეკარება; |
6 |
მთათა ზედა არა ეზორა, და თუალნი მისნი არა აღიხუნეს
კერპთა მიმართ სახლისა ისრაილისათა და ცოლი ქმრისა თჳსისაჲ არ შეაგინოს და
დედაკაცისა მიმართ, დაშტანობასა შინა მყოფისა, არ მიეახლოს; |
7 |
არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს,
მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს; |
7 |
და კაცსა არა ჰმძლავროს, ნაჴუთევი თანამდებსა უკუნსცეს,
და ტაცებაჲ არა იტაცოს, პური მისი მშიერსა მისცეს, და შიშუელსა შეჰმოსოს
სამოსელი; |
8 |
სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს
უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის, |
8 |
და ვეცხლი მისი აღნადგინებად არ მისცეს და განნამრავლები
არ მიიღოს, სიცრუისაგან მიაქციოს ჴელი თჳსი, და მშჯავრი მართალი ყოს შორის
კაცისა და შორის მოყუსისა მისისა; |
9 |
ჩემი წესებით იქცევა, ჩემს სამართალს იცავს და მტკიცედ
ასრულებს, ის არის მართალი კაცი და ჭეშმარიტად იცოცხლებს, ამბობს უფალი
ღმერთი. |
9 |
და ბრძანებათა შინა ჩემთა ვლოს, და სამართალნი ჩემნი
დაიმარხნეს ქმნად იგინი, მართალ არს ესე, ცხოვნებით ცხონდეს იტყჳს, -
ადონაი უფალი. |
10 |
რომ ეყოლოს მოძალადე შვილი, სისხლისმღვრელი, ან მსგავსი
რამის ჩამდენი, |
10 |
და უკუეთუ შვეს ძე ბუგრიანი, დამთხეველი სისხლისა და
მოქმედი ცოდვისა, |
11 |
არა საქმეში არ ბაძავდეს თავის მამას: ჭამდეს მთებზე შეწირულს, უპატიოჰყოფდეს
თავისი მოყვასის ცოლს,
|
11 |
გზასა შინა მამისა მისისა მართალისასა არა ვლო, არამედ
მთათა ზედა ეზორა, და ცოლი მოყუსისაჲ შეაგინა. |
12 |
ჩაგრავდეს ღარიბ-ღატაკს, მტაცებლობდეს, ვალს არ
აბრუნებდეს, კერპებს თვალს აპყრობდეს, სისაძაგლეს სჩადიოდეს, |
12 |
და გლახაკსა და დავრდომილსა ჰმძლავრა, და ნატაცები იტაცა
და ნაჴუთევი არა უკუნსცა, და კერპთა მიმართ მიადგან თუალნი მისნი,
უშჯულოება ქმნა; |
13 |
სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ
უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის
თავზე უნდა იყოს მისი სისხლი. |
13 |
ვეცხლი აღნადგინებად განსცა და განნამრავლები მოიღო, ესე ცხოვნებითა არა
ცხოვნდეს; ყოველნი ესე უსჯულოებანი ქმნნა, სიკუდილით მოკუდეს, სისხლი მისი მის ზედა
იყოს.
|
14 |
აჰა, ეყოლა შვილი, რომელიც ხედავს მამის ყველა ცოდვას, რაც ჩაუდენია, ხედავს და ასე
არ იქცევა.
|
14 |
ხოლო უკუეთუ შვას ძე და იხილნეს ყოველნი ცოდვანი მამისა
მისისანი, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს და არა ყოს მათებრ: |
15 |
არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს
არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს, |
15 |
მთათა ზედა არა ეზოროს, და თუალნი მისნი არა დასხნა
გულისსათქმელთა ზედა სახლისა ისრაჱლისათა, და ცოლი მოყუსისაჲ არ შეაგინა. |
16 |
არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს,
მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს, |
16 |
და კაცსა არა ჰმძლავრა, და ნაჴუთევი არა იჴუთა და
ნატაცები არა იტაცა, პური მისი მშიერსა მისცა, და შიშუელსა შეჰმოსა
სამოსელი; |
17 |
ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს,
ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი
მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს! |
17 |
და სიცრუისაგან მოაქცია ჴელი მისი, ვახში და
განნამრავლები არა მიიღო, სიმართლე ქმნა და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდა,
ესე არა აღესრულოს სიცრუეთა შინა მამისა მისისათა, ცხოვნებით ცხოვნდეს. |
18 |
მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის
თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში, |
18 |
ხოლო მამამან მისმან, ვინაჲთგან ჭირვებით აჭირვა და
ნატაცები იტაცა და წინააღმდგომნი ქმნნა შორის ერისა ჩემისა, და მოკუდეს
უსამართლოებითა მისითა. |
19 |
თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის
დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს
წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! |
19 |
და სთქუთ: რად, რამეთუ არა მიიღო ძემან სიცრუე მამისა
მისისაჲ? რამეთუ ძემან მშჯავრი და სიმართლე და წყალობა ქმნა, ყოველნი
შჯულვილნი ჩემნი დაიცვნა და ქმნნა იგინი, ცხოვრებით ცოცხალ იყოს. |
20 |
ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო
არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს;
მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება. |
20 |
ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე
მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ, სიმართლე
მართლისაჲ მის ზედა იყოს და უსჯულოება უსჯულოჲსაჲ მის ზედა იყოს. |
21 |
თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც
ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა,
ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება; |
21 |
და უშუჯლომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა,
რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და
სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. |
22 |
არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი
სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს. |
22 |
ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა
აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს. |
23 |
განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი
გზებიდან და იცოცხლოს.
|
23 |
არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ
მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი.
|
24 |
თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს
უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს
განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის
გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება. |
24 |
და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და
ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან,
ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა,
არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა
მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს. |
25 |
თქვენ იტყვით: არ არის სწორიო გზა უფლისა. ისმინე,
ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ
არის! |
25 |
და სთქუთ: არ წარემართების გზა უფლისაჲ მოქცევად მისსა
გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი. - აწ
ისმინეთ, ყოველო სახლო ისრაჱლისაო! ნუ გზაჲ ჩემი არ წარემართების? ანუ არა
გზაჲ თქუენი არ წარემართების? |
26 |
თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და უკეთურებას
ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება; იმ უკეთურების გამო კვდება, რასაც სჩადის. |
26 |
მი-თუ-აქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ყოს
შეცოდება და მოკუდეს, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნნა, მას შინაცა
მოკუდეს. და მოთუ-აქციოს უსჯულომან უსჯულოებათაგან თჳსთა, რომელნი ქმნნა,
და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიცვა. |
27 |
თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია,
და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს. |
27 |
და იხილა და მოაქცია ყოველთაგან უსჯულოებათა თჳსთა,
რომელნი ქმნნა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. |
28 |
თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც
ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება. |
28 |
და იტყჳან სახლი ისრაჱლისა: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ,
ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არსა, სახლო ისრაჱლისაო! არა გზაჲ თქუენი არა
მართალ არსა? |
29 |
ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი
გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! |
29 |
ამისთჳს და კაცადი გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო
ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი, |
30 |
ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო,
ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და
აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება. |
30 |
მოიქეცით და მოაქციეთ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა და
არა იყუნეთ თქუენ დასაშჯელად სიცრუჲსა. |
31 |
მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ;
შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის
სახლო? |
31 |
მოიქეცით თავით თჳსით და განიშორენით თქუენგან ყოველნი
უსჯულოებანი თქუენნი, რომლითა უსჯულო იქმნენით ჩემდამო, და ყავთ თავისა
თქუენისა გული ახალი და სული ახალი, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო
ისრაჱლისაო? |
32 |
რადგან არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, ამბობს
უფალი ღმერთი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ. |
32 |
რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს
ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული
მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით. |