1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
|
|
2 |
ადამის ძევ! თემანის გზისკენ მიაქციე პირი და უქადაგე
სამხრეთს, ნეგების ველის ტყეს უწინასწარმეტყველე. |
|
|
3 |
უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა,
ცეცხლს წაგიკიდებ და შეგიჭამს ცეცხლი ყველა ნედლ ხეს და ყველა ხმელ ხეს; არ ჩაქრება
აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყოველი სახე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. |
|
|
4 |
დაინახავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, დავანთე
ცეცხლი და არ ჩაქრება. |
|
|
5 |
ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! ჩემზე ამბობენ, იგავების
მთხზველი არ არისო? |
|
|
6 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
1 |
და იყოს სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა: |
7 |
ადამის ძევ! მიაქციე პირი იერუსალიმისკენ და იქადაგე
საწმიდარებზე, უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას. |
2 |
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი
შენი იერუსალჱმსა ზედა და მიიხილე სიწმიდეთა მიმართ მათთა და
წინაწარმეტყუელებდ ქუეყანად ისრაჱლისა. |
8 |
უთხარი ისრაელის მიწას, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი:
აჰა, მოვდივარ შენზე, ამოვიწვდი მახვილს ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან
მართალს და ბოროტეულს. |
3 |
და თქუ: ამას იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, ესერა, მე შენდამი
და გამოვიტაცო ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა და მოვსრა შენგან
ყოველი ცრუჲ და უსჯულოჲ; |
9 |
რადგან უნდა მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტეული,
ამიტომაც ამოიწვდება ჩემი მახვილი ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ
სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. |
4 |
ვითარცა-იგი მოვსრა შენგან, ეგრეთ მოისრას ჴელისსაპყრობი
ჩემი ბუდისაგან მისისა ყოველსა ზედა ჴორციელსა მზისა აღმოსავალითგან ვიდრე
ჩრდილომდე. |
10 |
მიხვდება ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ამოვიწვადე
ჩემი მახვილი ქარქაშიდან და აღარ ჩაეგება. |
5 |
და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი,
გამოვიტაცე ჴელისაპყრობი ჩემი ქარქაშით მისით, და არღა მიიქცეს არღა მერმე. |
11 |
შენ კი, ადამის ძევ, იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ!
|
6 |
და შენ, ძეო კაცისაო, სულთითქუენ შემუსრვასა ზედა ძუალთა
შენთასა და სალმობიერად სულთითქუნე წინაშე თუალთა მათთა. |
12 |
თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება
ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი
მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი. |
7 |
და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: ვისთჳს სულთითქუამ შენ? და ჰრქუა: ბავთსა ზედა,
რამეთუ მოვალს და შეიმუსროს ყოველი გული, და დაიჴსნენ ყოველნი ჴელნი, და განცივნეს
ყოველი ჴორცი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა; აჰა,
მოვალს და იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი. |
13 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
8 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
14 |
ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო
უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილიც! |
9 |
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს
ადონაი უფალი, თქუ: მახჳლო, მახჳლო, აღიმახუე და განწყერ, |
15 |
გალესილია დასაკლავის დასაკლავად; გაფერილია, რომ ელავდეს
ელვასავით! ანთუ გვიხაროდეს, ჩემი ძის კვერთხს რომ სძულს ყოველი ხე? |
10 |
რაჲთა დაჰკლნე საკლველებნი, აღიმახუე, რაჲთა იქმნე
აელვებულ, მზა დაჴსნად, მოსრევდ, შეურაცხ-ჰყოფდ ფხურიდი, ძეო ჩემო, ყოველსა
ხესა! |
16 |
მიცემულია გასაფერად, რომ ხელმა ჩაბღუჯოს; გალესილია ეს
მახვილი და გაფერილი, რომ მკვლელს ჩაბარდეს ხელში. |
11 |
და მისცა მას განმზადებული პყრობად ჴელი მისი, აღილესა
მახჳლი, არს მზა მიცემად იგი ჴელსა განმგურემლისასა, |
17 |
იყვირე და ივალალე, ადამის ძევ! რადგან ის მოღერებულია
ჩემს ხალხზე, ისრაელის ყველა მთავარზე; მახვილს არიან მიცემულნი ჩემს
ხალხთან ერთად. ამიტომ ირტყი თეძოებზე. |
12 |
ღაღად-ყავ და ვალალაებდ, ძეო კაცისაო! რამეთუ ესე იქმნა
ერსა შორის ჩემსა, ესე ყოველთა შორის მისათხრობელთა მათ ერთა ისრაჱლისათა,
მოახლენი ჩემნი სამახჳლოდ იქმნეს ერისა ჩემისა. და ამისთჳს დაიტყუელენ
ჴელითა შენითა, |
18 |
რადგან განსაცდელი გამოვლილია და რა იქნება, თუ მოძულე
კვერთხიც აღარ იარსებებს, ამბობს უფალი ღმერთი. |
13 |
რამეთუ განმართლებულ არს. და რაჲ მერმე, უკუეთუ ტომი
განერეს? - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა იყოს. |
19 |
შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და ხელი ხელს
შემოჰკარი და სამგზის გაორკეცდება მახვილი. მუსვრის მახვილია ეს, დიდი
შემუსვრის მახვილი, მათი მდევარი. |
14 |
და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელე, დაიტყუელე ჴელი
ჴელსა ზედა და ამრჩობლწილე მახჳლი, მესამე მახჳლი წყლულებათაჲ არს, მახჳლი
წყლულებათაჲ დიდი, და განაკრთვნე იგინი, |
20 |
რომ შედრკეს გულები და მათ ჭიშკრებთან დაცემულნი
გამრავლდნენ, მივუშვებ სასტიკ მახვილს, ვაგლახ, გასაელვებლად შექმნილს,
საკლავად წამახულს! |
15 |
რაჲთა შეიმუსროს გული მათი და განმრავლდენ უძლურებანი.
ყოველსა ზედა ბჭესა მათსა მიეცნენ მახჳლსა კლვად: ვაშა, მახჳლ იქმნა კლვად,
ვაშა, იქმნა ლესულებით, ვითარცა ელვაჲ. |
21 |
უკან შეტრიალდი, მარჯვნივ გადი, წინ წადი, მარცხნივ გადი! ყოველი მხრისკენ არის
მიმართული შენი პირისახე.
|
16 |
განვლე, აღმახუენ მარჯუენით და მარცხენით, ვიდრეცა პირი
შენი მიიქცეს! |
22 |
მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და რისხვას დავიცხრობ. მე,
უფალი ვლაპარაკობ. |
17 |
ხოლო მეცა დავიტყუელო ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ და მიუტეო
გულისწყრომაჲ ჩემი, - მე, უფალი, ვიტყოდე. |
23 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
18 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
24 |
შენ კი, ადამის ძევ! დაისახე ორი გზა ბაბილონის მეფის
მახვილის მოსასვლელად; ერთი ქვეყნიდან გამოვა ორივე. ქმენი ნიშანი, ქალაქის
მთავარ გზაზე ქმენი. |
19 |
და შენ, ძეო კაცისაო, განუწესენ თავსა შენსა ორნი გზანი
შესლვად მახჳლი მეფისა ბაბილონისა; სოფლისაგან ერთისა გამოვიდენ ორნი
დაწყებანი განმზადებად ჴელი მგურემელი დასაწყისსა გზისა თითოეულისა
ქალაქისასა. |
25 |
დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა
ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში; |
20 |
მგურემელად. დასაწყისსა გზისასა დააწესენ შესლვად
რაბვადსა ზედა ძეთა ამონისთასა მახჳლი, და იუდას ზედა იერუსალიმს შინა
გარემოდგომით |
26 |
რადგან შეჩერდა ბაბილონის მეფე გზაჯვარედინზე, ორი გზის
თავში, სამკითხაოდ ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს
ათვალიერებს. |
21 |
მით, რამეთუ დადგეს მეფე ბაბილონისაჲ დასაბამისასა ზედა
გზასა, დასაწყისსა ზედა ორთა გზათასა მისნობად მისნობისა და აღმოდუღებად
კუერთხი და გამოკითხვად ქანდაკებულთა მათ და ღჳძლისმსტრობად. |
27 |
მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ
ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა,
ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ
გოდლები. |
22 |
და მარჯუენით მისსა იქმნა სამისნოჲ იერუსალჱმსა ზედა
მოდგმად პატნეზი, აღებად პირი ღაღადებითა და ამაღლებად ჴმაჲ ყივილისა თანა
ნესტჳსასა, მოდგმად პატნეზი ბჭეთა ზედა მისთა, და მოდებად მიწაჲ და
აღშენებად საისართა. |
28 |
ეს ყალბ მისნობასავით იქნება მათ თვალში; ფიცით კი
შეჰფიცეს, მაგრამ ეს ახსენებს მათ დანაშაულს, რომ შეპყრობილ იქნან. |
23 |
და თჳთ იგი მათდა, ვითარცა მემისნე მისნობისაჲ წინაშე
მათდა და მეშვიდე ყონ მეშვიდემანცა აღმჴსენებელმან სიცრუჲსა მათისამან
შეპყრობად. |
29 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თავად იხსენებთ
თქვენს დანაშაულს თქვენი შეცოდებების გამოაშკარავებით და თქვენი ცოდვების
ჩვენებით ყველა თქვენს საქმეში, რაკი თავად იხსენებთ, ხელით იქნებით
შეპყრობილნი. |
24 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ
მოიჴსენენით სიცრუვენი მათნი გამოსაცხადებელად უთნოობათა თქუენთა,
საჩუენებელად ცოდვათა თქუენთა ყოველთა შინა უსჯულოებათა თქუენთა და ყოველთა
შინა სიმარჯუეთა თქუენთა, მის წილ, რომელ აღიჴსენეთ, ამათ შინა მოესრულნეთ. |
30 |
შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა, რომელსაც
დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, |
25 |
და შენ, ბილწო უსჯულოო, წინამძღუარო ისრაჱლისაო, არღა
მოწევნულ არს დღე ჟამსა შინა სიცრუჲს აღსასრულისასა. |
31 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ
იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.
|
26 |
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აღიძარცუე კიდარი და მოიჴადე
გჳრგჳნი, ესე არა ეგევითარი იყოს, დაამდაბლე მაღალი და აღამაღლე მდაბალი. |
32 |
დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ
იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო. |
27 |
სიცრუვედ სიცრუვედ, სიცრუვედ დავდვა იგი, არცა იგი
ეგევითარი იყოს, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა ჯერ-არს მსჯავრი, და მივსცე
მას. |
33 |
შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე
ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ სირცხვილზე. თქვი: მახვილი,
მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაფერილია შესამუსრად, რომ ელვარებდეს. |
28 |
და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ
იტყჳს ადონაი უფალი ძეთა მიმართ ამმონისთა და ყუედრებათა მიმართ მათთა, და
სთქუა: მახჳლო, მახჳლო, ჴდილო მკლველობად. და აღმოწუდილო მოსრულებად. |
34 |
ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ გვამებთან დახოცილ ბოროტეულთა, რომელთაც
დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს. |
29 |
აღდეგ, რაჲთა ელვიდე ხილვასა შინა შენსა ამაოსა და მისნობასა შინა შენსა ცრუსა
მიცემად შენდა ქედთა ზედა წყლულებათა უსჯულოთასა, რომელთაჲ მოიწია დღე ჟამსა შინა
სიცრუჲს დასასრულისასა! |
35 |
ჩააგე თავის ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის
ქვეყანაში განგსჯი შენ. |
30 |
მიიქეც ქარქაშად შენდა და ნუ დაადგრები ადგილსა ამას
შინა, რომელსა იქმენ, ქუეყანასა შინა თჳსსა გსაჯო შენ. |
36 |
გადმოვანთხევ შენზე ჩემს რისხვას, ჩემი ბრაზის ცეცხლს
მოგასუნთქავ და ხელთ მიგცემ ხალხს, გამძვინვარებულს, განადგურებაში
გაწაფულს. |
31 |
და მივჰფინო შენ ზედა რისხვაჲ ჩემი, ცეცხლითა რისხვისა
ჩემისაჲთა მოვჰბერო შენ ზედა და განგცე შენ ჴელთა კაცთა ბარბაროზთასა,
მხუროებელთა განხრწნისათასა. |
37 |
ცეცხლს მიეცემი შესაჭმელად, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში
იდგება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე, უფალმა ვთქვი. |
32 |
ცეცხლისა მიერ იყო შესაჭმელ. სისხლი შენი იყოს საშუალ
ქუეყანისა შენისა, არღა იყოს შენდა ჴსენებაჲ მით, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე. |