1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
1 |
და იქმნა სიტყუაჲ, უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
|
2 |
ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს?
გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე. |
2 |
და შენ, ძეო კაცისაო, შჯი, თუ შჯი ქალაქსა მოსისხლეთასა. |
3 |
და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლის მღვრელო შენს შუაგულში
(მოვა მისი დროც!) და, კერპთა მკეთებელო, საკუთარი თავის წასაბილწად! |
3 |
და უჩუენენ მას ყოველნი უსჯულოებანი მისნი და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ
ქალაქო, დამთხეველო სისხლთაო საშუალ შენსა, მოსლვად ჟამისა შენისა და მყოფო
გულისზრახვათაო, ძჳნად თავისა თჳსისა შვგინებად მისსა! |
4 |
შენი დაღვრილი სისხლით დადანაშაულდი და შენი გაკეთებული
კერპებით გაუწმიდურდი; მოიახლოვე შენი ჟამი და მიეწურე შენს წელიწადებს.
ამიტომაც ხალხების საგინებლად გაგხდი და ყოველი ქვეყნის სამასხარაოდ. |
4 |
სისხლთა მიერ მათთა, რომელთა დასთხევდ, გიბრკუმა და
გულისზრახვათა შინა შენთა, რომელთა ჰყოფდ, შეიგინებოდე; და მიეახლე დღეთა
შენთა და მოიყვანე ჟამი წელიწადთა შენთაჲ; ამისთჳს მიგეც შენ საყუედრელად
წარმართთა და სამღერელად ყოველთა სოფლებთა, |
5 |
მახლობელნი და შორებელნი გაგამასხრებენ სახელგატეხილს და
მრავალღელვილს. |
5 |
მახლობელთა შენდამი და შორად განშორებულთა შენგან, და
იმღეროდიან შენდამი, და ჴმა-ყონ შენ ზედა, არაწმიდა ხარ სახელოანი და
ფრიადი უსჯულოებათა შინა შენთა! |
6 |
აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა,
რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის! |
6 |
აჰა, მიმთხრობელნი სახლისა ისრაჱლისანი კაცადი ნათესავთა
მიმართ თჳსთა აღერეოდა შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი. |
7 |
მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ
ექცევიან თქვენს შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში. |
7 |
მამასა და დედასა ძჳრსიტყუვიდეს შენ შორის და მწირისა
მიმართ გარემიიქცეოდეს უსამართლოდ შენ შორის, ობოლსა და ქურივსა
ჰმძლავრობდეს შენ შორის. |
8 |
ჩემი სიწმიდენი მოძულებული გაქვს და ჩემი შაბათები
შელახული. |
8 |
და წმიდათა ჩემთა შეურაცხ-ჰყოფდეს და შაბათთა ჩემთა
შეაგინებდეს შენ შორის. |
9 |
ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ,
ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენს შორის. |
9 |
კაცნი ავაზაკნი იყვნეს შენ შორის, რაჲთა დასთხევდენ შენ
შორის სისხლსა, მთათა ზედა ზორვიდეს შენ შორის და არა ღირსთა ჰყოფდეს შორის
შენსა, |
10 |
მამის სიშიშვლეს ააშკარავებენ თქვენში, მირეულ ქალთან
ძალადობენ თქვენში; |
10 |
სირცხჳლი მამისაჲ გამოაცხადეს შენ შორის და არაწმიდებასა
შინა წიდოანსა დაამდაბლებდეს შენ შორის. |
11 |
ზოგი თავის მოყვასის ცოლთან სისაძაგლეს სჩადის და ზოგი თავის რძალს აუპატიურებს
გარყვნილებით, ზოგიც თავის დასთან, თავისი მამის ასულთან, ძალადობს თქვენში.
|
11 |
კაცადი ცოლსა მოყუასისა თჳსისა იუსჯულოებდეს და კაცადი სძალსა თჳსსა შეაგინებდა
უთნოობით და კაცადი დასა თჳსსა, ასულსა მამისა თჳსისასა, დაამდაბლებდა შენ შორის;
|
12 |
ქრთამებს იღებენ თქვენში, რომ სისხლი დაღვარონ; ვახშს და სარგებელს იღებ და
ძალმომრეობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე, ამბობს უფალი ღმერთი. |
12 |
ძღუენთა უსამართლოთა მიიხუმიდეს შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი; ვახშსა და
განნამრავლებსა მიიღებდეს შენ შორის და შესრულებულვყო თანამონათესავობაჲ
უკეთურებისა შენისა მძლავრებისმიერისაჲ, ხოლო მე დამივიწყე, - იტყჳს ადონაი უფალი. |
13 |
აჰა, ხელი ხელს შემოვკარი შენი სიხარბის გამო, რასაც
სჩადიხარ, და სისხლის გამო, რომელიც იღვრება თქვენს შორის. |
13 |
და უკუეთუ დავსცე ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ მათ ზედა,
რომელნი აღასრულენ და რომელნი ჰყვენ და სისხლთა შენთა ზედა, ქმნილთა შენ
შორის. |
14 |
თუ გაგიძლებს გული ან თუ შერჩება ძალა შენს ხელებს იმ
დღეებში, როცა აღვიძრები შენს წინააღმდეგ? მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ. |
14 |
უკუეთუ მოთმინე იქმნეს გული შენი, უკუეთუ უძლონ ჴელთა
შენთა დღეთა შინა, რომელთა მე ვჰყოფ შენ შორის, მე უფალმან ვთქუ და ვყო. |
15 |
გაგფანტავ ხალხთა შორის და გაგაბნევ ქვეყნებში, რომ
უწმიდურება წაგიშალო. |
15 |
და განგაბნიო შენ წარმართთა შორის და განგთესო შენ
სოფლებსა შორის და მოღებულ იქმნეს არაწმიდებაჲ შენი შენ შორის. |
16 |
შეილახები ხალხების თვალში და მიხვდები, რომ უფალი ვარ. |
16 |
და დავიმკჳდრო შენ შორის, წინაშე თესლებსა წარმართთასა,
და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
17 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
17 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
18 |
ადამის ძევ! წიდასავით გამიხდა ისრაელის სახლი; ქურაში
ყრიან ყველანი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია; ვერცხლის წიდა და
ხენჯი არიან. |
18 |
ძეო კაცისაო, აჰა, იქმნა ჩემდა სახლი ისრაჱლისაჲ აღრეულ
ყოველნი: რვალ, და კალა, და რკინა და ბრპენ შორის საჴუმილსა ვეცხლისასა
აღრეულნი არიან. |
19 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი წიდა და ხენჯი
გახდით ყველანი, ამიტომაც, აჰა, შეგკრებთ ყველას იერუსალიმში. |
19 |
ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ
იქმნენით ყოველნი ერთშეზავებაჲ ამისთჳს მე შეგიწყნარნე თქუენ საშუალ
იერუსალჱმისა, |
20 |
როგორც აგროვებენ ვერცხლს, სპილენძს, რკინას, ტყვიას და
კალას ქურაში, რომ ცეცხლი მიუბერონ გადასადნობად, ასე შევაგროვებთ ჩემი
რისხვითა და წყრომით, ჩაგდებთ და გადაგადნობთ. |
20 |
ვითარცა შეიწყნარებს ვეცხლი, და რვალი, და რკინაჲ, და
ბრპენი, და კალაჲ შორის საჴმილისა გამობერვად მისდამი ცეცხლსა
გამოსადნობელად, ეგრეთ შეგიწყნარნე თქუენ რისხვასა შინა ჩემსა |
21 |
შეგყრით და მოგბერავთ ჩემი რისხვის ცეცხლს და გადადნებით იერუსალიმში.
|
21 |
და შეგკრიბნე და დაგადვნე თქუენ. და მოვჰბერო თქუენდამი ცეცხლითა რისხვისა
ჩემისაჲთა და გამოიდვნეთ შორის მისსა. |
22 |
როგორც ვერცხლი დნება ქურაში, ასე გადადნებით იერუსალიმში
და მისვდებით, რომ მე, უფალმა, დაგანთხიეთ ჩემი რისხვა. |
22 |
ვითარსახედ გამოდნების ვეცხლი შორის ბრძმედსა, ეგრეთ
გამოიდვნეთ შორის მისსა და სცნათ, ვითარმედ მე უფალმან მივჰფინვ
გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა. |
23 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
23 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
24 |
ადამის ძევ! უთხარი მას: შენ მიწა ხარ, გაუწმედელი,
უწვიმარი, რისხვის დღეს. |
24 |
ძეო კაცისაო, არქუ მას: შენ ხარ ქუეყანაჲ არდამლტვარი,
არცა წჳმაჲ იქმნა შენ ზედა დღესა შინა რისხვისა შენისასა. |
25 |
შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით
ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს
იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ. |
25 |
რომლისა მიმთხრობელნი შორის მისსა, ვითარცა ლომნი
მყჳრალნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, შემჭამელნი სულთანი მძლავრებით,
სიმდიდრესა და პატივთა მიიხუმენ სიცრუჲთ, და ქურივნი შენნი განმრავლდეს შენ
შორის. |
26 |
მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს
სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ
ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში. |
26 |
და მღდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი და
მწიკულევან-ჰყოფდეს წმიდათა ჩემთა, შორის წმიდისა და ბილწისა არ
განარჩევდეს და შორის წმიდისა და არაწმიდისა არ განარჩევდეს; და შაბათთაგან
ჩემთა დაიფარვიდეს თუალთა მათთა და შევიგინებოდე შორის მათსა. |
27 |
მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან,
სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის. |
27 |
მთავარნი მისნი შორის მისსა, ვითარცა მგელნი, მტაცებელნი
ნატაცებთანი, დათხევად სისხლისა, წარწყმედად სულებისა, რაჲთა ანგაჰარებანი
ანგაჰარებოდენ. |
28 |
მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად
მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი
არ უთქვამს. |
28 |
და წინაწარმეტყუელნი მისნი მცხებელნი მათდა ვეცხლისანი
დაეცნენ, მხედველნი ამაოთანი მემისნენი ცრუთანი, ამათ იტყჳს ადონაი უფალი,
და უფალი არა იტყოდა. |
29 |
მდაბიორნი ძალადობენ და მტაცებლობენ, ღარიბ-ღატაკს
ჩაგრავენ, ხიზანს უსამართლოდ ავიწროებენ. |
29 |
ერსა ქვეყანისასა გამომწურველნი უსამართლოდ და
დამტაცებელნი ნატაცებათანი, გლახაკისა და დავრდომილისა მიმხუეჭელნი და
მწირისა მიმართ ართანამქცევნი სიმართლით. |
30 |
ვეძებდი კაცს, ზღუდის მშენებელს, რომ დამდგარიყო
ნანგრევთან ჩემს წინაშე და ეხსნა ქვეყანა დაღუპვისგან, მაგრამ ვერ მოვნახე. |
30 |
და ვეძიებდ მათგან კაცსა, მქცევსა მართლიად და მდგომსა
წინაშე პირისა ჩვმისა ყოვლითურთ ჟამსა შინა რისხვისასა, რაჲთა არა სრულიად
მოისპოს იგი, და ვერ ვპოე. |
31 |
გადმოვანთხევ მათზე ჩემს სიბრაზეს, და ჩემი რისხვის
ცეცხლით მოვსპობ; მათ თავზე მივაქცევ მათსავე ნამოქმედარს, ამბობს უფალი
ღმერთი. |
31 |
და მივჰფინე მის ზედა გულისწყრომაჲ ჩემი ცეცხლითა
რისხვისა ჩემისაჲთა მოსრულებად მისსა; გზანი მათნი თავთა მათთა მივსცენ, -
იტყჳს, ადონაი უფალი. |