1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე წელს, მეათე თვის ათში ნათქვამი:
|
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო წელსა შინა მეცხრესა, თთუესა შორის მეათესა,
მეათესა თთჳსასა, მეტყუელი:
|
2 |
ადამის ძევ! ჩაიწერე დღის სახელი, ამ დღისა; ბაბილონის
მეფე სწორედ ამ დღეს მოადგა იერუსალიმს. |
2 |
ძეო კაცისაო, დაწერე თავისა შენისა დღედ დღითგან ამით,
რომლით წარიტრა მეფე ბაბილოანისაჲ იერუსალჱმსა ზედა |
3 |
გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი
ქვაბი, შემოდგი და წყალიც ჩაასხი შიგ. |
3 |
დღითგან დღესისაჲსა, და თქუ სახლისა მიმართ განმამწარებელისა იგავი და სთქუა
მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, უფალი: ზედდადგი სიავი და შთაასხ მას წყალი; |
4 |
ჩაყარე შიგ ნაჭრები, საუკეთესო ნაჭრები - ბარკალი და
ბეჭი, ნარჩევი ძვლებით აავსე. |
4 |
და შთაადგენ მას დრონეულნი, ყოველი დრონეული კარგი
მისდამი: წჳვი და მჴარი, გამოჴორცვილი ძუალთაგან. |
5 |
გამოარჩიე საუკეთესო ცხვარი, შეუკეთე შეშა ქვაბს და
ადუღე, რომ ძვლებიც კი მოიხარშოს. |
5 |
რჩეულთაგან საცხოვართა მართებულთა, და ქუეშე დასწვა
ძუალები ქუეშჱ კერძო მათსა; დუღილით იდუღოს და შეგბეს ძუალებიცა მისი შორის
მისსა. |
6 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს,
ქვაბს, რომლის ქაფი მასშივეა და ქაფი არ გადმოდის მისგან! ნაჭრები ნაჭრებზე
გადმოყარე, რჩევას ნუ დაუწყებ. |
6 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო მოსისხლეთაო,
ქალაქო, რომლისა შორის არს გესლი მის შორის, და გესლი არ გამოვიდა მისგან!
ასოეული მისი გამოიღო, არა დავარდა მის ზედა წილი, |
7 |
რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა
დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა. |
7 |
რამეთუ სისხლი მისი შორის მისსა დიოდა; მყარკლდეობას ზედა
დავაწესე იგი, არა დავსთხიე იგი ქუეყანასა ზედა დაბურვად მას ზედა მიწაჲ. |
8 |
რომ განვრისხებულიყავი, რომ შური მეძია, სალ კლდეზე
დავასხი სისხლი, არ დამიფარავს. |
8 |
აღსლვად გულისწყრომისა შურისსაგებელად, შურისსაძიებელად
მივეც სისხლი მისი, მყარკლდეობასა ზედა დავაწესე იგი არადაფარვად მისსა. |
9 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს!
მეც დავანთებ დიდ ხანძარს. |
9 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, ქალაქო
მოსისხლეთაო, ოდეს მეცა განვამრავლო შეშაჲ. |
10 |
შეშას მოუმატე, ცეცხლი ააგიზგიზე, ბოლომდე მოხარშე ხორცი, შეკაზმე საკაზმით და
ძვალიც ჩაიხარშოს.
|
10 |
და განვადიდო მუგუზნი და აღვაგზნა ცეცხლი, რაჲთა დადნენ
ჴორცნი და შემცირდეს წუენი და ძვალნი შემცხუარდენ. |
11 |
მერე ცარიელი დადგი ნაკვერცხლებზე, რომ გახურდეს და
გავარვარდეს სპილენძი, რომ გადნეს მასში მისი უწმიდურობა და გაქრეს მისი
ქაფი. |
11 |
და დადგეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა ცალიერი და აღეგზნა, რაჲთა დაიწვას და
განჴურდეს, და განქარდეს რვალი მისი, და დადნეს შორის მისსა არაწმიდებაჲ მისი და
მოაკლდეს გესლი მისი,
|
12 |
ძნელია მოცილება, არ გამოდის მისგან. ბევრია ქაფი, ცეცხლშიც მისი ქაფია. |
12 |
დამდაბლდეს გესლი მისი. და არ გამოვიდეს მისგან, მრავალ არს გესლი მისი და
ჰრცხუენეს გესლსა მისსა. |
13 |
გარყვნილებაა შენს უწმიდურებაში; რადგან გწმენდდი, მაგრამ
არა ხარ გაწმედილი შენი უწმიდურობისგან აღარ განიწმიდები, ვიდრე არ
დაგიცხრობ შენზე რისხვას. |
13 |
მათ წილ, რომელ შეიგინებოდე შენ, არა განსწმიდენ
არაწმიდებისაგან შენისა და არა განწმიდნეს არღა მერმე, ვიდრე არა აღვავსო
გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის. |
14 |
მე, უფალმა, ვთქვი და ახდება, აღვასრულებ; არ ვაპატიებ,
არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი
ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი. |
14 |
მე, უფალი, ვიტყოდე და მოვაწიო და ვყო, არ დავაყენო, არცა
ვერიდო; და არა ვედრებულ ვიქმნე გზათაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა
გსაჯო შენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - ამისთჳს მე გსაჯო შენ სისხლთაებრ შენთა
და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, არაწმიდაჲ სახელოანი და ფრიადი
განმამწარებლობითა. |
15 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
15 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: თქუ სახლისა
მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: |
16 |
ადამის ძევ! აჰა, წაგართმევ შენს თვალთა ნეტარებას
მოულოდნელი სიკვდილით; ნურც იგლოვ, ნურც იტირებ, ცრემლები ნუ დაგედინება; |
16 |
ძეო კაცისაო, აჰა, მე მივიხუამ შენგან გულისსათქმვლთა
თუალთა შენთასა განწყობილისა შორის, არა იტყებო, არცა იტირო, არცა მოვიდენ
შენდა ცრემლნი, |
17 |
იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ
თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს
ნუ შეჭამ. |
17 |
სულთითქუენ, მდუმარო, სულთქმაჲ სისხლისაჲ, გოდებაჲ წელთაჲ
არს, კაცობრივი გოდებაჲ არა ჰყო; არა იყოს თმიანობაჲ შენი შეთხზულ შენ
ზედა, და ჴამლნი შენნი ფერჴთა ზედა შენთა, და არ ნუგეშინის-იცე ბაგეთა მიერ
მათთა და პური კაცთაჲ არა შჭამო. |
18 |
დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი
ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა. |
18 |
და ვიტყოდე ერისა მიმართ განთიად, ვითარსახედ მამცნო მე,
და მოკუდა ცოლი ჩემი მიმწუხრი; და ვყავ განთიად, ვითარსახედ მებრძანა მე. |
19 |
მითხრა მე ხალხმა: არ გვეტყეი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. შენ რომ აკეთებო?
|
19 |
და თქუა ჩემდამო ერმან: არა მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან
ესენი, რომელთა შენ ჰყოფ? |
20 |
ვუთხარი ხალხს: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
20 |
და ვთქუ მათდამი: სიტყუაჲ უფლისაჲ იქმნა ჩემდამო მეტყუელი.
|
21 |
უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი:
აჰა, შევლახავ ჩემს საწმიდარს - თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა
ნეტარებას და თქვენი სულის სანუკვარს; თქვენი ვაჟები და ასულები კი,
რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან-თქო. |
21 |
თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი:
აჰა, მე შევაგინებ წმიდათა ჩემთა, ფრტჳნვაჲ ძალისა თქუენისაჲ,
გულისსათქმელნი თუალთა თქუენთანი და რომელთათჳს მორიდ არიან სულნი თქუენნი
და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაიშთინენით, მახჳლითა
დაეცნენ. |
22 |
თქვენც ისე მოიქცევით, როგორც მე ვიქცევი: წვერ-ულვაშს არ
დაიფარავთ და კაცების პურს არ შეჭამთ. |
22 |
და ეყოს, ვითარსახედ ვყავ, პირისაგან მათისა არ
ნუგეშინის-იცნეთ და პური კაცთაჲ არა შჭამოთ. |
23 |
თავი წაკრული გექნებათ და ხამლები შემოსილი; არ იგლოვებთ და არ იტირებთ. დადნებით
თქვენს დანაშაულებში და მიაკვნესებთ ერთმანეთს. |
23 |
და ვარჯნი თქუენნი თავთა ზედა თქუენთა და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა შორის თქუენთა,
არცა იტყებნეთ, არცა იტირნეთ და დასდნეთ სიცრუეთა შინა თქუენთა, და ნუგეშინის-ეცით
კაცადმან ძმასა თჳსსა. |
24 |
იქნება ეზეკიელი თქვენთვის ნიშად: როგორც მან გააკეთა,
ყველაფერს ისე გააკეთებთ. ეს ახდება და მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი
ღმერთი. |
24 |
და იყოს ეზეკიელ თქუენდა ნიშად და ყოველნი, რაოდენნი
ყვნა, ყვენით, ოდეს მოიწინენ ესენი და ცანთ, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი. |
25 |
შენ კი, ადამის ძევ! იმ დღეს, როცა წავიღებ მათგან მათ
ძლიერებას, მათი მშვენების სიხარულს, მათ თვალთა ნეტარებას, მათი სულის
სანუკვარს, მათ ვაჟებს და მათ ასულებს, |
25 |
და შენ, ძეო კაცისაო, არა დღესა შინა, ოდეს მოვიღო ძალი
მათი მათგან და სიმაღლე სიქადულისა მათისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა მათთანი
და ამაღლებაჲ სულისა მათისაჲ, ძენი მათნი და ასულნი მათნი |
26 |
იმ დღეს მოვა შენთან გადარჩენილი, რომ ყურში გასმინოს; |
26 |
მოვიდეს, განრინებული მას დღესა შინა, შენდამო მითხრობად
შენდა ყურთა მომართ. |
27 |
იმ დღეს გაიღება შენი ბაგე გადარჩენილის მიმართ და
ალაპარაკდები; აღარ იდუმებ და ნიშანი იქნები მათთვის, და მიხვდებიან, რომ
მე უფალი ვარ. |
27 |
მას დღესა შინა აღეღოს პირი შენი განრინებულისა მიმართ,
და ისიტყო და არა დაჰყრუვდე მერმე და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ვიყო
მე მათდა ნიშად. |