1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
|
2 |
ადამის ძევ! ყამონიანებისკენ მიაქციე პირი და
უწინასწარმეტყველე, |
2 |
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ძეთა ზედა ამმონისთა
და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა. |
3 |
უთხარი ყამონიანელო, ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი
ვაგლახს ამბობს ჩემს საწმიდარზე, რადგან შელახულია, და ისრაელის მიწაზე, რადგან
გაუკაცრიელებულია, და იუდას სახლზე, რადგან ტყვეობაში წავიდა, |
3 |
და ჰრქუა ძეთა ამმონისთა: ისმინეთ სიტყუაჲ ადონაი უფლისაჲ, ამათ იტყჳს ადონაი
უფალი: მათ წილ, რომელ მოსცხრებოდეთ წმიდათა ზედა ჩემთა, რამეთუ შეიგინა და
ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რამეთუ უჩინო იქმნა, და სახლსა ზედა იუდაჲსასა, რამეთუ
წარვიდა ტყუეობად. |
4 |
ამიტომ, აჰა, აღმოსავლელებს მიგცემ სამკვიდროდ, დასცემენ
ბანაკებს თქვენს შორის და მოაწყობენ საცხოვრებლებს თქვენს შორის; ისინი
შეჭამენ თქვენს ნაყოფებს და ისინი შესვამენ თქვენს რძეს. |
4 |
ამისთჳს, აჰა, მე მიგცემ თქუენ ძეთა კედემისთა
სამკჳდრებელად, და დაიკარვონ ბანაკითა მათითა შენ შორის, და მისცენ შენ
შორის კარვები მათი; იგინი ჭამდენ ნაყოფთა შენთა, და იგინი წოვდენ სიპოხესა
შენსა. |
5 |
გადავაქცევ რაბათს აქლემების სადგომად და ყამონიანთა
ქვეყანას - ცხვრის ფარეხად, და მიხვდებით, რომ უფალი ვარ. |
5 |
და მივსცე ქალაქი ამმონისი სადგურებად აქლემთა, და ძენი
ამმონისნი სადგურებად ცხოვართა და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, უფალი. |
6 |
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ტაშს სცემდი და
ფეხს აბაკუნებდი, რაკი მთელი მძულვარებით, გულის სიღრმეში, ხარობდი
ისრაელის მიწის გამო, |
6 |
მით, რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ
დაიტყუელე ჴელი შენი და ზედიბგერდი ფეჴითა შენითა, და მოსცხრებოდე სულითა
შენითა ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. |
7 |
ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და საძარცვავად მიგცემ
ხალხებს; ამოგძირკვავ ხალხებიდან და გადაგაშენებ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ
და მიხვდები, რომ უფალი ვარ. |
7 |
ამისთჳს, აჰა, მე განვირთხამ ჴელსა ჩემსა შენ ზედა და
მიგცე შენ დასატაცებლად წარმართთა შორის, და მოგსრა შენ ერთგან და
წარგწყმედ შენ ერთაგან წარწყმედითა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
8 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მოაბი და სეყირი ამბობენ:
აჰა, ყველა ხალხივით არისო იუდას სახლი, |
8 |
ამას იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რამეთუ თქუა მოაბმან
და სეირმან: აჰა, ვითარსახედ ყოველნი ნათესავნი, სახლიცა ისრაჱლისაჲ და
იუდაჲსი. |
9 |
ამიტომ, აჰა, გავხსნი მოაბის გვერდებს - ქალაქებს, მის
სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას, ბეთიეშიმოთს, ბაყალ-მაყონს და
კირიათაიმს, |
9 |
ამისთჳს, აჰა, მე დავარღუევ მჴარსა მოაბისასა ქალაქთაგან
მისთა, ქალაქთაგან მწუერვალთა მისთაჲსა, ქუეყანასა რჩეულსა, სახლსა
ბეთასსიმუთისსა, ზედაჲთ ქუეყანასა ქალაქისასა ზღჳსკიდესა, ვაელმიონსა და
კარიათემსა, |
10 |
აღმოსავლელთა შესასვლელად ყამონიანთა წინააღმდეგ და
მივცემ მათ ქვეყანას სამკვიდროდ, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონიანელნი
ხალხებს შორის. |
10 |
ძეთა კედემისთა, ძეთა თანა ამმონისთა, მივეც იგი
სამკჳდრებელად, და მივცე იგი აღსაჴოცელად, რაჲთა არა იქმნეს ჴსენება ძეთა
ამმონისთაჲ წარმართთა შორის. |
11 |
მსჯავრს დავდებ მოაბს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. |
11 |
და მოაბსა ზედა ვყო შურისგებაჲ და ცნან, ვითარმედ მე ვარ
უფალი. |
12 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ედომი შურისგებით ექცეოდა იუდას სახლს და მძიმედ
დააშავა, შური რომ იძია, |
12 |
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ ქმნა იდუმეამან, რამეთუ შურისგებასა შინა
მათგან შურისგებისასა სახლსა ზედა იუდაჲსასა და ძჳრისმოჴსენე იქმნეს და ისაჯეს სჯაჲ
მათგან. |
13 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და
გავუწყვეტ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ: თემანიდან დედანამდე
მახვილით დაეცემიან. |
13 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და განვირთხამ ჴელსა
ჩემსა იდუმეას ზედა და მოვსრავ მისგან კაცსა და საცხოვარსა; და დავდვა იგი
ოჴრად, და თემანით და დედანით დევნულნი ძახჳლითა დაეცნენ. |
14 |
აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით
და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვისა და გულისწყრომისაებრ; მაშინ მიხვდებიან
ჩემს შურისგებას, ამბობს უფალი ღმერთი. |
14 |
და მივსცე შურისგებაჲ ჩემი იდუმეასა ზედა ჴელითა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲთა და
ქმნან იდუმეასა ზედა რისხვისაებრ ჩემისა და გულისწყრომისაებრ ჩემისა, და ცნან
შურისგებაჲ ჩემი, - იტყჳს ადონაი უფალი. |
15 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით იქცეოდნენ
ფილისტიმელები და შურს იძიებდნენ სიძულვილით და მთელი სულით მათ
დასაღუპავად საუკუნო მტრობის გამო. |
15 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ ქმნეს
უცხოტომთა შურისგებისა მიერ და აღადგინეს შურისგებაჲ ზედმოხარულ ყოვლითა
სულითა აღჴოცად მტერობაჲ საუკუნოჲ. |
16 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ
ფილისტიმელებს, ამოვძირკვავ კრეტელებს და მოვსპოვ მათ ნატამალს ზღვის
ნაპირზე. |
16 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე განვირთხამ
ჴელსა ჩემსა უცხოტომთა ზედა და მოვსრნე მსაჯულნი, და წარვსწყმედ
დაშთომილთა, დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა. |
17 |
აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და
მიხვდებიან, როცა მე, უფალმა დავატეხე მათ ჩემი შურისგება. |
17 |
და ვყუნე მათ შორის შურისძიებანი დიდნი მხილებითა
გულისწყრომისაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი მიცემას
შურისგებისა ჩემისასა მათ ზედა. |