1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
|
2 |
ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო
უფალი ღმერთი: ივალალეთ, ვაი ამ დღეს! |
2 |
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და თქუ: ამათ იტყჳს
ადონაჲ უფალი: ვალალაე ჵ, ჵ დღე, |
3 |
რადგან ახლოა დღე, ახლოა დღე უფლისა, პირქუში დღე, დგება ხალხების ჟამი! |
3 |
რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, და მოახლებულ არს დღე ღრუბლისაჲ, და ჟამი წარმართთაჲ
იყოს. |
4 |
მოვა მახვილი ეგვიპტეზე და სატკივარი ეწევა ქუშს, როცა
დაეცემიან დახოცილნი ეგვიპტეში, წაიღებენ მის დოვლათს და დაანგრევენ მის
საძირკვლებს. |
4 |
და მოიწიოს მახჳლი მეგჳპტელთა ზედა, და იყო შფოთი
ეთიოპიას შინა, და დაეცნენ წყლულნი ეგჳპტეს შინა, და წარიღონ სიმრავლე მისი
და დაეცნენ საფუძველნი მისნი. |
5 |
ქუში, ფუტი და ლუდი, ყოველი არაბი, ლუბი და აღთქმის
ქვეყნის შვილები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით, |
5 |
და დაიჴსნენ სპარსნი, და კრიტელნი, და ლიბრიელნი, და
ლჳდნი, და ეთიოპელნი, და ყოველი არაბიაჲ და ყოველნი ზედშემყოფნი, და ძენი
აღთქუმისა ჩემისანი მის შორის მახჳლითა დაეცნენ მათ თანა. |
6 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: დაეცემიან ეგვიპტის
მხარდამჭერნიც და დავარდება მისი ამპარტავნული ძალა; სევენეს
ციხე-სიმაგრიდან მოყოლებული მახვილით დაეცემიან, ამბობს უფალი ღმერთი. |
6 |
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და დაეცნენ საფუძველნი
ეგჳპტისანი და შთამოქუევდეს გინებაჲ ძალისა მისისა, მაგდალოჲთგან ვიდრე
სჳნადმდე მახჳლითა დაეცნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი. |
7 |
გაუდაბურდება გაუდაბურებდლ ქვეყანათა შორის და მისი
ქალაქები ნაოხარ ქალაქთა შორის იქნებიან. |
7 |
და მოოჴრდეს საშუალ სოფელთა უჩინოქმნილთა და ქალაქნი
მათნი საშუალ ქალაქთასა, ქალაქნი მათნი მოოჴრებულნი იყვნენ. |
8 |
მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა წავუკიდებ ეგვიპტეს
და ყოველი მისი შემწე გაცამტვერდება. |
8 |
და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ოდეს მივსცე ცეცხლი
ეგჳპტესა ზედა და შეიმუსრნენ ყოველნი შემწენი მისნი, |
9 |
იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნენი უზრუნველი
ქუშის შესაშინებლად და ეწევათ მათ სატკივარი, როგორც ეგვიპტის დღეს,
რადგან, აჰა, მოაწია უკვე. |
9 |
მას დღესა შინა გამოვიდენ ქადაგნი მოსწრაფენი უჩინო-ქმნად
ეთიოპიისა. და იყოს შფოთი მათ შორის დღესა შინა ეგჳპტისასა, რამეთუ, აჰა,
მოიწია. |
10 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვსპობ ეგვიპტელთა სიმრავლეს
ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის ხელით, |
10 |
ამათ იტყჳს უფალი, უფალი: და წარვსწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა
ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისაჲთა და წარვწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა
მისითა.
|
11 |
ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესი ტომთა შორის,
მოივლინებიან ამ ქვეყნის დასაღუპავად; იშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე და
დახოცილებით აავსებენ ქვეყანას. |
11 |
და ერისა მისისაჲთა, მის თანა ბუგრნი წარმართთაგან,
მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა. და წარმოაცალიერნენ ყოველთა მახჳლნი
მათნი ვგჳპტესა ზედა და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთა მიერ. |
12 |
ამოვაშრობ მდინარეებს და ბოროტეულთა ხელში ჩავაგდებ ქვეყანას, გავაუდაბურებ
ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით; მე უფალმა, ვთქვი. |
12 |
და დავსხნე მდინარენი მათნი ოჴრად და განვსცე ქუეყანაჲ ჴელებსა უკეთურთასა და
წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელებითა უცხოთაჲთა, - მე უფალმან ვთქუ. |
13 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი
ღმერთუკეებს ნოფიდან. აღარ იქნებიან მთავარნი ეგვიპტის ქვეყნიდან და
შიშისზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას. |
13 |
ამათ იტყჳს უფალი ადონაი: და წარვწყმიდნე საძაგელნი და
დავაცხრვნე დიდებულნი მემფისაგან და მთავარნი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და
არა იყვნენ მერმე. და დავჰკრიბო შიში და ზარი ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა. |
14 |
გავაუდაბურებ ფათროსს. ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს და მსჯავრს დავდებ ნოს.
|
14 |
და წარვწყმიდო ქუეყანაჲ პათურისა. და მივსცე ცვცხლი
ტანისსა ზედა და ვყო შურისგებაჲ დიოსპოლისსა შორის. |
15 |
გადმოვანთხევ ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის
ციხე-სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს სიმრავლეს. |
15 |
და განვჰფინო გულისწყრომაჲ ჩემი სანინსა ზედა, ძალსა
ეგჳპტისასა, და წარვწყმიდო სიმრავლე მემფისაჲ. |
16 |
ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ჭირი დაადგება სინს,
გასანგრევად გახდება ნო და ნოფს მტერი ეყოლება მარადღე. |
16 |
და მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და აღძრვით აღიძრას საისი
და სჳნი, და დიოსპოლის შინა იყოს განხეთქილებაჲ და გარდაითხინენ წყალნი. |
17 |
ონის და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან და
ქალწულები ტყვეობაში წავლენ. |
17 |
ჭაბუკნი მზისქალაქისანი და ვუვასტისანი მახჳლითა დაეცნენ,
და დედანი ტყუეობად წარვიდენ. |
18 |
თეხაფნეხესში დაბნელდება დღე, როცა შევმუსრავ იქ ეგვიპტის
უღელს და ბოლო მოეღება მის ამპარტავნულ ძლიერებას; ბნელი დაფარავს მას და
მისი ასულები ტყვეობაში წავლენ. |
18 |
და ტაფნას დაბნელდეს დღე შემუსრვასა ჩემგან მუნ სკიპტრთა
ეგჳპტისათასა და წარწყმდეს მუნ გინებაჲ ძალისა მისისაჲ, და იგი ღრუბელმან
დაფაროს და ასულნი მისნი ტყუედ წარიყვანნენ. |
19 |
მსჯავრს დავდებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. |
19 |
და ვყუნე მსჯავრნი ეგჳპტეს შორის და ცნან მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი.
|
20 |
მეთერთმეტე წელს, პირველი თვის შვიდში, იყო უფლის სიტყვა
ჩემს მომართ ნათქვამი: |
20 |
და იყო მეათერთმეტესა წელსა, პირველსა შინა თთუესა,
შვიდსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
21 |
ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის
მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ
მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად. |
21 |
ძეო კაცისაო, მკლავნი ფარაო მეფისა ეგჳპტისანი შევმუსრენ
და, აჰა, არ შეიხჳნეს მიცემად მისსა კურნებაჲ, დადებად მის ზედა სალბუნი,
მიცემად და განძლიერებად მისსა პყრობად მახჳლისა. |
22 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონზე ვარ,
ეგვიპტის მეფეზე: გადავუმტვრევ მას მკლავებს - მრთელს და მოტეხილს, და
ხელიდან მახვილს გავაგდებინებ. |
22 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ფარაოს ზედა,
მეფისა ეგჳპტისასა და შევმუსრნე მკლავნი მისნი ძლიერნი და მორთხმულნი და
შემმუსრველნი, და შთამოვაგდო მახჳლი მისი ჴელისაგან მისისა. |
23 |
გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ. |
23 |
და განვსთესნე მეგჳპტელნი წარმართთა შორის და განვფიწლნე
იგინი სოფლებთა მიმართ. |
24 |
გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს
მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე. |
24 |
და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილოვნისანი და მივსცე
მახჳლი ჩემი ჴელსა მისსა. და მოაწიოს იგი ეგჳპტესა ზედა და წარტყუენოს ტყუე
მისი და იავარ-ყოს იავარი მისი. |
25 |
გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება
მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს
მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე. |
25 |
და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, ხოლო
მკლავნი ფარაოჲსნი დავარდენ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, მი-რაჲ-ვსცე
მე მახჳლი ჩემი ჴელთა მეფისა ბაბილონისათა და განჰმარტოს იგი ქუეყანასა
ზედა ეგჳპტისასა. |
26 |
გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ;
მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. |
26 |
და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა მიმართ და განვფიწლნე
იგინი სოფლებსა შორის. და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი. |