1 |
მიმიყვანა სასახლესთან და გაზომა სვეტები: სიგანე ექვსი წყრთა ერთ მხარეს და სიგანე
ექვსი წყრთა მეორე მხარეს. ეს იყო კარვის სიგანე.
|
1 |
და შემიყვანა მე ტაძრად, რომლისაჲ განზომა ელამი, წყრთათა ექუსთა სივრცე ერთ
კერძ და წყრთა ექუსთა სივრცე ელამისაჲ ერთ კერძ
|
2 |
შესასვლელის სიგანე ათი წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი
წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე ორმოცი
წყრთა და სიგანე ოცი წყრთა. |
2 |
და ელამისაჲ სივრცე კარისა და სიფართე ბჭისა წყრთათა
ათთაჲ და სამჴარნი ბჭისანი ხუთ წყრთაებ ამიერ და ხუთ წყრთაებ იმიერ; და
განზომა სიგრძე მისი წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ. |
3 |
შევიდა შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტი ორი წყრთა, და შესასვლელი ექვსი წყრთა,
და შესასვლელის სიგანე შვიდი წყრთა. |
3 |
და შევიდა ეზოდ უშინაგანესად და განზომა ელამი სიფართისაჲ წყრთათა ორთაჲ და კარი
წყრთათა ექუსთაჲ, და სამჴარნი სიფართისანი წყრთა შჳდთაჲ ამიერ და წყრთა შჳდთაჲ
იმიერ. |
4 |
გაზომა მისი სიგრძე ოცი წყრთა და სიგანეც ოცი წყრთა
სასახლესთან და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა. |
4 |
და განზომა სიგრძე კართაჲ წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე
წყრთათა ოცთაჲ პირისპირ ტაძრისა უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: ესე წმიდაჲ
წმიდათაჲ. |
5 |
გაზომა ტაძრის კედელი ექვსი წყრთა და გვერდითი სენაკები
ირგვლივ ოთხი წყრთა, ტაძრის ირგვლივ. |
5 |
და განზომა ზღუდე სახლისაჲ წყრთათა ექუსთაჲ, და სივრცე
გუერდისაჲ წყრთათა ოთხთაჲ გარემოჲს მრგულივ სახლისა. |
6 |
გვერდითი სენაკები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად,
თითო სართულში ოცდაათი; და მიუყვებოდა ტაძრის კედელს ირგვლივ, რომ
ერთმანეთით ყოფილიყენენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ. |
6 |
და გუერდისაჲ გუერდისა ზედა ოცდაათ და სამ ორგზის; და
ხანი ზღუდესა შორის სახლისასა გუერდთა ზედა გარემო, რაჲთა იყოს შეახლებულთა
სახილველ, რაჲთა ყოლადვე არ მიეხებოდიან ზღუდეთა სახლისათა. |
7 |
გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა
ტაძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ
ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი. |
7 |
და სივრცე გუერდისა ზენაკერძოჲსაჲ შედგმულებისაებრ
გუერდთაჲსა ზღუდისაგან უზენაესისა მიმართ გარემოჲს სახლისა, რაჲთა
განვრცნებოდის ზენაჲთ და ქუენათაგან აღვიდოდიან ქორედთა მიმართ და
საშუალთაგან სამსართულთა მიმართ. |
8 |
დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ;
გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო. |
8 |
და ელეილნი და თროილნი სახლისანი; და ვიხილე სიმაღლე
სახლისაებრ სიმაღლისა შორის გარემო მრგულივ და ხანი გუერდთაჲ სწორი
ლერწმისაჲ წყრთაებრ ექუს ხანი. |
9 |
სენაკების კედლის სიგანე გარეთა მხარეს იყო ხუთი წყრთა,
ხოლო ცარიელი ადგილი სენაკებს შორის ტაძრის იყო. |
9 |
და სივრცე ზღუდისა გუერდისაჲსაჲ გარეგნით წყრთათა ხუთთაჲ
და ნეშტნი იგი საშუალ გუერდთა სახლისათა. |
10 |
მანძილი ოთახებს შორის ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ. |
10 |
და საშუალ საყდართა მათ სივრცე წყრთათა ოცთაჲ გარემოსავლელი მრგულივ სახლისა. |
11 |
გვერდითი სენაკიდან ცარიელ ადგილზე იყო გასასვლელი, ერთი
გასასვლელი ჩრდილოეთისკენ და ერთი გასასვლელი სამხრეთისკენ; ცარიელი
ადგილის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ. |
11 |
და კარები საყდართაჲ ნეშტისა მიმართ კარისა მის ერთისა
ჩრდილოდმიმართისა სალოცველად წყრთათა ხუთთაჲ გარემოჲს; და კარი ერთი
სამხრად მიმართ და სივრცე ნათლისა დანეშტებულისაჲ, ადგილი ლოცვისაჲ,
წყრთათა ხუთთაჲ სივრცე გარემო. |
12 |
შენობა, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა, დასავლეთისკენ, სიგანით სამოცდაათი
წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე ოთხმოცდაათი
წყრთა. |
12 |
და განმზღვრებელისაჲ პირისპირ დანეშტებულისა გზისაჲ, ვითარცა ზღჳსა მიმართ -
წყრთათა სამეოცდაათთაჲ და სივრცე ზღუდისა და განმზღვრებელისა წყრთათა ხუთთა სივრცე
გარემოჲს; და და სიგრძე მისი ოთხმეოცდაათთა წყრთათაჲ. |
13 |
გაზომა ტაძრის სიგრძე ასი წყრთა; შემოკავებული ადგილი
შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით ასი წყრთა. |
13 |
და განზომა დამართებით სახლისა სიგრძე წყრთათა ასთაჲ და დანეშტებულნი და
განმაზღვრებელნი და ზღუდენი მათნი სიგრძით წყრთაებ ას. |
14 |
ტაძრის სიგანე წინა მხარეს და შემოკავებული ადგილისა აღმოსავლეთისკენ ასი წყრთა.
|
14 |
და სივრცე პირისპირ სახლისა და ნეშტნი აღმოსავალად მიმართ
წყრთათა ასთაჲ. |
15 |
გაზომა ტაძრის სიგრძე შემოკავებულის მხარეს, მის უკან,
თავისი სვეტნარით ორივე მხარეს ასი წყრთა; ასევე შიდა სასახლე და ეზოს
სტოა. |
15 |
და განზომა სიგრძე განმასაზღვრელებისაჲ პირისპირ
დანეშტებულისა უკანაკერძოჲსა სახლისა მის. და დანეშტებულნი აქაჲთ და იქით
წყრთათა ასთანი სიგრძედ და ტაძარი შინაგანი და კუთხნი და ელამი
გარეშემობაგულნი. |
16 |
ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და სვეტნარი ირგვლივ სამ
სართულად, ზღურბლის წინ, ხით მოპირკეთებული ირგვლივ, იატაკიდან
სარკმლებამდე (სარკმლები ყრუ იყო), |
16 |
და სარკუმელნი ბადეედნი და განსანათლებელი მრგულივ
სამთასა, რაჲთა იჭჳრებოდის სახლიცა და მახლობელნი, მომსჭუალულ გარემოჲს
მრგულივ და იატაკი და იატაკითგან ვიდრე სარკუმელთამდე და სარკუმელნი
განხმულ სამწილად საჭჳრობელად. |
17 |
შესასვლელის თავზე, ტაძრის შიდა და გარეთა მხარე, მთელი
კედელი ირგვლივ, შიგნიდან და გარედან, თანაზომიერი იყო. |
17 |
და ვიდრე სიახლემდე სახლისა გარეშისა და ვიდრე
შინაგანისამდე და ყოველსა ზედა კედელსა მრგულივ შინაგანსა ზედა და გარეშისა
ზედა ზომდა გამოწახნაგებულთა |
18 |
ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა
და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს. |
18 |
ქეროვიმთა და ფინიკთა და ფინიკი საშუალ ქეროვიმთასა და
ქეროვიმთასა, ორნი პირნი ქერობინსა: |
19 |
კაცის სახე პალმისკენ იყო მიქცეული ერთ მხარეს და ლომის
სახე პალმისკენ იყო მიქცეული მეორე მხარეს. ასე იყო გაკეთებული მთელს
ტაძარში, ირგვლივ. |
19 |
პირი კაცისაჲ ფინიკისა მიმართ ამიერ და პირი ლომისა ფინიკის მიმართ იმიერ,
გამოწახნაგებულ ყოველი სახლი გარემო,
|
20 |
იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმები იყო
გამოხატული; ასევე ტაძრის კედელზე. |
20 |
იატაკითგან ვიდრე მობაგულამდე ქეროვიმნი და ფინიკნი
წახნაგებულნი. და სიწმიდე და ტაძარი |
21 |
სასახლის წყრთილები ოთხკუთხედი იყო, საწმიდარსაც იგივე
შესახედაობა ჰქონდა. |
21 |
განღებულ ოთხ კიდედ და პირისპირ წმიდათასა ხილვაჲ, |
22 |
ხის სამსხვერპლოს სიმაღლე სამი წყრთა იყო, სიგრძე ორი
წყრთა; მისი კუთხეები, კვარცხლბეკი და კედლები ხისა იყო. მითხრა მან: ეს
საკურთხეველია უფლის წინაშე. |
22 |
ვითარცა შესახედავი საკურთხეველისა ძელისაჲსა, წყრთათა
სამთაჲ სიმაღლე მისი და სიგრძე წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთათა ორთაჲ; და
რქანი აქუნდეს, ხარისხი მისი და ზღუდენი მისნი ძელისანი. და თქუა ჩემდამო:
ესე ტრაპეზი წინაშე პირსა უფლისასა. |
23 |
ორ-ორი კარი ჰქონდა სასახლეს და საწმიდარს. |
23 |
და ორნი კარებნი ტაძრისანი და წმიდისა კარებნი, ხოლო ორთა
მათ კარებთა ქცევითთა |
24 |
ორი ფრთა ჰქონდა თითო კარს, ორივე ფრთა მოტრიალე იყო; ორი
ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს. |
24 |
ორი კარები ერთსა და ორი კარები მეორესა. |
25 |
გამოსახული იყო მათზე, სასახლის კარებზე, ქერუბიმები და
პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო გამოსახული; ხის ზღურბლი იყო სტოას
წინ, გარეთ. |
25 |
და ნაწახნაგები მის ზედა და კარებთა ზედა ტაძრისათა,
ქეროვიმი და ფინიკნი ნაწახნაგებისაებრ წმიდათაჲსა, და მწრაფლები ძელები
წინაშე პირსა ელამისასა გარეთ. |
26 |
ცხაურიანი სარკმლები და პალმები აქეთ-იქით სტოას
გვერდებზე, ტაძრის გვერდითი სენაკები და ზღურბლები. |
26 |
და სარკუმელნი ფარულნი, და განზომა ამიერ და იმიერ
სართულებთა მიმართ ტაძრისა ელამისაჲსათა: და გუერდნი სახლისანი შეუღლვილებ. |