1 |
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას,
არ ზის ავყიათა საკრებულოში.
|
1 |
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა
დადგა
|
2 |
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე
ფიქრობს იგი დღედაღამ. |
2 |
და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა
უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. |
3 |
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის
დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც
იქმს, წარმატებულია. |
3 |
და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა
წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი
არა დასცჳვენ, და ყოველივე, რაცა ყოს, წარემართოს მას. |
4 |
უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან
აღგვილს. |
4 |
არა ესე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი,
რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა. |
5 |
ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, ხოლო
ცოდვილნი - მართალთა კრებულში. |
5 |
ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი
ზრახვასა მართალთასა; |
6 |
რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმრთოთა გზა კი
წარიხვეტება. |
6 |
რამეთუ უწყის უფალმან გზაჲ მართალთა და გზაჲ უღმრთოთა
წარწყმდეს. |