ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დავითის ფსალმუნი. წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო. |
1 |
წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე და გულისჴმა-ვყო |
2 | ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში. | 2 | გზასა უბიწოსა; ოდეს მოხჳდე ჩემდა? ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისათა შოვრის სახლისა ჩემისა. |
3 | არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება. | 3 | არა დავდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უსჯულო და მყოფნი გარდასლვისანი მოვიძულენ; |
4 | გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ ვცნობდე. | 4 | არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე. |
5 | თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან. | 5 | რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამო. |
6 | თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე. | 6 | თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე. |
7 | ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ. | 7 | არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნებაჲ; რომელი იტყჳნ სიცრუესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა. |
8 | დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა. | 8 | ცისკარს მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. დიდებაჲ. |