1 |
ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება
და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს.
|
1 |
ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი
|
2 |
უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან
მოვიდეს. |
2 |
უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ. |
3 |
ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს
მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე. |
3 |
ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა
მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ
შეგესემინ ჩემი. |
4 |
რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები
დაიბუგა, როგორც კოცონზე. |
4 |
რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა, და ძუალნი
ჩემნი, ვითარცა ქარქუეტი, განჴმეს. |
5 |
დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა
ჩემი პურის ჭამა. |
5 |
იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ
დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. |
6 |
ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს. |
6 |
ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა
ჩემთა. |
7 |
ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი
ნანაგრევებში. |
7 |
ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე,
ვითარცა ბუჲ ნატამალსა. |
8 |
უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე. |
8 |
უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა. |
9 |
ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი
ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ. |
9 |
მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი
ჩემდამო ფუცვიდეს. |
10 |
რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით
შევაზავე; |
10 |
რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი
ტირილითა ჩემითა განვზავი |
11 |
შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და
დამანარცხე. |
11 |
პირისაგან რისხვისა და გულისწყრომისა შენისა, რამეთუ
აღმიღე და დამაკუეთე მე. |
12 |
ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით
ვხმები. |
12 |
და დღენი ჩემნი, ვითარცა აჩრდილი, წარჴდეს, და მე ვითარცა
თივაჲ, განვჴემ. |
13 |
შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი
თაობიდან თაობამდე იქნება. |
13 |
ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და საჴსენებელი შენი
თესლითი თესლამდე. |
14 |
შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი
შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო. |
14 |
შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა
მისისა, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი. |
15 |
რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი
მტვერი ენანებათ. |
15 |
რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა
სწყალობდენ. |
16 |
შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
|
16 |
და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა
დიდებისაგან მისისა.
|
17 |
რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი
ღირსებით. |
17 |
რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას
დიდებითა მისითა. |
18 |
მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ
ლოცვას. |
18 |
მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო
ვედრებაჲ მისი. |
19 |
დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც
გაჩნდება, ადიდებს უფალს. |
19 |
დაიწერენ ესენი ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი
აქებდეს უფალსა; |
20 |
რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან
ქვეყანა მოიხილა. |
20 |
რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით
ქუეყანად გარდამოიხილა, |
21 |
რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა
სიკვდილის ძენი. |
21 |
რათა შეისმინოს სულთქმაჲ შებორკილებულთა და განჴსნნეს
ნაშობნი მოკლულთანი, |
22 |
რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი -
იერუსალიმში. |
22 |
თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი -
იერუსალჱმს, |
23 |
როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის
სამსახურებლად. |
23 |
შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა. |
24 |
გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი. |
24 |
მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა
ჩემთა მითხარ მე. |
25 |
ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე;
თაობიდან თაობამდეა შენი წლები; |
25 |
და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთასა; თესლით
თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი. |
26 |
უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. |
26 |
დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი
ჴელთა შენთანი ცანი არიან. |
27 |
ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი
ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან. |
27 |
იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა
სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და
იცვალნენ. |
28 |
შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან. |
28 |
ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა
მოაკლდენ. |
29 |
ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი
შენს წინაშე წარიმართება. |
29 |
ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი
უკუნისამდე წარემართოს. |