1 |
დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო
შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
|
1 |
აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
|
2 |
ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის
ქველმოქმედებას. |
2 |
აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, |
3 |
ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა
შენი სნეულებისა. |
3 |
რომელმან გილხინა შენ ყოველთა უსჯულოებათა შენთაგან,
რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი; |
4 |
საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი
გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით; |
4 |
რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და
გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა; |
5 |
სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად
განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. |
5 |
რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი; განახლდეს,
ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. |
6 |
სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის. |
6 |
ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს
დაწუნებულთა. |
7 |
აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი
საქმენი. |
7 |
აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი
მისნი. |
8 |
შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და
მრავალმოწყალე. |
8 |
შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად
მოწყალე. |
9 |
არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. |
9 |
არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იჴსენოს; |
10 |
არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი
ბრალისამებრ გადაგვიხადა. |
10 |
არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა
ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ. |
11 |
რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც
ძლიერია მის მოშიშთა მიმართ. |
11 |
რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა
უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა; |
12 |
როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
|
12 |
რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი
ჩუენნი.
|
13 |
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა
მოშიშნი მისნი. |
13 |
ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან
მოშიშნი მისნი. |
14 |
რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ
ჩვენ. |
14 |
რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთუ
მიწანი ვართ. |
15 |
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით
აყვავდება. |
15 |
კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი
ველისა, ეგრეთ აღყუავდეს; |
16 |
ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს
მის ნაალაგევს. |
16 |
რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა
იცნას ადგილი მისი. |
17 |
ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და
მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე, |
17 |
ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე
მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, |
18 |
ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და
ასრულებს კიდეც. |
18 |
რომელთა დაიმარხიან აღთქმა მისი და მოიჴსენიან მცნებანი
მისნი და ყვნიან იგინი. |
19 |
უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს
ყოველივეს. |
19 |
უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევა მისი
ყოველთა ზედა ეუფლების. |
20 |
ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი
სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს. |
20 |
აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი
ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ჴმაჲ სიტყუათა მისთა. |
21 |
ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი
ნების შემსრულებელნო. |
21 |
აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი,
რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა. |
22 |
ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების
ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი. |
22 |
აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა
ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება |