1 |
აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და
ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
|
1 |
აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და
დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,
|
2 |
გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით. |
2 |
შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი. |
3 |
წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად
თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. |
3 |
რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან
დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა; |
4 |
რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი
თვისნი - ალად ცეცხლისა. |
4 |
რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი
- ალად ცეცხლისა; |
5 |
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა
უკუნისამდე. |
5 |
რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა
შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. |
6 |
უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას
წყლები. |
6 |
უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა
ზედა დადგენ წყალნი. |
7 |
შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. |
7 |
შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისათა
შეძრწუნდიან. |
8 |
ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც
დაუფუძნე. |
8 |
აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას,
რომელსაცა დააფუძნენ იგინი. |
9 |
საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან
დედამიწის დასაფარავად. |
9 |
საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა
მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა. |
10 |
გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ. |
10 |
რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა
დიოდიან წყალნი; |
11 |
დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა
წყურვილი. |
11 |
სუან იგი ყოველთა მჴეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი
წყურილსა მათსა. |
12 |
მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან
გამოსცემენ ხმას. |
12 |
მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრონ, შორის კლდეთა
მოსცენ ჴმაჲ მათი. |
13 |
რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა
ნაყოფით ძღება ქვეყანა. |
13 |
დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა
შენთათა განძღეს ქუეყანა. |
14 |
აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას -
ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან. |
14 |
რომელმან აღმოუცენა თივა პირუტყუთა, და მწუანე
სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით. |
15 |
და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე
საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა. |
15 |
და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა
მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. |
16 |
გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ
დანერგა. |
16 |
განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
|
17 |
რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის
სახლია. |
17 |
მუნ მფრინეელთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთა შერაცხილ
მათდა. |
18 |
მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
|
18 |
მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებლად ყურდგელთა. |
19 |
შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი. |
19 |
შექმნა მთოვარე ჟამთათჳს, მზემან ცნა ჟამი დასლვისა
თჳსისა. |
20 |
განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან
ყოველნი ნადირნი ტყისა. |
20 |
დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი
მჴეცნი მაღნარისანი, |
21 |
ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ
ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს. |
21 |
ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან
საზრდელსა მათსა. |
22 |
ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში
დაწვებიან. |
22 |
აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა
დაადგრიან. |
23 |
გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის
ჟამამდე. |
23 |
გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა
მიმწუხრადმდე. |
24 |
რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით
შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით. |
24 |
ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე
სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა. |
25 |
ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი,
მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად. |
25 |
ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი,
რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა; |
26 |
იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში
გასართობად. |
26 |
მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე
სამღერელად მისა. |
27 |
ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის
დროზე. |
27 |
ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი მათი ჟამსა; |
28 |
მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან
სიკეთით. |
28 |
მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი
შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. |
29 |
დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ -
დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან. |
29 |
ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და
მიწადვე თჳსად მიიქციან.
|
30 |
გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს
მიწისას. |
30 |
გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი
ქუეყანისა. |
31 |
იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი
ნამოქმედარით. |
31 |
იყავნ დიდებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე, იხარებდეს უფალი
ქმნულთა ზედა თჳსთა. |
32 |
დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და
აკვამლდებიან. |
32 |
რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას
შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან. |
33 |
ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. |
33 |
ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩუენსა, უგალობდე ღმერთსა
ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. |
34 |
ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში. |
34 |
ტკბილ ეყავნ გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა
მიმართ. |
35 |
გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ
იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი! |
35 |
მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უსჯულონი ნუღარა იპოებიედ
მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება |