1 |
ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
|
1 |
აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი
მისნი.
|
2 |
აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის
სასწაულზე. |
2 |
აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა. |
3 |
განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის
მაძიებელთა. |
3 |
იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული
მეძიებელთა უფლისათა. |
4 |
ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. |
4 |
მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა
მარადის; |
5 |
გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და
სამართალნი მისთა ბაგეთა. |
5 |
მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და
სამართალნი პირისა მისისანი. |
6 |
შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა,
რჩეულნო მისნო. |
6 |
ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი
რჩეულნი მისნი. |
7 |
ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა
სამართალნი მისნი. |
7 |
თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა
ზედა არიან სამართალნი მისნი. |
8 |
ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას
თაობამდე, |
8 |
მოიჴსენა უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა და სიტყვაჲ, რომელ
ამცნო ათასამდე ნათესავად, |
9 |
რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან. |
9 |
რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის
თანა. |
10 |
დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს - სამარადჟამო
აღთქმად. |
10 |
და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაჱლისა
აღთქმად საუკუნოდ. |
11 |
უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი
მემკვიდრეობისა. |
11 |
და ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანა იგი ქანანისა ნაწილად
მკჳდრებისა თქუენისა; |
12 |
როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი
შეხიზნულები იქ, |
12 |
რამეთუ იყვნეს იგინი რიცხჳთ მცირე-მცირე და მსხემ მას
შინა. |
13 |
იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა
ერთან. |
13 |
და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად
სხუად. |
14 |
არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს:
|
14 |
არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთჳს მეფეთა: |
15 |
არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ
უბოროტოთ. |
15 |
ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა
შორის ნუ უკეთურობთ. |
16 |
და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა
შემუსრა. |
16 |
და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისა შემუსრა.
|
17 |
გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები. |
17 |
წარავლინა წინაწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა
იოსები. |
18 |
გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის
სულს. |
18 |
დაამდაბლნეს ბორკილითა ფერჴნი მისნი, რკინასა განვლო
სულძან მისმან. |
19 |
ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ
გამობრძმედა იგი. |
19 |
ვიდრე მოწევნადმდე სიტყჳსა მისისა სიტყუამან უფლისამან
გამოაჴურვა იგი. |
20 |
გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი - გამგებელი
ხალხებისა - და გამოიხსნა იგი. |
20 |
მიავლინა მეფემან და განჰჴსნა იგი მთავრად ერისა და
განუტევა იგი. |
21 |
დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი
თავისი მონაგარისა. |
21 |
და დაადგინა იგი უფლად სახლსა თჳსისა და მთავრად ყოვლისა
მონაგებისა მისისა; |
22 |
რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და
განებრძნო მოხუცებულნი მისნი. |
22 |
სწავლად მთავართა მისთა, ვითარცა თავი თჳსი, და
მოხუცებულთა მისთა განბრძნობად. |
23 |
და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის
ქვეყანაში. |
23 |
და შევიდა ისრაჱლი ეგჳპტედ, და იაკობ დაემკჳდრა ქუეყანასა
ქამისსა. |
24 |
და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის
მტრებზე მეტად. |
24 |
და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროს
მტერთა მისთა. |
25 |
შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის
მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად. |
25 |
გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუად
მონათა შორის მისთა. |
26 |
გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია. |
26 |
წარავლინა მოსე, მონაჲ მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია
თავისა თჳსისა; |
27 |
დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და
საოცრებანი ქამის ქვეყანაში. |
27 |
დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი და ნიშთა
მისთანი ქუეყანასა მას ქამისასა. |
28 |
მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, და არ გაურჩებულან მის
სიტყვაზე, |
28 |
მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს
სიტყუანი მისნი. |
29 |
გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები. |
29 |
გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყჳდნა თევზნი
მათნი; |
30 |
აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი. |
30 |
განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის
მეფეთა მათთასა. |
31 |
თქვა და მოვიდნენ მწერები, ტილი მთელ მათ საზღვრებში.
|
31 |
თქუა, და მოჴდა ძაღლისმწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.
|
32 |
წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული
ცეცხლი - მათ ქვეყანას. |
32 |
დასხნა წჳმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა
ქუეყანასა მათსა. |
33 |
მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი და დალეწა ხეები მათ
საზღვრებში. |
33 |
და დასცა ვენაჴები მათი და ლეღოვანი მათი და შემუსრა
ყოველი ხე საზღვარისა მათისა. |
34 |
თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი, |
34 |
თქუა, და მოჴდა მკალი და ბუზჳ, რომლისა არა იყო რიცხჳ; |
35 |
და გადაჭიმეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადაჭიმეს
მთელი ნაყოფი მათი მიწისა. |
35 |
შეჭამა ყოველი თივა ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა
ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისა. |
36 |
და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი
მათი ძალისა. |
36 |
და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა დასაბამად
ყოვლისა ტკივილისა მათისა. |
37 |
და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში
არავინ იყო უძლური. |
37 |
და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა, და არა იყო
ნათესავსა მათსა სნეულ. |
38 |
გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ
მათ შიში. |
38 |
იხარა ეგჳპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში
მათი მათ ზედა. |
39 |
გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის
გასანათებლად. |
39 |
განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად
მათდა ღამე. |
40 |
ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო
ისინი. |
40 |
ითხოეს, და მოჴდა მწყერ-მარჴილი და პურითა ზეცისათა
განაძღნა იგინი; |
41 |
გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში
მდინარედ. |
41 |
სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა
მდინარენი. |
42 |
რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის
აბრაამის მიმართ. |
42 |
რამეთუ მოიჴსენა სიტყჳსა წმიდისა თჳსისა, რომელ ყო
აბრაჰამის მიმართ, მონისა თჳსისა. |
43 |
გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი
ზარ-ზეიმით. |
43 |
და გამოიყვანა ერი თჳსი სიხარულით და რჩეულნი მისნი -
შუებით. |
44 |
მისცა მათ წარმართთა ქვეყნები და ნაჯაფი ერებისა
დაიმკვიდრეს მათ. |
44 |
და მისცა მათ სოფლები წარმართთა, და ნაშრომი ერთა
დაიმკჳდრეს, |
45 |
რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ.
ადიდეთ უფალი! |
45 |
რაჲთა დაიცვენ სამართალნი მისნი და სჯული მისი მოიძიონ.
დიდებაჲ |