1 |
ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა
მისი.
|
1 |
აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
|
2 |
ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას
მისი ქება-დიდება? |
2 |
ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? |
3 |
ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი
ყოველ ჟამს. |
3 |
ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე
ყოველსა ჟამსა. |
4 |
გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას,
მომხედე შენმიერი შეწევნით. |
4 |
მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და
მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა, |
5 |
რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის
სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად. |
5 |
რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და
ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ
სამკჳდრებელთა შენთა თანა. |
6 |
შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება
ჩავიდინეთ. |
6 |
ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და
გეცრუენით შენ. |
7 |
ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები,
არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე. |
7 |
მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს
საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და
გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა. |
8 |
მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ
ძლიერება მისი. |
8 |
და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა
გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი; |
9 |
და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი
უფსკრულებში, როგორც უდაბნოში. |
9 |
და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ
უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა; |
10 |
და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან. |
10 |
და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი
ჴელისაგან მტერთა მათთასა; |
11 |
წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ
გადარჩენილა. |
11 |
და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა
მათგანი არა განერა. |
12 |
და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება. |
12 |
და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა და აქებდეს ქებულებასა
მისსა. |
13 |
აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
|
13 |
ისწრაფეს და დაივიწყეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.
|
14 |
და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი
უკაცრიელ ადგილას. |
14 |
და გულმან უთქუა გულისთქმაჲ უდაბნოსა შინა და განცადეს
ღმერთი ურწყულსა შინა. |
15 |
და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ
სულებს. |
15 |
და მოსცა მათ თხოვა მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა
მათსა. |
16 |
და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის
აარონის მიმართ. |
16 |
და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ
უფლისაჲ. |
17 |
გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა
აბირამისა. |
17 |
განეპო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარნა ბანაკი
აბირონისი; |
18 |
და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს. |
18 |
და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა
ცოდვილნი. |
19 |
გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს. |
19 |
და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანი-სცეს კერპსა მას; |
20 |
და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის
გამოსახულებაში. |
20 |
და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოსა მის
თივისმჭამელისა. |
21 |
დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი
ეგვიპტეში. |
21 |
და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისა, რომელმან ქმნნა
დიდ-დიდნი ეგჳპტეს შინა, |
22 |
საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ
ზღვაზე. |
22 |
საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და
საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა. |
23 |
დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ
დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ
მოესრა ისინი. |
23 |
და თქუა მოსრვა მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა
სრვასა მას წინაშე მისსა, გარემიქცევად გულისწყრომა მისი, რათამცა არა
მოსრნა იგინი. |
24 |
მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი
მისი. |
24 |
და შეურაცხ-ყვეს ქუეყანა იგი გულისსათქმელი და არა
ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა; |
25 |
დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
|
25 |
დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ
უფლისაჲ. |
26 |
მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი
უდაბნოში; |
26 |
და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა |
27 |
და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი
ქვეყნებში. |
27 |
და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.
|
28 |
დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა
შესაწირავი. |
28 |
და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართა. |
29 |
განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ
მომსრველი სენი. |
29 |
და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ
ზედა დაცემა. |
30 |
წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი. |
30 |
და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვა; |
31 |
ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე,
სამარადჟამოდ. |
31 |
და შეერაცხა მას სიმართლედ და თესლითი თესლადმდე
მიუკუნისამდე. |
32 |
გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო. |
32 |
და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და
განბოროტნა მოსე მათთჳს, |
33 |
რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით. |
33 |
რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა
თჳსითა. |
34 |
არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ. |
34 |
და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთა ჰრქუა მათ
უფალმან. |
35 |
აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები. |
35 |
და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი; |
36 |
ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ
მათთვის. |
36 |
და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ; |
37 |
შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს. |
37 |
და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა. |
38 |
დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს
ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
|
38 |
და დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათთა,
რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა |
39 |
შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი
მოქმედებით. |
39 |
და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი
საქმეთა შინა მათთა. |
40 |
მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა
მას სამკვიდრო თვისი. |
40 |
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და
მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი; |
41 |
და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე
მოძულენი მათი. |
41 |
და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, დაეუფლნეს მათ მოძალენი მათნი;
|
42 |
ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით. |
42 |
და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი
ქუეშე ჴელსა მათსა. |
43 |
მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ
საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით. |
43 |
მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი
ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უსჯულოებითა მათითა. |
44 |
იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი. |
44 |
და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან
ვედრებისა მათისა; |
45 |
გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი
მრავალმოწყალეობით. |
45 |
და მოიჴსენა აღთქმისა თჳსისა და შეინანა მრავლითა
წყალობითა თჳსითა; |
46 |
აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის
წინაშე. |
46 |
და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა
წარმტყუენველთა მათთა. |
47 |
გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე
ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით. |
47 |
მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ
წარმართთაგან, რათა აუაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქებოდით ჩუენ
ქებულებითა შენითა. |
48 |
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და
უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი! |
48 |
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და
უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდება |