1 |
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
|
1 |
აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
|
2 |
იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი
მტრის ხელიდან. |
2 |
თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან
სოფლებთა შეკრიბნა იგინი |
3 |
და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და
დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან. |
3 |
აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ. |
4 |
აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს
სამკვიდრებელი. |
4 |
შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა
სამკჳდრებელისა არა პოეს; |
5 |
შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა. |
5 |
ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა.
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი |
6 |
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და
გაჭირვებიდან იხსნა ისინი. |
6 |
|
7 |
და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ
სამკვიდრებელი ქალაქისაკენ. |
7 |
და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა
მკჳდრობისა მათისასა. |
8 |
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის
ძეთა მიმართ. |
8 |
აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი
მისნი ძეთა კაცთასა, |
9 |
რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო
სიკეთით. |
9 |
რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო
კეთილითა, |
10 |
მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და
ბორკილისა. |
10 |
მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა,
კრულნი გლახაკობითა და რკინითა, |
11 |
რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას
უგულებელყოფდნენ. |
11 |
რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვა მაღლისა
განარისხეს; |
12 |
მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ. |
12 |
და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არა ვინ
იყო მწე მათდა. |
13 |
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და
გაჭირვებიდან იხსნა ისინი. |
13 |
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა
მათთაგან განარინნა იგინი |
14 |
გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები
დაწყვიტა. |
14 |
და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა
სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა. |
15 |
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის
ძეთა მიმართ. |
15 |
აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი
მისნი ძეთა კაცთასა, |
16 |
რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.
|
16 |
რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.
|
17 |
ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის
იტანჯებოდნენ. |
17 |
შეეწია მათ გზისა მისგან უსჯულოებისა მათისა, რამეთუ
ცოდვითა მათითა დამდაბლდეს; |
18 |
ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის
ბჭეს მიუახლოვდნენ. |
18 |
ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა
სიკუდილისათა. |
19 |
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და
გაჭირვებიდან იხსნა ისინი. |
19 |
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა
მათთაგან აცხოვნა იგინი. |
20 |
მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა
მოსპობისაგან. |
20 |
მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა
იგინი განმხრწნელთაგან მათთა. |
21 |
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის
ძეთა მიმართ. |
21 |
აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი
მისნი ძეთა კაცთასა, |
22 |
შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის
საქმეებზე გალობით. |
22 |
და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისა და უთხრობდედ საქმეთა
მისთა სიხარულით. |
23 |
ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის
მკეთებლებმა - |
23 |
რომელნა შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა
წყალთა შინა მრავალთა, |
24 |
მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში. |
24 |
მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი
ღრმათა შინა. |
25 |
ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან
ზვირთები. |
25 |
თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარსა, და ამაღლდეს ღელვანი
მისნი; |
26 |
ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში
დადნება. |
26 |
აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; და სული მათი
ძჳრთა შინა დადნებოდა, |
27 |
წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი
სიბრძნე დაინთქა. |
27 |
შეშფოთნეს და შეძრწუნდეს, ვითარცა მთრვალნი, და ყოველი
სიბრძნე მათი დაინთქა. |
28 |
და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და
გაჭირვებიდან გამოიყვანა. |
28 |
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა
მათთაგან გამოიყვანნა იგინი. |
29 |
გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი
ტალღები. |
29 |
და უბრძანა ნიავქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს
ღელვანი მისნი; |
30 |
გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ
ადგილას. |
30 |
და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ
ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა. |
31 |
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
|
31 |
აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა.
|
32 |
დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში
ხოტბა შეასხან. |
32 |
აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის
მოხუცებულთასა აქებდენ მას. |
33 |
გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს -
ურწყულად. |
33 |
დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი -
წყურიელად, |
34 |
ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო. |
34 |
ქუეყანა ნაყოფიერი - ბიცად უკეთურებისათჳს მკჳდრთა
მისთასა. |
35 |
გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას -
წყაროს წყლად. |
35 |
დადვა უდაბნო ტბად წყალთა და ქუეყანა ურწყული -
გამოსადინელად წყალთა; |
36 |
დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად. |
36 |
დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალიქები საყოფელად
მათდა, |
37 |
დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს
მოიწევენ. |
37 |
და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი
იფქლისა. |
38 |
აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს
არ შეამცირებს. |
38 |
და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი
მათი არა შეამცირა. |
39 |
დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და
წუხილისაგან. |
39 |
და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთასა და
სალმობისა. |
40 |
სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ. |
40 |
მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა
იგინი უვალსა და არაგზასა. |
41 |
გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის
ფარასავით მის შთამომავალს. |
41 |
და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა,
ვითარცა ცხოვარსა, ტომებსა მათსა. |
42 |
ნახავენ წმიდანები და გაიხარებენ და ყოველგვარ სიმრუდეს
პირი აეკვრება. |
42 |
იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უსჯულოებამან
დაიყოს პირი თჳსი. |
43 |
ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი
უფლისა. |
43 |
ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყუნეს
წყალობანი უფლისანი? დიდება |