ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გალობა. ფსალმუნი დავითისა. |
1 |
გალობაჲ, ფსალმუნი დავითისი |
2 | მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით. | 2 | განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა. |
3 | გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს. | 3 | განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა; მე განვიღჳძო განთიად. |
4 | გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის. | 4 | აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის, |
5 | რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი. | 5 | რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაჲ შენი. |
6 | ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი. | 6 | ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი. |
7 | რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე. | 7 | რათა იჴსნნე საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. |
8 | ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ. | 8 | ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; ავმაღლდე და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთა განვზომო. |
9 | ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი. | 9 | ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისა, |
10 | მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ. | 10 | იუდა, მეუფე ჩემი, მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიამდე აღვიკუართნე ჴამლნი ჩემნი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს. |
11 | ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ? | 11 | ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე, |
12 | ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან? | 12 | არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? |
13 | მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი. | 13 | მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხორებაჲ კაცისა. |
14 | ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს. | 14 | ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ყვნეს მტერნი ჩუენნი. |