1 |
გუნდის ლოტბარს,
დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
|
1 |
დასასრულსა, დავითის ფსალმუნი
|
2 |
რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს
წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით. |
2 |
ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ
ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; |
3 |
სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ
მეომებიან. |
3 |
და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე
ცუდად. |
4 |
ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ. |
4 |
სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. |
5 |
მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი
სიყვარულის წილ. |
5 |
და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი -
სიყუარულისა წილ ჩემისა. |
6 |
დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის
მარჯვნივ. |
6 |
დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით
მისა; |
7 |
განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად
შეირაცხოს. |
7 |
საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი
ცოდვად შეერაცხენ მას. |
8 |
იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ. |
8 |
იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან
მიიღენ. |
9 |
დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად. |
9 |
იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ. |
10 |
იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ
ნანგრევებში. |
10 |
შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ
იგინი ნატამალისაგან მათისა. |
11 |
მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და
წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი. |
11 |
აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და
აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი. |
12 |
ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ
შემწყალე მის ობლებს. |
12 |
ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა
მისთა; |
13 |
გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში
წაიშალოს მათი სახელი. |
13 |
იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, და ნათესავსა შინა
ერთსა აღიჴოცენ სახელი მისი. |
14 |
გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა
მისი დედისა ნუ წაიშლება. |
14 |
აიჴსენედ უსჯულოებაჲ მამათა მისთა წინაშე უფლისა, და
ცოდვა დედისა მისისა ნუ აღიჴოცებინ. |
15 |
იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან
მათ სახსენებელს. |
15 |
იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, |
16 |
იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა
ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად. |
16 |
და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი ამის წილ, რამეთუ
არა მოიჴსენა მან ყოფა წყალობისა |
17 |
და შეიყვარა წყევლა - მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა - განშორდება მას.
|
17 |
და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.
|
18 |
და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსელით, და შევა წყევლა,
როგორც წყალი, მის შიგნეულობაში, და როგორც ზეთი - მის ძვლებში. |
18 |
და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება
კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და
შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა; |
19 |
იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი ჩაცმული და სარტყელი,
გამუდმებით შემორტყმული. |
19 |
ეყავნ მას, ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და,
ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს. |
20 |
ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მოძულეთა და ჩემს სულზე
ავის მოლაპარაკეთა მიმართ. |
20 |
ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და
რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა. |
21 |
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი
სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე, |
21 |
და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს,
რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი. |
22 |
რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია
ჩემს შიგნით. |
22 |
მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული
ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის. |
23 |
ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი
აქეთ-იქით კალიასავით. |
23 |
და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი,
განვიყარე, ვითარცა მკალთა. |
24 |
მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას
მოაკლდა სიმსუქნე. |
24 |
მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ჴორცნი ჩემნი
იცვალნეს ზეთისა მიერ. |
25 |
და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს
გაიქნევ-გამოიქნევდნენ. |
25 |
და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა, მიხილეს მე და შეხარნეს
თავნი მათნი. |
26 |
შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი
წყალობისამებრ. |
26 |
შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა
შენითა. |
27 |
დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო. |
27 |
და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ
ესე. |
28 |
ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და
შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს. |
28 |
იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან
ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონა შენი იხარებდეს. |
29 |
შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან
თავიანთი სირცხვილი. |
29 |
შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ,
ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი. |
30 |
შევაქებ უფალს ფრიად ჩემი პირით, და მრავალთა შორის
ვადიდებ მას. |
30 |
აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა
ვაქებდე მას, |
31 |
რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული
განმსჯელთაგან. |
31 |
რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რათა იჴსნას
მდევართაგან სული ჩემი. დიდებაჲ |