ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ. |
1 |
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. |
2 | კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის. | 2 | კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა. |
3 | შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა. | 3 | შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ. |
4 | დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. | 4 | ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. |
5 | უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. | 5 | უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი. |
6 | განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე. | 6 | საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა. |
7 | ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს. | 7 | ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი. |