1 |
დავითის საგალობელი რვასიმიან
საკრავზე, გუნდის ლოტბარს.
|
1 |
დასასრულსა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი
|
2 |
მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი,
რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან. |
2 |
მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ
შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან. |
3 |
ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად
ლაპარაკობენ; |
3 |
ამავოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა,
ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა. |
4 |
მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს. |
4 |
აჴოცენინ უფალმან ყოველნი ბჭენი მზაკუარნი და ენაჲ დიდად
მეტყუეელი, |
5 |
რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი
ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს? |
5 |
რომელთა თქუეს: ენაჲ ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი
ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს? |
6 |
ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები,
ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს. |
6 |
ჭირისათჳს გლახაკთასა და სულთქმისათჳს დავრდომილთასა აწ
აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ და განვცხადნე მას ზედა. |
7 |
უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი
ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული. |
7 |
სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ
გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდ წილად. |
8 |
უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე. |
8 |
შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ ამიერ
თესლითგან და მიუკუნისამდე. |
9 |
ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა
მოდგმიდან. |
9 |
გარემოს უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი
კაცთანი. |