ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში. |
1 |
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა. |
2 | დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის. | 2 | დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი; |
3 | სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია. | 3 | აღსარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. |
4 | სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი. | 4 | საჴსენებელ-ყო საკჳრველებათა მისთა, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი. |
5 | ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი. | 5 | საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა. |
6 | ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა. | 6 | და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა |
7 | მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი. | 7 | მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვა; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, |
8 | იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე. | 8 | განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით. |
9 | ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი. | 9 | ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. |
10 | სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია. | 10 | დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. |