ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი! |
1 |
აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა. |
2 | იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. | 2 | იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე; |
3 | მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა. | 3 | მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა. |
4 | მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. | 4 | მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი. |
5 | ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული? | 5 | ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს |
6 | დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, | 6 | და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა? |
7 | წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი. | 7 | რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, |
8 | რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან. | 8 | რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა; |
9 | უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი! | 9 | რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად. |