1 |
როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
|
1 |
გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა
|
2 |
გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო. |
2 |
იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა. |
3 |
ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა. |
3 |
ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა
მართლუკუნ. |
4 |
მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით. |
4 |
მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა
კრავნი ცხოვართანი. |
5 |
რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ
გაბრუნდი? |
5 |
რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე,
რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? |
6 |
მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო,
კრავებივით? |
6 |
მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი -
ვითარცა კრავნი ცხოვართანი? |
7 |
უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე, |
7 |
პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა
იაკობისა, |
8 |
რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს
წყლად. |
8 |
რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე
განუკუეთელი - წყაროებად წყალთა. |
9 |
ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე
დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით. |
1 |
ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც
დიდებაჲ |
10 |
რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი? |
2 |
წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან
წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? |
11 |
ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა,
მოიმოქმედა. |
3 |
ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა
ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა. |
12 |
მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით
შექმნილი. |
4 |
კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა
კაცთანი; |
13 |
პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ
ხედავენ. |
5 |
პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, |
14 |
ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
|
6 |
ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ, |
15 |
ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ
დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. |
7 |
ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან,
არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა. |
16 |
მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც
მათზეა მინდობილი. |
8 |
ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ
მათ. |
17 |
ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. |
9 |
სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.
|
18 |
აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. |
10 |
სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს
მათდა. |
19 |
მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის. |
11 |
მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს
მათდა. |
20 |
უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის
სახლს, აკურთხებს აარონის სახლს. |
12 |
უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი
ისრაჱლისა, |
21 |
აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად. |
13 |
აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი,
მცირედნი დიდთა თანა. |
22 |
დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს. |
14 |
შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა
თქუენთა ზედა; |
23 |
კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის
მიერ, |
15 |
კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და
ქუეყანა. |
24 |
ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ. |
16 |
ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა
კაცთასა. |
25 |
არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს
შთასული, |
17 |
არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი
შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, |
26 |
არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ
უფალი! |
18 |
არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და
უკუნისამდე. |