ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მწამდა, როცა ვიტყოდი: გავიტანჯე ფრიად. |
10 |
მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. |
2 | ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა. | 11 | და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. |
3 | რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო? | 12 | რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე? |
4 | თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ. | 13 | სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. |
5 | ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. | 14 | ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. |
6 | მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა. | 15 | პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. |
7 | გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები. | 16 | ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა; |
8 | შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ. | 17 | განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი, შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო. |
9 | ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. | 18 | ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა |
10 | უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი! | 19 | ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱმ! |