1 |
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
|
1 |
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
|
2 |
იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. |
2 |
თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; |
3 |
იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა
წყალობა მისი. |
3 |
თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; |
4 |
იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა
წყალობა მისი. |
4 |
თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ
მისი. |
5 |
სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა
უფალმა. |
5 |
ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. |
6 |
უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი? |
6 |
უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? |
7 |
უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს. |
7 |
უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. |
8 |
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე. |
8 |
კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ; |
9 |
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე. |
9 |
კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ. |
10 |
ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით
მართლაც ამოვწყვეტ მათ. |
10 |
ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. |
11 |
გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით
მართლაც ამოვწყვეტ მათ. |
11 |
გარემომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; |
12 |
გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი
ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ. |
12 |
მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის,
და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; |
13 |
დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია
მე. |
13 |
მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე. |
14 |
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი
მშველელი. |
14 |
ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. |
15 |
ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის
მარჯვენა მქმნელია ძალის. |
15 |
ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა
ძალი, |
16 |
უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
|
16 |
მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი.
|
17 |
არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის
საქმეებზე. |
17 |
არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი. |
18 |
დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა. |
18 |
სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე. |
19 |
გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ
უფალს, |
19 |
განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. |
20 |
ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ. |
20 |
ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენ ამას შინა. |
21 |
გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი. |
21 |
აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. |
22 |
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა. |
22 |
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; |
23 |
უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში. |
23 |
უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. |
24 |
ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და
ვიმხიარულოთ მასში. |
24 |
ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. |
25 |
გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო,
გაგვიმარჯვე! |
25 |
ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე. |
26 |
კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის
ტაძრიდან. |
26 |
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა. |
27 |
ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი
საბელით სამსხვერპლოს რქებზე. |
27 |
ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე
რქათამდე საკურთხეველისათა. |
28 |
ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას
შეგასხამ შენ. |
28 |
ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ;
აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. |
29 |
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა
წყალობა მისი. |
29 |
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. დიდებაჲ |