1 |
ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
|
1 |
ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.
|
2 |
ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ
ეძიებენ მას. |
2 |
ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი. |
3 |
არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან; |
3 |
რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. |
4 |
შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით. |
4 |
შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. |
5 |
ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად. |
5 |
წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა, |
6 |
მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ
მცნებას. |
6 |
მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა, |
7 |
განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს
შენი სიმართლისა. |
7 |
აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა
შენისანი. |
8 |
შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ, |
8 |
სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. |
9 |
რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას
შენი სიტყვისამებრ. |
9 |
რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. |
10 |
მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა
მცნებათაგან. |
10 |
ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. |
11 |
გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო. |
11 |
გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ. |
12 |
კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი. |
12 |
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
13 |
ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი
პირისას. |
13 |
ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი. |
14 |
შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე. |
14 |
გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. |
15 |
შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს. |
15 |
მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი. |
16 |
შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
|
16 |
სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი.
|
17 |
კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს
სიტყვას. |
17 |
მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი. |
18 |
აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას. |
18 |
განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი. |
19 |
მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს. |
19 |
მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა. |
20 |
მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს. |
20 |
სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
21 |
შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს
შენი მცნებებიდან. |
21 |
შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა. |
22 |
ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს
ვიცავდი. |
22 |
მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ. |
23 |
დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ;
შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე. |
23 |
და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა
სიმართლეთა შენთა. |
24 |
შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი. |
24 |
და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი
შენნი. |
25 |
მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ. |
25 |
მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
26 |
გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები
შენი. |
26 |
გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
27 |
გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს
საოცრებებზე. |
27 |
გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა. |
28 |
დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი
სიტყვისამებრ. |
28 |
მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა. |
29 |
გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე. |
29 |
გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე. |
30 |
გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ
დავიყენე. |
30 |
გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
31 |
მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.
|
31 |
შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე.
|
32 |
შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს
გულს. |
32 |
გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი. |
33 |
მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე. |
33 |
შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის. |
34 |
გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი
გულით. |
34 |
გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა
ჩემითა. |
35 |
დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი. |
35 |
მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე. |
36 |
განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების
გამო. |
36 |
მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა. |
37 |
ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე. |
37 |
მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე. |
38 |
დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების
გამო. |
38 |
დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან. |
39 |
ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი
სამართალნი კეთილია. |
39 |
მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ
არიან. |
40 |
აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით
მაცოცხლე მე. |
40 |
ესერა, გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
41 |
მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი,
შენი სიტყვისამებრ. |
41 |
და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ
შენისა. |
42 |
და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ
შენი სიტყვით. |
42 |
და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ. |
43 |
ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად,
რადგან შენს სამართალს მოველი. |
43 |
და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე
სამართალთა შენთა ვესავ. |
44 |
დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე. |
44 |
და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
45 |
ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. |
45 |
და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. |
46 |
ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
|
46 |
და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა.
|
47 |
გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს; |
47 |
და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად. |
48 |
ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც
მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე. |
48 |
და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ
სიმართლეთა შენთა. |
49 |
გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე. |
49 |
მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე. |
50 |
ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა
ნათქვამმა გამომაცოცხლა. |
50 |
ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა
მე. |
51 |
ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ
გადამიხვევია. |
51 |
ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე. |
52 |
ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს
ვიქარვებდი. |
52 |
მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე. |
53 |
თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს. |
53 |
ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი. |
54 |
სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ
სახლში. |
54 |
საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა. |
55 |
ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს
რჯულს. |
55 |
მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი. |
56 |
ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი. |
56 |
ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე. |
57 |
ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა. |
57 |
ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი. |
58 |
გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ. |
58 |
ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
59 |
ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი
მცნებებისაკენ. |
59 |
განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა. |
60 |
ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას. |
60 |
განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი. |
61 |
ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
|
61 |
საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
|
62 |
შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ
სამართალთა გამო. |
62 |
შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
63 |
თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს
მცნებებს. |
63 |
შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი. |
64 |
შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე
შენი კანონმდებლობა. |
64 |
წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
65 |
კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი
სიტყვისამებრ. |
65 |
სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა. |
66 |
კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი
მცნებანი. |
66 |
სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი
მრწმენნეს მე. |
67 |
ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას
ვიცავ. |
67 |
პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე. |
68 |
კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი. |
68 |
ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
69 |
ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით
დავიცავ შენს ბრძანებებს. |
69 |
გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე
მცნებანი შენნი. |
70 |
დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი. |
70 |
შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე. |
71 |
კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები
შენი. |
71 |
კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
72 |
უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო
და ვერცხლი. |
72 |
კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ |
73 |
შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და
ვისწავლი შენს მცნებებს. |
73 |
ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე
მცნებანი შენნი. |
74 |
მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს
სიტყვებზე ვარ მინდობილი. |
74 |
მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
75 |
ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და
სამართლიანად შემაჭირვე. |
75 |
გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ
დამამდაბლე მე. |
76 |
დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
|
76 |
იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა.
|
77 |
მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი
რჯული სიხარულია ჩემი. |
77 |
მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა
ჩემდა. |
78 |
შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ;
ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე. |
78 |
ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა
ვეტყოდი მცნებათა შენთა. |
79 |
დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი
მცნებებისა. |
79 |
მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი. |
80 |
იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე. |
80 |
იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე. |
81 |
დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე
ვარ დაიმედებული. |
81 |
მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა
ვესავ. |
82 |
დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი:
როდის მანუგეშებ მე? |
82 |
მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე
მე? |
83 |
ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ
დავივიწყე. |
83 |
რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა
დავივიწყენ. |
84 |
რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს
მდევნელებს? |
84 |
რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა
ჩემთაგან? |
85 |
გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი
რჯულისამებრ. |
85 |
მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო. |
86 |
ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან,
მიშველე. |
86 |
ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე. |
87 |
ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი
ბრძანებანი. |
87 |
წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი. |
88 |
შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი
პირისას. |
88 |
წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი. |
89 |
უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში. |
89 |
უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა. |
90 |
თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა
და დგას. |
90 |
და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს. |
91 |
შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
|
91 |
ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
|
92 |
რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი
ჩემს ტანჯვაში. |
92 |
არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა
ჩემსა. |
93 |
უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც
მათით მასულდგმულებდი. |
93 |
უკუნისამდე არა დავივიწყენ მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. |
94 |
შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. |
94 |
შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე. |
95 |
მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს
ღრმად ვუკვირდები. |
95 |
მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ. |
96 |
ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი
მცნებანი ფრიად. |
96 |
ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად. |
97 |
რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი
დღენიადაგ. |
97 |
რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა. |
98 |
ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან
მარადის ჩემია იგი. |
98 |
უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი
არიან. |
99 |
ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი
მცნებანი სააზროვნიაა ჩემი. |
99 |
უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა
არიან ჩემდა. |
100 |
მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს
ვიცავ. |
100 |
უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე. |
101 |
ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი
სიტყვა. |
101 |
ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი
შენნი. |
102 |
შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ
მასწავლიდი. |
102 |
სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციენ, რამეთუ შენ შჯულიერ-მყავ მე. |
103 |
რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია
ჩემი პირისთვის. |
103 |
რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა. |
104 |
შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი
გზა სიცრუისა. |
104 |
მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზა სიცრუჲსა. |
105 |
ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი
ბილიკისათვის. |
105 |
სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა. |
106 |
დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
|
106 |
ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცუნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
|
107 |
დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი
სიტყვისამებრ. |
107 |
დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
108 |
აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და
სამართალნი შენნი მასწავლე. |
108 |
ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე. |
109 |
სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ. |
109 |
სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
110 |
დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ
გადამიხვევია. |
110 |
დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ. |
111 |
დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი
გულის სიხარულია. |
111 |
დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა. |
112 |
მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი
უკუნისამდე. |
112 |
მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე მერმისა მისთჳს
მოსაბებელისა. |
113 |
ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე. |
113 |
უსჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. |
114 |
თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ
დაიმედებული. |
114 |
შემწე და ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
115 |
შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი
ღმერთისას. |
115 |
მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი. |
116 |
შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ
გამიწბილებ ჩემს იმედს. |
116 |
შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან
ჩემისა. |
117 |
შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს
ყოველთვის. |
117 |
შემეწიე მე, და ვსცხონდე და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
118 |
მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა
მათი ხრიკები. |
118 |
შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით
იყვნეს ზრახვანი მათნი. |
119 |
როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე,
ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი. |
119 |
გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ
წამებანი შენნი. |
120 |
თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი
განკითხვების. |
120 |
განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა. |
121 |
ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
|
121 |
ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
|
122 |
გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ
ამპარტავნებმა. |
122 |
შეიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი. |
123 |
დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის
სიტყვის მოლოდინში. |
123 |
მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა
შენისათა. |
124 |
მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და
წესები შენი მასწავლე. |
124 |
ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
125 |
მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი
შენნი. |
125 |
მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი. |
126 |
ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი. |
126 |
ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი. ამისთჳს შევიყუარენ
მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა; |
127 |
ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე
მეტად. |
127 |
|
128 |
ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია;
მძულს ყოველი გზა სიცრუისა. |
128 |
ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა
მოვიძულე. |
129 |
საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი. |
129 |
საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან. |
130 |
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს
გულუბრყვილოებს. |
130 |
განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა; |
131 |
პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა
მცნებანი შენნი. |
131 |
პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდება |
132 |
მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის
მოყვარულთ. |
132 |
მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა. |
133 |
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ
ჩემზე ნურავითარ ბოროტს. |
133 |
სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ. |
134 |
გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს
ბრძანებებს. |
134 |
მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა, და დავიცუნე მცნებანი შენნი. |
135 |
შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები
შენი. |
135 |
გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
136 |
წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
|
136 |
ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი.
|
137 |
მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი. |
137 |
მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი. |
138 |
ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად. |
138 |
ამცენ სიმართლე წამებათა შენთა, და ჭეშმარიტ არს ფრიად. |
139 |
დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა
მტრებმა. |
139 |
განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა. |
140 |
ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს
იგი. |
140 |
გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი. |
141 |
მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ. |
141 |
ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
142 |
სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული
ჭეშმარიტია. |
142 |
სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი _ ჭეშმარიტ. |
143 |
განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი
სიხარულია ჩემთვის. |
143 |
ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა. |
144 |
სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და
ვიცოცხლებ. |
144 |
სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე. |
145 |
მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს
დავიცავ. |
145 |
ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი
მოვიძინე. |
146 |
შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს. |
146 |
ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცუნე წამებანი შენნი. |
147 |
ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ
დაიმედებული. |
147 |
აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ: |
148 |
ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს
ნათქვამზე. |
148 |
აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა. |
149 |
ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი
სამართლის მიხედვით მაცოცხლე. |
149 |
ჴმისა ჩემისა ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
150 |
მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს
დაშორდნენ. |
150 |
მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უსჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს. |
151 |
ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
|
151 |
ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
|
152 |
ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ
სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი. |
152 |
დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი. |
153 |
იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ
დავივიწყე. |
153 |
იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
154 |
გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ
მაცოცხლე. |
154 |
საჯე შჯა ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე. |
155 |
შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ
ეძიებენ. |
155 |
შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი გამოიძინეს. |
156 |
წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით
მაცოცხლე. |
156 |
წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
157 |
ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი
მცნებებისათვის არ გადამიხვევია. |
157 |
მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა
გარდავაქციე. |
158 |
ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ
იცავენ. |
158 |
ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს. |
159 |
ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი
წყალობისამებრ მაცოცხლე. |
159 |
იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე. |
160 |
საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი
მართალი შენი სამართალი. |
160 |
დასაბამი სიტყუათა მათ შენთა ჭეშმარიტებაჲ არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი
სიმართლისა შენისანი. |
161 |
მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან
დაშინებულია გული ჩემი. |
161 |
მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა, |
162 |
ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი
ნადავლისა. |
162 |
ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი. |
163 |
სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს. |
163 |
ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. |
164 |
დღეში შვიდგზის გაქებ შენრ სიმართლის სამართალთათვის. |
164 |
შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
165 |
დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს
მათთვის დაბრკოლება. |
165 |
მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა
საცთურ. |
166 |
იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
|
166 |
ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.
|
167 |
იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს
ძალიან. |
167 |
დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად. |
168 |
ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი
გზა შენს წინაშეა. |
168 |
დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე
შენსა არიან, უფალო. |
169 |
მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი
სიტყვებისამებრ შთამაგონე. |
169 |
მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე. |
170 |
მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე
წესები შენი. |
170 |
შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე. |
171 |
წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები
შენი. |
171 |
აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
172 |
იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი
მცნება სიმართლეა. |
172 |
თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით
არიან. |
173 |
იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი
ამოვირჩიე. |
173 |
იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ. |
174 |
ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული
სასიამოვნოა ჩემთვის. |
174 |
მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
175 |
იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი
შემეწიოს. |
175 |
ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწიენ მე. |
176 |
დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი
მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე. |
176 |
შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი
მე არა დავივიწყენ. დიდება |