ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა. |
1 |
ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი. |
2 | უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან. | 2 | უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან. |
3 | რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი? | 3 | რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა? |
4 | მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად. | 4 | ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა. |
5 | ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან. | 5 | ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. |
6 | დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან. | 6 | მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა. |
7 | მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან. | 7 | და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად. |