ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე. |
1 |
რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაჲ სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს. |
2 | იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე. | 2 | მთანი გარემოს მისსა, და უფალი გარემოს ერისა თჳსისა ამიერითგან და უკუნისამდე. |
3 | რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე. | 3 | რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა, რაჲთა არა მიყვნენ მართალთა უსჯულოებად ჴელნი მათნი. |
4 | სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს. | 4 | კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა, |
5 | ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს. | 5 | ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უსჯულოებისათა მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა. |