ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება. |
1 |
რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. |
2 | მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან. | 2 | მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი _ გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფა მათ თანა. |
3 | დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით. | 3 | განადიდა უფალმან ყოფა ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან. |
4 | დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე. | 4 | მოაქციე, უფალო, ტყუჱ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა. |
5 | ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. | 5 | რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ. |
6 | მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი. | 6 | მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი. |