ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. |
1 |
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. |
2 | ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს. | 2 | ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა. |
3 | აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი. | 3 | აჰა, სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი, და სასყიდელი მათი _ ნაყოფი მუცლისა. |
4 | როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. | 4 | ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი. |
5 | ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში. | 5 | ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა. |