ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით. |
1 |
ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა. |
2 | შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ! | 2 | ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. |
3 | ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო. | 3 | ცოლი შენი, ვითარცა ვენაჴი მსხმო კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა. |
4 | აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა. | 4 | აჰა, ესერა, ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა. |
5 | გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე. | 5 | გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალჱმსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა |
6 | იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს! | 6 | და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა. |