ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა. |
1 |
მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან, |
2 | მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს. | 2 | მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. |
3 | ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები. | 3 | ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი. |
4 | უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა. | 4 | უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. |
5 | შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა. | 5 | ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი. |
6 | იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება. | 6 | იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა, |
7 | რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი. | 7 | რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა. |
8 | და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით. | 8 | და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა. დიდება |