ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ. |
1 |
უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა, |
2 | არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული. | 2 | არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი; ვიქმენ მე, ვითარცა ყრმა, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა, რაჲთამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა. |
3 | ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე. | 3 | ესევდინ ისრაჱლი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე. |